x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
** სიკვდილის ტყე ** ( საშიში ისტორია )
image


-აქეთ დეტექტივო.-დაბალი, ხრინწიანი ხმით თქვა პოლიციელის ფორმაში გამოწყობილმა, დაახლოებით 40 იოდე წლის მელოტმა, ყვვითელულვაშიანმა მამაკაცმა და მანქანის უკანა კარი სწრაფად გამოაღო.
უკანა სავარძელზე მჯდომმა დეტექტივმა, რომელსაც ყველა მისი თანამშრომელი“სმარტს“ეძახდა, ღრმად ამოიხვნეშა და მანქანიდან გადმოვიდა.ასეთივე რეაქცია ჰქონდა მის გვერდით მჯდომ, შავ გრძელ ლაბადაში გახვეულ მამაკაცს, რომელსაც თავისი შენელებული რეაქციიდან გამომდინარე, თბილი სავარძლიდან წამოდგომა და გადაკარგულ ტყეში დანაშაულის ადგილისკენ გასეირნება მეტისმეტად ეზარებოდა.
სმარტი ამ კაცს არ იცნობდა.იგი ცხოვრებაში პირველად ყავდა ნანახი, თუმცა თავისი ჩვეული ჯენტლმენობა გამოიჩინა და უცნობისთვის დალოდება გადაწვიტა.“ვინ არის ეს კაცი?“-გულში ფიქრობდა იგი და თან თავის ჯიბეებში შენახულ სიგარეტის კოლოფს გამალებით დაეძებდა.“ნუთუ ეს ზარმაცი არსება იმისთვის გამოგზავნეს, რომ გამოძიებაში დამეხმაროს?“-ისევ გაუელვა თავში დეტექტივს არც თუ სასიამოვნო აზრმა და თავისი მოქნილი თითები გულისჯიბეში შეაცურა.საკვირველია, მაგრამ სიგარეტის კოლოფი იქ არ აღმონჩდა.სამაგიეროდ ამ მომენტში ყველაზე უფრო უსარგებლო და გამაღიზიანებელი ფიქრები უკან მობრუნდნენ.სმარტი ისევ ცნობისმოყვარეობამ შეიპყრო.“ნუთუ მაინც ნანახი მყავს?“-ამჯერად თავში მხოლოდ ეს აზრი მოვიდა.მარჯვენა ხელმა თითქოს იმედგაცრუება თავადვე იგრძნო და ტვინის თანხმობის გარეშე მაშინვე შარვლის ჯიბეებისკენ გადაინაცვლა.
უცნობი ისევ მანქანაში იჯდა ფეხი ფეხზე გადადებული, გაღებულ ფანჯარაში სიგარეტის რგოლებს უშვებდა და თუ მისი მშვიდი მდგომარეობით, სუნთქვის ნელი ტემპითა და ჩამოშვებული მხრებით ვიმსჯელებდით, გარეთ გადმოსვლას ჯერ არ აპირებდა.თითქოს არც კი გაეგონა ყვითელულვაშა პოლიციის უფროსის ზრდილობიანი ნათქვამი.მისი ხსენება იყო და დეტექტივმა სწრაფად, თითქოს ცივი წყალი გადაასხესო, პოლიციელისკენ გაიხედა.ამ უკანასკნელს კი დეტექტივის ერთი შეხედვით უცნაურ საქციელზე რეაქციაც არ გაუკეთებია, მხოლოდ წელში ოდნავ მოხრილი იდგა, სიგარეტს აბოლებდა და მანქანის შინგით ინტერესით აღსავსე თვალებით იყურებოდა.
მორიგი სამძებრო სამუშაოები, რომლებიც რამოდენიმე წამის წინ შარვლის ჯიბეებში ტარდებოდა, ისევ წარმუტებლად დასრულდა.იქაც არაფერი აღმოჩნდა, ეგ კი არა საქმისთვის სპეციელურად წამოღებული ნაჭრის წითელ კოპლებიანი ცხვირსახოციც კი სადღაც გამქრალიყო.დეტექტივში ამ აღმოჩენამ გაკვირვებაზე უფრო მეტად ბრაზი გამოიწვია.მოწევისთვის ახლა სწორედ რომ შესაფერისი დრო იყო.დანაშაულის ადგილზე მისვლის მერე კი ასე უბრალოდ გაბოლება არ გამოვიდოდა.სმარტმა ღრმად ჩაისუნთქა და ამოისუნთქა, რათა ბრაზის უეცრად მოვარდნილი ტალღა უკუეგდო და ისევ თავის გვერდზემყოფებს გახედა.თითქოს თანამგზავრები სიგარეტს განგებ, მის დასანახად ეწეოდნენ.“იქნებ ეს შეთქმულებაა?“.“იქნებ ჩემი კოლოფიც მათ მოპარეს?“.“კოლოფი გასაგებია, მაგრამ ცხვირსახოცი რა ჭირად უნდოდათ?“-თავში სრულიად უნებურად გაჩენილი ეს საინტერესო კითხვათა კომბინაცია დეტექტივს ისე იდიოტურად მოეჩვენა, რომ კინაღამ ხმამაღლა გადაიხარხარა.საკუთარი თავისაც კი შერცხვა“ასეთი რამ თავში როგორ მომივიდაო“.
