x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
10 ნივთი, რომლის ადგილი სამზარეულოში არ არის

image

შეიძლება ეს ძალიან რთული იყოს ( შენ სამუდამოდ დარჩები ჩვენს გულებში, ორცხობილას კალათავ), მაგრამ შემდეგ მადლობას იტყვით ამ გმირული საქციელისთვის.

სამზარეულო - სახლის გულია და მნიშვნელოვანია მისი ჯანსაღად შენარჩუნება. ყველა კუნჭულიდან გამოყარეთ ის ნივთები, რომელიც მტვერს აგროვებს და ადგილს იკავებს _ მიკრობების, ტარაკანების და მათი მსგავსი არსებების სახლები.






ჭურჭლის სარეცხი ბინძური ღრუბლები




მათი ვარგისიანობის ვადა - ორი კვირიდან ორ თვემდე მერყეობს, რაც დამოკიდებულია მისი გამოყენების სიხშირეზე. ისინი, რომლებიც იშვითად გამოიყენება, გარეცხეთ და გამოაშრეთ მინიმუმ ერთხელ კვირაში.

ღრუბელს, რომელიც თქვენს სამზარეულოში უკვე ორ თვეზე მეტია ცხოვრობს, შეუძლია გაცოცხლდეს, თვალი ჩაგიკრას და პაწია სველი ხელები გამოგიწოდოთ თხოვნით: „ მაჭამე!“.


ნუ მიიყვანოთ მას ამ დონემდე.






კალათა ორცხობილებისთვის


image


ნამცხვრები და მათი მსგავსნი - დახურულ გაუმჭვირვალე კონტეინერში უნდა გედოთ. თუ რაღაც მუდმივად გამოსაჩენ ადგილზე დევს, ის ყოველთვის შემოგეჭმევათ. ასე ხარჯავთ ფულს შეუმჩნევლად. ოო, გაცარიელდა? ფრიიიი, და ოჯახის ბიუჯეტიც შემცირდა ახალი კოლოფი გემრიელობის საფასურით.




ქსოვილის ჩანთები პროდუქტებისთვის პაკეტების ნაცვლად




დიახ-დიახ, ეკოლოგია მნიშვნელოვანია, მაგრამ რამდენად ხშირად რეცხავთ მათ? იდეალურია, როდესაც ყოველი გამოყენების შემდეგ ირეცხება ჩანთა. იქონიეთ ხუთი ცალი, ყოველ ჯერზე ახალი გამოიყენეთ, დააგროვეთ და ერთად გარეცხეთ.




წვრილმანების ყუთი



image



გადაყარეთ ყველაფერი, რაც ამ ერთი წლის მანძილზე არ გამოგიყენებიათ. დატოვეთ მხოლოდ ერთი ფუნქცირებადი ნივთი. რა საჭიროა გქონდეთ ბოთლის ქილის გასასხნელი. ან ეს საყვარელი გატეხილი კალმები?! რად გინდათ ხუთი, როდესაც სამი მათგანი არ წერს? დატოვეთ მხოლოდ ის, რასაც იყენებთ, დაახარისხეთ და დაზოგავთ დროსაც და ნერვებსაც.





ტელევიზორი და ლეპტოპი


image



კვლევები ადასტურებს, რომ თუ თქვენ ჭამის დროს ერთობით, თქვენი ტვინი ვერ ასწრებს შეამჩნიოს, რომ დანაყრდით, და ამიტომ ზედმეტს ჭამთ.





თქვენი შინაური ცხოველის საჭმლის ჯამები



image


არა. საჭირო არ არის თქვენს საყვარელ ცხოველს პირზე ბოქლომი დაადოთ. მაგრამ, მისი კვება სამზარეულოშიც შეგიძლიათ. საჭმლის ნარჩენები იზიდავს ტარაკანებს, ჭიანჭველებს და თაგვებს. არსებობს სხვა მეთოდიც: საყვარელი ცხოველის ჯამი ჭამის დამთავრებისთანავე გარეცხეთ.




თქვენი ჩანთა



image



ყველაზე ცუდი, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ, საზოგადოების თავშეყრის ადგილებიდან სამზარეულოში მიკრობების კოლონიის მიტანაა და საკვებთან მათი კონტაქტი. დატოვეთ ჩანთა შემოსასვლელში.


თეთრი თეფშები თეთრი პროდუქტებისთვის


სახალისოა, მაგრამ ფაქტია, რომ კვლევების თანახმად, როდესაც ადამიანები ბრინჯს ან მაკარონს თეთრ თეფშზე დებენ, შავ თეფშებთან შედარებით, ულუფა საშუალოდ 20 %-ით მეტი ჩანს.







კულინარიის წიგნები, რომელთაც არ იყენებთ




დღეს ადამიანების 40 % რეცეპტებს ინტერნეტში პოულობს. თუ თქვენ ამ ტექსტს კითხულობთ, ნიშნავს იმას, რომ ინტერნეტი გაქვთ. სამზარეულოს წიგნები მხოლოდ ადგილს იკავებენ თანამედროვე სამზარეულოებში. თქვენთვის განსაკუთრებით ფასეული რეცეპტების ფოტოსურათები შეგიძლიათ ლეპტოპში გადაინახოთ და ნებისმიერ დროს მიმართოთ.





ძალიან კარგი განათება


ნათელ შუქში საუბარი უფრო სახალისოა, მაგრამ ჭამა — მშვიდ განათებაზე.

მეტ სინათლეზე ადამიანები როგორც წესი, მეტს ჭამენ. ახლა უკვე გესმით, სწრაფი კვების ობიექტებში რატომ ჩახჩახებს ყველაფერი? თუ თქვენ სამზარეულოში იკვებებით, გირჩევთ, დააყენოთ სინათლის მარეგულირებელი.




***



იხილეთ ასევე:




1. გარდაცვლილი ახლობლის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, მისი ნივთები– დავიტოვოთ, შევინახოთ თუ მივცეთ: უცხოს თუ ნათესავს?





2. აი რისთვის აქვს გაზქურის ღუმელს ქვედა სათავსო. ადამიანების 99% მას არ იყენებს დანიშნულების მიხედვით!




3. ფულის 7 რიტუალი დღეების მიხედვით – თქვენს ცხოვრებაში კეთილდღეობას მოიტანს




***

3
381
9-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
381
  
2018, 25 ივლისი, 21:17
მართალი ბრძანდებით, 87 გაზიარების მქონე სტატიას 78 ნახვა აქვს...
2018, 25 ივლისი, 20:44
მადლობა....მეტი ნახვების იმედი, ნამდვილად არ მაქ....მაგრამ ამ ხალხს ხომ ვერაფერს გაუგებს კაცი
2018, 25 ივლისი, 20:40
საინტერესო სტატიაა, იმედია შესაბამის ნახვასაც დააგროვებს...
0 1 3