x
ლაოსში კაშხალი ჩამოინგრა – ასეულობით ადამიანი დაკარგულია

image

ასეულობით ადამიანი დაკარგულია მას შემდეგ რაც სამხრეთ აღმოსავლეთ ლაოსში კაშხალი ჩამოინგრა. ასევე უცნობია დაღუპულთა რიცხვი. ინფორმაციას BBC ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. კაშხალი ორშაბათს გვიან ღამით ჩამოინგრა და 6 სოფელი დატბორა. 6 600 ადამიანი უსახლკაროდაა დარჩენილი. კაშხლის ჩამონგრევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მისი მშენებლობა 2013 წელს დაიწყო და ექსპლოატაციაში წელს შევიდა. ჩამონგრევას უხვი ნალექი უძღვოდა წინ.

0
115
შეფასება არ არის
ავტორი:მაცნეე
მაცნეე
115
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0