სმარტმა ჯიბეებიდან ხელები კვლავ იმედგაცრუებით ამოიღო, ისევ მშვიდად მჯდომ თავის სავარაუდო კოლეგას შეხედა და ის ის იყო მისთვის წამოდგომა და სიგარეტის თხოვება უნდა ეთხოვნდა, რომ მზერა უეცრად ირგვლივ გადაშლილმა გარესამყარომ მიიტაცა.
ეს იყო“ნაცრისფერი ტყე“, როგორც აქაურობას ადგილობრივები უწოდებდნენ.დადიოდა ხმები, რომ ამ ტყეებში გამუდმებით ნისლი დაძრწოდა და სიღრმეში რაღაც საშინელს მალავდა.სოფლის მცხორვებლები, რომელიც სხვათა შორის აღნიშნული ტერიტორიიდან რამოდენიმე კილომეტრის მოშრებით ცხოვრობდნენ, ნაცრისფერთან ერთად ამ ტყეს“დაწყევლილს“ეძახდნენ.ამბობდნენ, თუ იქ ვინმე შევიდოდა, უკან ვეღარასოდეს გამობრუნდებოდა.ხმები დადიოდა იმის შესახებაც, რომ გზატკეცილს, რომელიც ტყის გვერდით გადიოდა უკვე თითქმის აღარავინ იყენებდა, რადგან ამბობდნენ რომ ამ ადგილზე ჩავლილ მანქანის მძღოლებს, ღამით, მაშინ როცა გზას მკრთალად ფარები ანათებდა და მხოლოდ ტრანსპორტის ძრავი ღუღუნებდა, ტყიდან ისმოდა განწირული ყვირილი, თითქოს ვიღაცას ცოცხლად ტყავს აძრობენ, ან კიდევ ნელი ცეცხლით წვავავენო.თურმე მძღოლები ყველაფერს დეტალებში აღწერდნენ, მაგრამ ბევრი სათქმელი არაფერი ქონდათ, რადგან ამ ხმის გაგონების შემდეგ სიჩქარეს უმატებდნენ და ადგილს დაუყოვნებლივ ტოვებდნენ.მხოლოდ ერთ კაცს უთქვამს, რომელსაც გამბედაობა მოუკრებია, მანქანის გაუჩერებისთვის, რომ ეს ხმა არ გავდა არც ადამიანისას და მითუმეტეს არც ცხოველისას.
თუმცა მიუხედავად ყველაფრისა დეტექტივ სმარტს ცხოვრებაში უამრავი უცნაური რამ ქონდა გაგებული და ასეთი ისტორიების ნაკლებად სჯეროდა.თუ სადმე მსგავს რამეს გაიგებდა, მაშინვე ცდილობდა რაციონალური ახსნა ეძებნა.მაგალითად ამ შემთხვევისთვის.მართალია ხმები, ამ ადგილის ზებუნებრიობის შესახებ დეტალებში იყო გადმოცემული, მაგრამ ფაქტები საპირისპიროზე მეტყველებდნენ.უამრავი საშიში ისტორიების მიუხედავად ამ ადგილებში ადამიანების დაკარგვის შემთხვევა ჯერ არ ყოფილიყო აღნიშნული.რაც შეეხება გზას-ასფალტი იმდენად აჩეხილ-დაჩეხილი იყო, რომ ყველა ნორმალური მძღოლი მასზე გავლას თავს აარიდებდა და შემოვლითი გზებით სიარულს ამჯობინებდა.ესეც რომ არ იყოს სმარტს საზაფხულო სახლიც კი ჰქონდა ახლო მდებარე სოფელში, სადაც იგი შვებულებაში გასვლის შემდეგ თავის ცოლთან და ორ შვილთან ერთად ისვენებდა ხოლმე და რაც მთავარია, მას არაერთხელ გაევლო ამ“ავბედით“გზაზე, რაიმე ზებუნებრივი მოვლენის კვალი კი არასოდეს უნახავს.()
სმარტმა კიდევ ერთხელ დაატრიალა თავი.არაფერი განსაკუთრებული.ჩვეულებრივი ტყე იყო.წვრილ, მონაცრისფერო ხეებს დაგრეხილ და დეფორმირებულ ტოტებზე ერთი ფოთოლიც კი არ ქონდათ შერჩენილი.ისინი თავის ადგილზე გაქვავებულები იდგნენ და ცივსისხლიან აუღელვებლობას ინარჩუნებდნენ.მიუხედავად იმისა, რომ ყოველი მათგანი ცალ ცალკე აღებული სიმახინჯის განსახიერებანი იყო, თითქოს ყველას მაინც მედიდურად და ამაყად სურდა საკუთარი თავის წარმოჩენა.“რა არის ამაში ზებუნებრივი?“-დაუსვა ცოტა არ იყოს ირონიურლი კითხვა დეტექტივმა საკუთარ თავს და ხრიოკ მიწას დახედა, რომელიც ათიათასწლოვანი მუმიასავით გამომშრალიყო და სიცოცხლის ნიშან წყალი არ ეტყობოდა.მის გულზე ვერ ნახავდით ვერც გახარებულ ხილის პატარა ხეს, ვერც რაიმე მწვანე მცენარეს, ეგ კი არა ზედ ერთხი ღერი ბალახიც კი არსად ჩანდა.მხოლოდ მომაკვდავის შავი ფერი ედო, მომაკვდავის, რომელსაც ამ ქვეყნან ვერავინ და ვერაფერი უკვე ვეღარ მოაბრუდნებდა.

