x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ყველაზე გავრცელებული ცრურწმენები - თქვენ რომლის გჯერათ?
მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე საზოგადოებაში ცრურწმენების ძალიან ცოტა სივრცეა, ადრე ისინი ისტორიის ნაწილს წარმოადგენდნენ, რამაც დიდი როლი ითამაშა მაშინდელი კულტურისა და საზოგადოების ჩამოყალიბების საკითხში. რა არის სინამდვილეში ისინი, უბრალოდ ლეგენდა, ბებიების მიერ მოგონილი საშინელი ისტორიები თუ სინამდვილის მარცვალი?



image


სამწუხაროდ, დღესაც არის ხალხი, რომელთაც აქვთ ცრურწმენების საკუთარი კომპლექტი ტრადიციულად შემორჩენილი. რომელია მათგან ყველაზე გავრცელებული?




1. შავმა კატამ გადაგირბინათ?



image



ეს ძალზედ გავრცელებული ცრურწმენა, რომელიც დღესაც ატარებს არსებით ხასიათს, შუა საუკუნეებში აღმოცენდა. მაშინ, რატომღაც მიაჩნდათ, რომ გასათხოვარ ქალს თავი შორს უნდა დაეჭირა კატებისგან, ვინაიდან კატის სული ეშმაკთან ასოცირდება. ამიტომ, მანდილოსნებს, რომლებსაც ჰყავდათ სახლში კატები და უყვარდათ ისინი, ვერ გათხოვდებოდნენ სწორედ ზემოხსენებული მიზეზის გამო, ვინაიდან კატის სხეულში არსებული დემონური სული იმოქმედებდა ქალის აურაზე.






2. ღამით საღეჭი რეზინის ღეჭვა ახლობლის სიკვდილის მომასწავებელია.


image


ღამით საღეჭი რეზინის ღეჭვით გამოწვეული ახლობლის სიკვდილი, თურქეთში დამკვიდრებული ცრურწმენაა.






3. ცხენის ნალი წარმატებისთვის და თვალისაგან დასაცავად.


image



ეს ცრურწმენაც ფართოდ გავრცელებულია და ბევრი თქვენგანი დღესაც ხედავს ვინმეს ან საკუთარი კარის თავზე მიმაგრებულ ნალს, რომელიც ძველი ცრურწმენებიდან გამომდინარე, ბოროტი თვალისგან დასაცავად და წარმატების მოსატანად გამოიყენებოდა, ვინაიდან სტანდარტულ ნალს აქვს შვიდი ხვრელი, შვიდი რიცხვი კი როგორც მოგეხსენებათ ბედნიერებასთან ასოცირებული რიცხვია.






4. პარასკევი დღე 13 რიცხვი.


image



პარასკევი დღის 13 რიცხვი მე-19 საუკუნეში ცრუმორწმუნეთა წყაროდ იქცა, ხოლო მასზე კონკრეტული ინფორმაცია, თუ ვინ და რის საფუძველზე მოიგონა, არ არსებობს. უბრალოდ, დღესაც შემორჩა ხალხს ამაზე რწმენა და 13 რიცხვის პარასკევ დღეს საქმეს, ბიზნესი იქნება ეს, ბანკეტი თუ მგზავრობა, თავს არიდებს, უბრალოდ სჯერათ, რომ ეს დღე დაწყევლილია და წარუმატებელი იქნება.






5. ჩიტის სკლინტს სიმდიდრე მოაქვს.


image



რუსეთში გავრცელებული ფორმაა ეს ცრურწმენა, რომლის თანახმად, თუ ჩიტმა თქვენ ან თქვენს მანქანას დაასკლინტა, აუცილებლად ფულს და სიმდიდრეს გიქადით ბედი.






6. ერთი ასანთით სიგარეტის სამ ღერზე მოკიდება.


image



ყირიმის ომიდან, პირველ მსოფლიო ომამდე იყო ეს ცრურწმენა გავრცელებული, რომლის თანახმად, სამი ჯარისკაცი, რომლებიც ერთი ასანთის ღერით მოუკიდებდა თამბაქოს, უეჭველი მტრის ტყვიის მსხვერპლი გახდებოდნენ, ვინაიდან სანამ ისინი ბოლთას სცემდნენ, სნაიპერისთვის ადვილი შესაძლებელი იყო, მოუმზადებელი ჯარისკაცისთვის შუბლი გაეხვრიტა. თუმცა, დღესაც საკმაოდ გვრცელებული ფორმაა.






