x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ვერძის ზოდიაქოს ნიშნის შედარება დანარჩენ ნიშნებთან
image

ვერძის ნიშნის (21.03 - 20.04) ქვეშ დაბადებული ადამიანები ყოველთვის მიისწრაფვიან პირველობისკენ. ჯიხვი, რომელიც ყველაფრისკენ მიილტვის შუბლით, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის გადაწყვეტილებას თხის რქის მსგავსად დაუფიქრებლად აკეთებს.


მას ძალიან მოკლე დროში შეუძლია გათვალოს ყველაფერი, ყველა შესაძლო ვარიანტი და შემდეგ აკეთებს დასკვნას. ხანდახან ეს დასკვნა ბევრისთვის გაუგებარია, რადგან ბევრისთვის წარმოუდგენელია თუ როგორ შეიძლება მოკლე დროში სწორი გადაწყვეტილების მიღება. ხანდახან ვერძი თვითონ ამბობს უარს ზედმეტად შეიწუხოს თავი მომხდარის ანალიზზე. ის ხშირად მიდის რისკზე, მაგრამ ძალიან იშვიათად აცნობიერებს, რომ მის უკან სხვაც დგას. ამიტომ არის, რომ როგორი მომთხოვნიც არის ის საკუთარი პიროვნების მიმართ, არანაკლებს მოითხოვს სხვისგანაც.


ვერძისთვის არც თევზებისეული შემოსაზღვრული სამყაროა უცხო. მაგრამ მათგან განსხვავებით, ის მაინც ღია ტოვებს კარს ყველასთვის. მას შეუძლია საუკეთესო მასპინძელი იყოს, მაგრამ ვაი იმ სტუმარს, რომელიც გაბედავს და თუნდაც ოდნავ შეეხება ვერძის სულიერებას.



ვერძი არც მშვილდოსნურად ინახავს ისრებს კაპარჭში და არ ელოდება შესაბამის დროს. მას ურჩევნია პირდაპირ ჩაებას ომში ყოველგვარი მომზადების გარეშე, თუმცა ის საბრძოლო იარაღს თვით ომის ველზე პოულობს.


ვერძს არ გააჩნია მორიელისებრი ქვეშქვეშა ხასიათი და არასოდეს დაგარტყამს წაქცეულს. მას მხოლოდ ღირსეულად მოგება შეუძლია ომის და მხოლოდ ღირსეულ მოწინააღმდეგეს ირჩევს. მისთვის დამარცხებაც კი ღირსებაა. ის ყოველთვის აოცებს საზოგადოებას თავისი პირდაპირი გამონათქვამებით, რომელიც ბევრისთვის პიროვნულ თავხედობად აღიქმება.


image

ვერძი ეგოცენტრიზმისკენ მიილტვის ყოველგვარი ბოროტების გარეშე. მას ურჩევნია ყველაფერი მის ირგვლივ ტრიალებდეს, რადგან ყველას შესახებ ყველაფერი იცოდეს. მას შეუძლია მართოს ადამიანები, მაგრამ ის ყოველთვის პატივს სცემს ყველა ინდივიდს.

ის ვერ იტანს შეზღუდვას. არ ესმის სასწორისებური დოგმატები და არ ეპუება ისეთ გადაწყვეტილებებსაც კი, რომელმაც შეიძლება პიროვნულ რევოლუციამდე მიიყვანოს.


ვერძი მბრძანებელია თავისი გარემოსი, მაგრამ ლომისგან განსხვავებით, ვერ იტანს პირფერობას, ურჩევნია პირისპირ იდგეს მოწინააღმდეგესთან.

ვერძს ტყუპისებრი ერთმანეთისგან განსხვავებული ხასიათი აქვს, მაგრამ მას ყოველთვის შეუძლია მოთოკოს საკუთარი თავი და არ გადაეშვას დეპრესიის მორევში.


ვერძი მშრომელია. შეუძლია კუროსებრ ბოლომდე მიიყვანოს საქმე, თუმცა შეუძლია ნაკლები ყურადღება მიაქციოს საკუთარ გრძნობებს და პრობლემა ცივი გონებით გადაჭრას.

ვერძი ჯიუტი ნიშანია. ის ყოველთვის ცდილობს, ქალწულივით, თავისი ბოლომდე გაიტანოს, მაგრამ ყოველთვის შეუძლია საკუთარზე უარი თქვას.


ვერძს არ ყოფნის ყოველთვის ღრიანკალისებურად მოთმინება, მაგრამ შეუძლია პრობლემის გადასაჭრელი ახალი გზა ყოველთვის მოძებნოს. მას თავისუფლად შეუძლია ადაპტირდეს ნებისმიერ გარემოსთან და თან შეცვალოს ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლის.

ვერძი მერწყულივით მიმდობია. შეუძლია კმაყოფილი იყოს გარშემომყოფთა ბედნიერებითაც კი, მაგრამ მერწყულისგან განსხვავებით, რეალისტია. მისთვის ნებისმიერი ოცნება შესრულებადია.


ნუ შეეჯიბრებით ვერძს ჯიუტობაში, ირონიაში, ნგრევაში და სხვა უარყოფით თვისებებში. მას ეს ყველაზე უკეთ გამოსდის. მოდით და შეეჯიბრეთ სიყვარულში, მჭერმეტყველებაში, იუმორში, სიკეთეში და ვერძი თქვენს გარემოს სამოთხედ აქცევს. მისთვის ცნობილ ორ უკიდურესობას შორის მხოლოდ ერთი ნაბიჯია, ერთი გაფიქრება, ერთი წამი. მისთვის შეუძლებელი არ არსებობს. მისთვის საჭიროა სითბო, სიყვარული. სადაც კი ვერძს გადაეყრებით, არ მოგერიდოთ, მიდით და გადაეხვიეთ. მოეფერეთ, კომპლიმენტი უთხარით და თქვენ ნახავთ მზესავით გაბადრულ ვერძს, რომელიც უკვე ფიქრობს იმაზე, თუ როგორ მიგაღწევინოთ მოკლე დროში მეცხრე ცაზე. მისთვის არაფერს წარმოადგენს ნგრევა და ბოროტება. ამიტომ მას ეს ყველაზე ნაკლებად სურს. მისთვის ძლიერება მხოლოდ კარგში, სიკეთესა და სიყვარულში გამოიხატება.

0
6246
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
6246
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0