ტყეს ოდნავ მისტიკურ ელფერს მხოლოდ დღევანდელი, მოქუფრული ცა და მცირეოდენი ნისლი აძლევდა, რომელიც ნელ ნელა კი იფანტებოდა, თუმცა ზოგან მაინც მჭიდროდ შეგროვებულიყო, თითქოს რაღაც ძალამ აქა იქ თეთრი ბამბების პატარ პატარა გუნდები ჩაყარაო.ეს ყველაფერი თავის მხრივ საიდუმლოებით მოცულ გარემოს ქმნიდა.

გაშეშებულ დეტექტივს ეს ადგილი თითქოს ლამაზადაც კი ეჩვენებოდა, თუმცა რაღაც აკლდა.რაღაც, რაც ამ ერთი შეხედვით უღიმღამო სურათს მცირე ცვლილებას მიცემდა და გაალამაზებდა.სმარტმა გონება დაძაბა წარმოსახვაში საჭირო დეტალების შესაგროვებლად, თავიდან ტვინმა თითქოს რაღაც კომპიუტერული პროგრამა ჩართო და ფანტაზიაზე წვდომა დაბლოკა.რამოდენიმე წამის მცდელობისა და დაუღალავი ბრძოლის შემდეგ თავში აქეთ იქით გაფანტულმა მოზაიკამ, ერთ სურათად შეგროვება დაიწო, თუმცა დეტექტივი უეცრად მანქანის კარის ხმამაღალმა მოჯახუნებამ გამოაფხიზლა.დიახ, ეს სწორედ ის უცნობი მამაკაცი იყო, ვინც ამდენ ხანს შეყოვნება გამოიწვია.გაბრაზებულმა სმარტმა აღარაფერი თქვა, უბრალოდ თავისი გრძნობები რამოდენიმე წამში მტკიცედ მოთოკა და დანაშაულის ადგილისაკენ გზას გაუდგა.

