x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134413
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
ტაქსისტის დღიურებიდან
მოკლედ,

სამსახურის შემდეგ, თავისუფალ დროს, ყოველთვის ვტაქსაობ ხოლმე...

ერთ ასეთ საღამოს, დამიჯდა ორი ადამიანი, ქალი 60 წლამდე და მამაკაცი 35 წლამდე... მითხრეს დანიშნულების ადგილი და მეც ჩავაჭირე გაზს ჩემს "სპორტ ქარზე".

ხუთი წუთის შემდეგ, მანდილოსანმა განწირული ხმით იყვირა:


– არ გააღო კარები არ გადახტეო!

შეშინებულმა მძლივს გავაჩერე მანქანა, მოვტრიალდი და რა ხდება თქო?....

თურმე ეს მამაკაცი, ცოტა კიარა საკმაოდ ჭკუანაკლები აღმოჩდა, სამედიცინო ენაზე რომ ვთქვათ, ფსიქიკური პრობლემა ქონდა, მაგრამ უფრო გასაგებად რომ ვთქვათ გიჟია რა :დ

გააღო კარები და გადახტა.

– შვილო დაიჭირე, არ დამღუპოვო – მითხრა ქალმა და ამოვუდექი კვალში, მაგრამ არ გინდა დაიჭირო?

აქლემის ფეხები გეგონებოდა ისე გარბოდა. უარესი ის იყო, რომ მივუახლოვდებოდი თუ არა, იკუზება, იღებს ქვას, მესვრის ფეხებში :დ

სულ ცოტა 20 წუთი ვსდიე. ბოლოს ლიანდაგებთან დავეწიე, დავწვდი კეფაში და ამოვიდე წიხლქვეშ.

მაგრამ არ გინდა ეს მუტრუკი მანქანამდე მიიყვანო?! ჩემს ერთ ნერვიულობას ბოლო მოეღო, მაგრამ უარესი დამემატა :დ

სიგნალზე მივხვდი, რომ ჩემ მანქანა მომადგა უკან. მოვიხედე და ამ მანდილოსანს დაუქოქია მანქანა, წამოსულა და დაგვადგა თავზე.

– დაეყარენითო! – დაგვიძახა და ჩვენც უკანა სავარძელზე მოვკალათდით, ოღონდ ეს გადარეული კაცი ორივე ხელით მიკავია, კიდევ რაიმე შარში არ გამაბას თქო და დავიძარით.

მოკლედ, ამ ქალმა მიმიყვანა დანიშნულების ადგილზე, სულ რვიანების ხაზვით. იქ მისულს ერთი სული მქონდა უკან მალე წამოვსულიყავი და ეს გიჟი შეიყვანეს თუ არა შინ, მაშინვე გადავჯექი საჭესთან და დავაპირე წამოსვლა, თანაც ისე, რომ არც ფული მინდოდ, არც არაფერი.

ეს ქალი გადამიდგა წინ, დამელოდეო! და მეც დაველოდე. ორ წუთში უკან დაბრუნდა და ორი 100 ლარიანი გამომაწოდა. ვიუარე, მაგრამ რახან არ დაიშალა გამოვართვი.

საღამოს დალურჯებული ფეხებით კი დავბრუნდი სახლში, მაგრამ 200 ლარი ჯიბეში მედო და ფაქტიურად არაფერი მაწუხებდა.

ხანდახან, რომ ვტაქსაობ დღეში ათ მასეთ გიჟს ვნატრობ ხოლმე.

0
39
1-ს მოსწონს
ავტორი:ფერიციხე
ფერიციხე
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0