7. ე.წ. ნიჩურიტი.


image



ნიჩურიტი, ანუ თითების გადაჯვარედინება უძველეს ხასიათს ატარებს. თითების გადაჯვარედინებას უძველეს დროში ქრისტიანები გამოიყენებდნენ ბოროტი სულების განსადევნად, ვინაიდან თითებს ჯვრის ფორმა ეძლეოდა. თუმცა მას ჩვენს დროში თეთრი ტყუილისთვის იყენებენ.






8. დაცემინებაზე "ჯანმრთელობის" თქმა.


image


დღესაც ფართოდ გავრცელებული ფორმაა დაცემინების დროს შემდეგი ფრაზები: "ჯანმრთელობა, დღეგრძელობა" და ა.შ. ამ ცრურწმენას კი დასაბამი პაპმა, გრიგოლი დიდმა მისცა, რომლის თქმითაც დაცემინების დროს ადამიანის სხეულს სული ტოვებდა და მას უსურვებდნენ ზემოხსენებულს, რათა სული წარმატებით დაჰბრუნებოდა სხეულს.






9. თარსი 13 რიცხვი.


image



დღემდე უცნობია, თუ რატომ თვლიან 13 რიცხვს წარუმატებლად და თარსად, თუ რომელი ჭორის საფუძველზე და სად შეიქმნა ამ რიცხვზე ამხელა აჟიოტაჟი. უბრალოდ ბევრი დღესაც გაურბის ამ რიცხვს, მაგალითად: არ აგებენ 13 საფეხურიან კიბეს, 13 სართულიან შენობას და ა.შ.






10. ხელისგულის ქავილი.


image



მრავალი ვარიაცები არსებობს ამ ცრურწმენასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, თუ მარცხენა ხელისგული გექავებათ, აუცილებლად ფულს მიიღებთ, თუ მარჯვენა - დაკარგავთ. ორივე ხელისგულის ქავილის შემთხვევაში კი უმჯობესია, ექიმს გაესინჯოთ.






11. ახალი ცოცხი ახალ სახლში, ახალ წელს...


image



თუ ყოველივე ახალს ახალი ცოცხით შეხვდებით და გახვეტავთ, წარმატება და იღბალიც გარანტირებული გაქვთ, აი, ასეთი ახსნა აქვს ცრურწმენას ცოცხებზე, რომელიც ცოცხებზე გავრცელებული ცრურწმენებიდან ერთ-ერთია.






12. გატეხილი სარკე.


image



მოგეხსენებათ, რომ სარკესთან დაკავშირებულია ბევრი მისტიკურობა. თუმცა, არსებობს ცრურწმენებიც, რომლის თანახმად სარკის გატეხვა ზიანს და უიღბლობას მოგიტანთ, ვინაიდან ცრურწმენების დასკვნით სარკეში ბოროტი სულები სახლობენ და მისი გატეხვის შემთხვევაში ისინი გარეთ გამოდიან.






13. ხეზე ან ხის ავეჯზე დაკაკუნება.


image



როგორც ცხადია ძველი მონაყოლებიდან, კეთილი სულები ხეში ცხოვრობდნენ, მასზე უაზროდ დაკაკუნებით კი ვანრისხებთ ამ კეთილ სულებს და ეს ცუდის მომასწავებელია.



6
150
11-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
150
  
2018, 24 ივლისი, 18:50
მადლობა, საყვარელო :* შენც სულ კარგად იყავი შენს ორ პატარასთან ერთად
2018, 24 ივლისი, 16:53
შენ რომ ეს აბავი პირველად დაპოსტე, შენ ვერ წარმოიდგენ როგორ იმოქმედა ჩემზე სულ ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ, ისეთი კარგები ხართ
2018, 24 ივლისი, 16:42
:))) ჰოო, ნინო, მეც. არადა იმერლების რძალია ვარ და იმდენი რამის სწამთ, მეცინება და მაინც საპირისპიროდ ვიქცევი. რა ვქნა, არ მწამს ეს კატები და რაღაცები. თან საკეისროც სპეციალურად 13 რიცხვში გავიკეთე, ხელწერილით შევედი ბლოკში, ვიცოდი რომ ცოცხალი ვერ გამოვიდოდი, ძალიან მძიმე პაციენტი ვიყავი და სრულიად ჯანმრთელი შვილი გავაჩინე და აი, ხედავთ, მეც ცოცხალი ვარ დღემდე :) მიყვარს მსგავსი ექსპერიმენტები.
2018, 24 ივლისი, 16:32
არცერთი ცურწმრნის არ მჯერა ,დიდი ურწმუნო რამე ვარ :დ
2018, 24 ივლისი, 14:51
მადლობა, გუჯა.
2018, 24 ივლისი, 11:57
საინტერესო სტატიაა როგორც ყოველთვის...
0 1 6