პირველი ყვითელულვაშა პოლიციელი დაიძრა და ახლოს გაწყობილი ძველი, ხისგან აგებული ხიდისაკენ უხმოდ გაემართა.სწორედ ეს ხიდი მიუყვებოდა უღრან ტყეში, სადაც პოლიციელის თქმით გუშინ საღამოს დანაშაული მომხდარიყო.


სმარტი როგორღაც სამეულის შორის მოქცეულიყო, სულ უკან კი უცნობი მამაკაცი ნელა, მაგრამ თავდაჯერებულად მოაბიჯებდა.

„ვინაა ეს კაცი?“-ისევ გაიმსა დეტექტივის თავში უნებური კითხვა, როცა უკან მოსირულეს თვალი მოაშორა.“ნუთუ გავიცანი და არ მახსოვს?“.“როდიდან გავხდი ასეთი გულმავიწყი?“.“თუმცა რა გასაკვირია, გუშინდელი დღის შემდეგ გასაკვირი არც არის რომ არაფერი მახსოვს.თან მთელი გზა მეძინა.შეიძლება ვინმე ადგილობრივი ბრიყვია, რომელსაც დეტექტივის როლის მორგება და ჩემნაირ გამოცდილ გამომძიებელთან მუშაობა უნდა.ახლა კი თავს იფასებს.“-დაიმშვიდა თავი მან.თუმცა მოულოდნელად, უჟანგბადო ოთახში უცებ შემოვარდნილი ჰაერის ტალღასავით, ტვინში ერთადერთი ლოგიკური აზრი მოვიდა ამდენ უსარგებლო სჯა-განხილვას შორის.“იქნებ ეს ის ტიპია, პარანორმალური მოვლენების გამოძიების ოფისიდან, რომელსაც აქაურები ამ საქმის გამოსაძიებლად მოითხოვდნენ.ნუთუ მაინც გადაწყვიტეს ასეთი ჯამბაზების საქმეში გამოყენებაც?“-ერთობ უსიამოვნო აზრები უეცრად ფეხ ქვეშ ჭრიალის ხმამ შეაჩერა.დეტექტივი მოულოდნელობისაგან კინაღამ შეხტა, რადგან ამ ადგილზე სადაც ფეხის ნაბიჯისა და ტანსაცმლის შრიალის გარდა სხვა ხმა არ ისმოდა, ხიდის ჭრიალი, რომელსაც სმარტი სხვათა შორის სწორედ ახლა კვეთდა, სიმართლე რომ ვთქვათ შიშის საფუძველი იყო, თან არც თუ ისე მცირე.გაგებული ფიცრები ადგილებში ჩამპალი იყო, ლურსმნები კი რომლებითაც ისინი ადგილზე ოდესღაც მიეკრად, დროთა სვლის გამო ჟანგის სქელი ფენისაგან მოწითალო ფერისა გამხდარიყვნენ.ხიდის ქვემოთ მდინარის ნაცვლად სხვადასხვა ზომისა და ფერის რიყის ქვები იყო ჩაწყობილი.მდინარის კვალი არსად ჩანდა, რა საკვირველია იმ პატარა მწვანე ფერით შეღებილი გუბეების გარდა, რომლებიც ქვებს შორის უკვე კარგა ხნის წინ ჩამდგარიყვნენ.აქ რომ გადავარდნილიყავით, ცურვის მაღალ დონეზე ცოდნა ნადმვილაად არაფრად გამოგადგებოდათ.

-სიტუაციას კიდევ ერთხელ განგიმარტავთ ბატონო დეტექტივო.-მოულოდნელად ალაპარაკდა წინამძღოლი, როცა სამეულმა ხიდი მშვიდობიანად გადაკვეთა.

-თუ შეიძლება.-მშვიდი ხმით უპასუხა ყველაზე ბოლომ.

სმარტი ასეთმა თავხედურმა საქციელმა აღაშფოთა.ის არ ეყოფოდა, რომ მის საქმეში სრულიად უცხო პირი მისივე თახნმობის გარეშე ჩართეს, ახლა კიდევ ეს ვიღაც უსახელო მოყვარული კითხვებზე პასუხებს მის მაგივრად ცემს.“თუმცა არა უშავს, ადგილზე შევამოწმებთ ერთმანეთის ძალებს“-გაიფიქრა სმარტმა, თან ისე გამომწვევად და ეშმაკურად რომ თავისი მთელი არსების ბოროტი ხარხარი იმ წამსვე გონებაში მოესმა.“დე უპასუხოს!!მე კი ვიფიქრებ!ვნახოთ ვინ გამოვა გამარჯვებული!“ამ წუთიდან დეტექტივ სმარტსა და უცნობ მამაკაცს შორის უხილავი მეტოქეობა ჩამოყალიბდა, ამ უკანასკნელს კი ამის შესახებ წარმოდგენაც კი არ ქონდა.

-მოკლედ, ცოტა არ იყოს ეს მკვლელობა მეუცნაურა.თითქოს ყველაფერი ისეა, როგორც იმ სულელურ ლეგენდებში, რომლებსაც ადგილობრივები შესაშინებლად უყვებიან ხოლმე ჩამოსულებს.-ამ მომენტში პოლიციელი შეჩერდა და უკან ეჭვიანი სახით გამოიხედა, აშკარად აინტერესებდა უსმენდნენ თუ არა მას თანამგზავრები.როცა დარწმუნდა რომ მისი მონათხრობი ადრესატისთვის სულ ერთი არ იყო, ისევ შეტრიალდა და მოყოლა გააგრძელა, ოღონდ ახლა უფრო წყნარი და ფრთხილი ხმით.-ალბათ კარგად იცით, რომ ჩვენს პატარა ქალაქში ტურისტები გვსტუმრობენ ხოლმე.ზოგი ამას უბრალოდ იმიტომ აკეთებს, რომ წყნარ ადგილზე დასვენება უნდათ, მაგრამ ხომ იცით, ამ ქვეყნად ბევრი გამოთაყვანებული მოზარდი არსებობს.აი ისეთები, მდიდარი მშობლები რომ ყავთ, საქმე არაფერი აქვთ და ასეთ ადგილებში ჩამოდიან ზებუნებრივი ძალების გამოსააშკარავებლად.-ეს ბოლო სამი სიტყვა პოლიციელმა ძლიერი ირონიით წარმოთქვა.

-საქმესთან ახლოს თუ შეიძლება.-ჩაეჭრა მოსაუბრეს უცნობი მამაკაცი.სმარტი ამ დროს უკვე ღრმა ფიქრებში იყო წასული და მონაყოლს იაზრებდა.

-ხო....საქმეს რაც შეეხება...-ამჯერად რიხიანად წარმოთქვა წინამძღოლმა.-გუშინ საღამოს ამ ტყეებში ახალი ჩამოსული ტურისტები დახეტიალობდნენ თურმე.14-15 წლის.ღლაპები.თან კამერა და ხმის ჩამწერი აპარატი წამოუღიათ თან.როგორც თვითონ თქვეს მოჩვენების გადასაღებად.სადღაც 10 წუთი უვლიათ ტყეში, ამ ხიდზე გადმოსვლაც კი გაბედეს თურმე....ისე სულელები ეძახე და გაბედულები კი ყოფილან.ბევრი ვერ გაბედავდა მაგდენს.მოკლედ....მთავარი რაცაა....როგორც აღმოჩნდა ბავშვებს ხიდზე გადასვლამდე ტყის შუაგულიდან რაღაც უცნაური ხმები გაუგონიათ.ვიღაც განწირული ხმით ყვიროდაო.გასროლა ან რაიმე ეგეთი არ გაუგიათ.ყვირილის გაგონების თანავე კამერა ჩაურთავთ და ხიდი გადაუკვეთიათ.ტყეში რაც უფრო ღრმად შედიოდნენ, თურმე ყვირილის ხმა გაძლიერების ნაცვლად, სულ უფრო და უფრო იშვიათად ისმოდა.ისიც თქვეს, ბოლოს რაღაც არაადამიანური ღრიალის ხმა გაისმაო, მაგრამ იფიცებიან, რომ ეს ხმა ცხოველისას არ გავდა.ეს ბიჭებს იმდენად უჩვეულოდ მოჩვენებიათ უკან დაბრუნებაც კი დაუპირებიათ მაგრამ.....ხომ ხვდებით....ცნობისმოყვარეობა მაცდური ძუკნაა.როცა ღრიალი ჩაწყნარდა გზა გააგრძელეს.ადგილზე მისვლის შემდეგ კი გვამიც დაინახეს.თავის ქალა ახდილი და სისხლით მოსვრილი.მაგრამ ეს ყველაფერი არ არის.ამბობენ რომ იქ კიდევ იყო რაღაც.კარგად შეთვალიერება არ გამოსვლიათ ბიჭებს, რამოდენიმე წამის შემდეგ ყვირილით უკან გამოქცეულან, თუმცა რაღაც დეტალების გარკვევა მაინც შევძელი.

-კერძოდ??-დაინტერესდა უცნობი, ოღონდ მის ხმაში ჩვეული გულგრილობა გამქრალიყო და მისი ადგილი ინტერესს დაეკავებინა//ინტერესი შეპარულიყო//.

-ამბობენ რომ იმ წამს ცა როგორღაც მეწამული ფერი გახდა და ირგვლივ ყველაფერი გადაწითლა.ბავშვებმა მხოლოდ უცხო წარმომავლობის ფიგურა დაინახეს...უფრო ზუსტად....ფიგურა არასწორი ნათქვამი იქნება...ჩრდილი.მათი თქმით ეს ადამიანის ჩრდილი არ იყო, თუმცა მისი ფორმა კი ქონდა.არსებას ადამიანზე ბევრად უფრო განიერი მხრები ქონია, თითები თურმე ისე ქონია დაგრძელებული, რომ ალბათ მუხლებამდე ჩაწვდებოდა.თავი კი არაპროპორციული ფორმის...ერთმა ისიც დაამატა, ამ არსებას მიცვალებულისთვის თავი მოეხადა და მისი ტვინის შეჭმას ცდილობდაო.ამ სანახაობის შემდეგ მაშინვე უკან გამოქცეულან.-პოლიციელმა ცოტა ხნით პაუზა გააკეთა და განაგრძო-სიმართლეს გეტყვით დეტექტივო.როცა ასეთ ქალაქში ცხოვრობ, სადაც ხალხი ჭექა-ქუხილსაც კი ბოროტი ძალების ნამოქმედარს მიაწერს, ყველაფრის დაჯერებას გაიძულებს ტვინი, მაგრამ მაინც....ასეთი სისულელეების ნადვილად არ მჯერა.

-კამერა შეამოწმეთ?-მოულოდნელად იკითხა უცნობმა, ისევ თავისი გულგრილი ტონით.

-რა საკვირველია.-დაუყოვნებლივ დაახვედრა პოლიციელმა პასუხი, თან იმდენად დიდი სიამაყით, რომ გეგონებოდათ ამ კაცმა ესესა მსოფლიო უბედურებას გადაარჩინა და ახლა ამის გამო ტრაბახებსო.-განსაკუთრებული გულისყურით შევისწავლე მასზე არსებული ჩანაწერი.ათასნაირად ვუკირკიტე, კადრები მრავალჯერ ვატრიალე, ბოლოს ლამის ლუპითაც კი დავაპირე დაკვირვება, მაგრამ რაიმე ზებუნებრივი ან....როგორ ამბობენ??.....პარა....თუ რაღაც.....ხო, პარანორმალური მე მანდ ვერაფერი შევნიშნე.

მთელი ამ საუბრის განმავლობაში სმარტს ხმაც კი არ ამოუღია.უბრალოდ წინამძღოლს მიყვებოდა და მონაყოლს თავის გონებაში დიდი გულისყურით სინჯავდა.ხან რა ვარაუდი ამოტივტივდებოდა მის ქაოსურ ფიქრებს შორის და ხან რა.“გასაგებია, რომ კამერაზე აღმოჩენილი არაფერია, რადგან სინამდვილეში არანაირი მოჩვენება ან ბოროტი სული არ ყოფილა.მონაყოლში კი ალბათ წარმოსახვით მონსტრზე ყვებოდნენ.შოკურ მდგომარეობას ადამიანზე უარესი ზეგავლენის მოხდენაც შეუძლია.მაგრამ ვის უნდა შეეტყუებინა ამ ტყეში ნორმალური ადამიანი ღამით??არა ეს შეუძლებელია.ასეთი სულელების არსებობის არ მჯერა.მაგრამ თუ ვივარაუდებთ, რომ მსხვერპლი და თავდამსხმელი ერთმანეთს იცნობდნენ....მაშინ შეგვიძლია ლოგიკური ჯაჭვის გადაბმაც.ეხ, ჯერ ის ბავშვები მაინც დამეკითხა.“-სინანულით გაიფიქრა სმარტმა.“მაგრამ არაუშავს.ამის დროც დადგება.“

მოლაპარაკეებს შორის სიჩუმე ჩამოვარდა.როგორც ჩანს ჯერ ჯერობით რაიმე მნიშვნელოვანი სათქმელი არავის ქონდა.გვამთან მისვლას უნდა დალოდებოდნენ.აი მაშინ კი შესაძლებელი იქნებოდა სიტუაციის სრულიად თავისუფლად გაანალიზება და თეორიების აგება.

ფიქრებში წასულმა სმარტა ახლა შეამჩნია თუ როგორ შეიცვალა ხედი მის გარშემო.ხიდის გადმოკვეთის შემდეგ ტყე უფრო ხშირი გახდა.ნისლის პატარ პატარა გროვებმა, რომლებიც აქამდე უწყინარი, უცოდველი თვალებით იყურებოდნენ შეგროვება დაიწყეს.თითქოს ისინი იყვნენ მომხდარში დამნაშავე და ახლა როცა გამოაშკარავების საფრთხე იგრძნეს, ქვეყანაში ერთ ერთი საუკეთესო დეტექტივის წინაშე, თავისი ნამოქმედრის დამალვას ლამობდნენ.გარშემო სიოც კი არ იძვროდა.სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდნილიყო, არ ისმოდა არც ცხოველების დამახასიათებელი, მრავალფეროვანი ღრიალის ხმები და არც ჩიტების ჭიკჭიკი.მხოლოდ წინამძღოლისა და მისი მგზავრის ფეხის ნაბიჯები გახსენებდნენ იმას, რომ ამ ადგილზე სიცოცხლის ნიშან წყალი ჯერ კიდევ არსებობდა.

წინ დაგრეხილი ბილიკი სადღაც ნისლში გახვეული ტყის სიღრმისაკენ მიუყვებოდა.იქ უკვე შეუძლებელი იყო რაიმე კონტურების გამორჩევაც კი.მოულოდნელად წინ წასულმა პოლიციელმა ნაბიჯს აუჩქარა დაგზიდან გადაუხვია.

-ასაღელვებელი არაფერია.-უკან მოუხედავად ხელი გაიქნია მან.-უბრალოდ გვამი აქ იყო აღმოჩენილი.ჩვენ კი რა საკვირველია ადგილიდან არ დაგვიძრავს.ყველაფერი ისე დავტოვეთ როგორც იყო.

სვლა დიდ ხანს არ დაჭირვებიათ, დაახლოებით 5 წუთის შემდეგ უკვე გამოჩნდა სისხლში ამოსვრილი გვამი, რომელიც ზურგით ყველაზე უფრო მსხვილ ხეს მიყრდნობოდა.როცა სამეული ახლოს მივიდა, სმარტმა მხოლოდ მაშინ შეამჩნია სურათის სრული შემზარავი სახე.

გვამი წელს ზემოთ მთლიანად წითლად იყო შეღებილი, თითქოს ვიღაცამ სისხლით სავსე ჭაში ამოავლო.სახე სულ ცივი იარაღით დაესერათ, ერთი გადარჩენილი ნაკვთიც კი არ ქონდა, ამიტომ სხეულის ამოცნობა რაიმე განსაკუთრებული ნიშნის გარეშე შეუძლებელი იყო.სურათს უფრო შემზარავს ხდიდა ახდილი თავის ქალა, სადაც ტვინის ნაცვლად სისხლის გუბე დარჩენილიყო.თვალების ნაცვლად ბუდეებში სრული სიცარიელე სუფევდა.მარცხენა ხელი პირდაპირ მაჯაში გადაეჭრათ, გადანაჭრელში მყოფი ძარღვები კი გიტარის სიმებივით გამოიყურებოდნენ.ირგვლივ სულ სისხლის სუნი იდგა, დეტექტივმა ინსტიქტურად ჯიბისკენ წაიღო ხელი, რათა ცხვირსახოცი სახეზე აეფარაბინა, მაგრამ მალევე გაახსენდა მისი უცნაური გაუჩინარების შესახებ.“საოცარია.ზუსტად ჩემნაირი შარვალი აცვია“-შენიშნა სმარტმა და ოდნავ წინ გადაიხარა.

-აბა, რას იტყვით დეტექტივო?-იკითხა შორიახლოს მდგომმა ყვითელულვაშა პოლიციელმა, რომელსაც უკვე მოესწრო ჯიბიდან სიგარეტის ამოღება და მისი ტუჩებს შორის კომფორტულად მოთავსება.სწორედ ახლა ხელში სანთებელა ეჭირა და მოკიდებით იყო დაკავებული.

ის ის იყო სმარტს კითხვაზე პასუხი უნდა გაეცა, რომ უცნობი მამაკაცი გვამთან სხარტათ მივიდა, შეათვალიერ-შემოათვალიერა და თქვა:-კიი, რთული ამბავია.

კიდევ ერთი მსგავსი თახვედობის ატანა სმარტმა ვეღარ შეძლო და ხმის შემაღლებით წარმოთქვა:-აქ მე ვარ დეტექტივი!!მე გადავწყვეტ თუ როგორ უნდა შეფასდეს სიტუაცია.

საოცარი იყო, მაგრამ დეტექტივის ნათქვამს ყურადღებას არავინ აქცევდა.თითქოს აქ არ იყოო, უცნობი გვამს ზედმიწევნით სინჯავდა, პოლიციელს კი უკვე დაეწყო სიგარეტის გაბოლება.

-ეი, თქვენ, არ გესმით?!!-ისევ მკაცრად წამოიძახა ერთდროულად გაკვირვებულმა და გაბრაზებულმა დეტექტივმა სმარტმა.ამჯერად ხმა პოლიციელმა ამოიღო, მაგრამ მისი პასუხი უცნობი მამაკაცისკენ იყო მიმართული:-გეთანხმებით დეტექტივო.ასეთი რამ ჯერ არასოდეს მინახავს.

სმარტი შოკში ჩავარდა, დაიბნა და ცოტა არ იყოს შეშინდა კიდეც.იგი იმდენად აიყვა ემოციებს, რომ პოლიციელს წინ გადაუდგა და ხელების ქნევა დაიწყო აქეთ იქით, რათა მისთვის თავისი არსებობის შესახებ შეეხსენებინა.რექცია არც ამ მოქმედებას მოყოლია.დეტექტივს ვერავინ ამჩნევდა.

-აბა, უპოვეთ რამე ჯიბეებში ბატონო დეტექტივო?-ინტერესით იკითხა ისევ პოლიციელმა.

-განსაკუთრებული არაფერი.-უპასუხა ცოტა ხნის პაუზის შემდეგ უცნობმა.-გულის ჯიბეში სიგარეტის ერთი კოლოფი აქვს.შარვლისაში კი წითელ კოპლებიანი ცხვირსახოცია.ვშიშობ მეტი პირადი ნივთი თან არ ქონია.

აი ახლა კი მიხვდა სმარტი ყველაფერს.ახლა შეამჩნია, რომ მსხვერპლის ფეხსაცმელებიც ძალიან გავდა მისას.ქარი ხეებს არხევდა, თუმცა სახეზე დეტექტივი ოდნავ სიგრილესაც კი ვერ გრძნობდა.თამბაქოს სუნიც არ მიდიოდა მის ყნოსვამდე.სმარტმა გვამს კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი.ცოტა ხნით შეჩერდა, შემდეგ თავი მაღლა აწია და მთელი ხმით ღრიალი დაიწყო, მაგრამ ეს ღრიალიც არაფრის მომცემი და უშედეგო იყო.უშედეგო, ისევე როგორც ჭირისუფლის ტირილი მიცვალებულის საფლავთან..............

0
46
შეფასება არ არის
ავტორი:ონისე კაჩალინი
ონისე კაჩალინი
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0