x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ფაზისის აკადემია - მეცნიერებისა და ხელოვნების ტაძარი
კოლხეთის უმაღლესი რიტორიკული სკოლა


კოლხეთის უმაღლესი რიტორიკული სკოლა - კოლხეთის აკადემია. ფაზისის, ახლანდელი ფოთის მახლობლად მე-3 - 6 საუკუნეებში არსებული უმაღლესი საფეხურის სასწავლებელი. მასზე დღემდე შემორჩენილია ერთადერთი პირდაპირი ცნობა ბერძენი ფილოსოფოსის - თემისტიოსის მიერ (ცხოვრობდა და მოღვაწეობდა დაახლოებით 317-388 წლებში). მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ თემისტიოსის მამას, ევგენიოსს, და თვით თემისტიოსსაც ამ სასწავლებელში რიტორიკული განატლება მიუღიათ. თემისტიოსი ხაზს უსვამს, რომ კოლხეთი უაღრესად კულტურული ქვეყანაა და იგი მეცნიერებისა და ხელოვნების მუზების ტაძარს წარმოადგენს. არავითარი ცნობა არ არსებობს იმის შესახებ თუ რა პროგრამებით და რა ენაზე მიმდინარეობა იქ სწავლება ან ვინ ასწავლიდა. თემისტიოსი აღნიშნულ წერილში არ ასახელებს კოლხეთის უმაღლესი რიტორიკული სკოლის დამაარსებელს, თუმცა მას ბრძენსა და სათნოს უწოდებს. კოლხეთს თემისტიოსი იმ დროის მსოფლიოში კულტურულად ყველაზე დაწინაურებულ ელადას ადარებს. იმ დროს განსწავლა ათენშიც შეიძლებოდა, მაგრამ სპეციალიზებული რიტორიკული სკოლა მხოლოდ კოლხეთში არსებობდა. ამ სასწავლებელში განუყოფელი იყო ფილოსოფია და მჭევრმეტყველება.


თემისტიოსი კოლხეთის შესახებ


თემისტიოსი იმასაც ამბობს, რომ კოლხეთის უმაღლეს რიტორიკულ სკოლაში მეზობელ ბარბაროსთა წესებისდამიხედვით ისართ ტყორცნა და ოროლთ სროლა ან ჯირითი კი არ ისწავლებოდა, არამედ ამ სკოლის აღსაზრდელები რიტორიკულ ხელოვნებაში იწრთობოდნენ და ელინთა დღეობებზე ბრწყინავდნენ. ამ ცნობას არსებითი მნიშვნელობა აქვს, რამდენადაც კოლხეთის უმაღლესი რიტორიკული სკოლის აღზრდილების ბერძნულ ენაში გაწვრთნილობასა და კლასიკურ ბერძნულ ლიტერატურაში საფუძვლიან განსწავლულობაზე მიუთითებს. რიტორიკულ სასწავლებელში იღებდნენ ბერძნული ენის მცოდნე ახალგაზრდებს. ეს კი გვაფიქრებინებს მოსამზადებელი სკოლის არსებობაზე. თემისტიოსის ცნობიდან ისიც ჩანს, რომ კოლხეთის უმაღლესი რიტორიკული სკოლა თავისი შინაარსითა და მიზანმიმართულებით ძვ. ბერძნული და რომაული რიტორიკული სკოლებისგან ბევრად არ უნდა განსხვავებულიყო და ცოდნის იმ მინიმუმის დაუფლებას მოითხოვდა, რაც ორატორისთვის ციცერონისა და კვინტილიანეს შეხედულებით იყო გათვალისწინებული. ისევე, როგორც რომაულ რიტორკულ სასწავლებელში, აქაც უთუოდ ასწავლიდნენ ლიტერატურას, ასტრონომიას, მუსიკას, მათემატიკას, ძირითადად კი ფილოსოფიისა და სამართლის საფუძვლებს. რიტორიკულ ხელოვნებას იმჟამინდელ კოლხიდაში პრაქტიკული გამოყენებაც ჰქონდა. აგათია სქოლაასტიკოსის (536-582 წწ.) საისტორიო თხზულებაში დაცულია ცნობა კოლხი პოლიტიკური მოღვაწეების (აეტი, ფარტაძი და სხვ.) ბრწყინვალე ორატორული გამოსვლების შესახებ. ცხადია, ეს ცოდნა მათ თანმიმდევრული და საფუძვლიანი სწავლით მიიღეს.



თემისტიოსი


"ბერძნები ჩინებულად იცნობდნენ კოლხეთს. ვარაუდობენ, რომ კოლხეტსი ძლიერი იყო ჰეკატეს, ჰერაკლეს, რეა-კაბალეს, აზიას, ინდური შივას კულტიც კი. რომ რეა იგივე ფაზისი იყო. რომ ოლიმპიური ასპარეზობანი პელოპონესში კოლხეთიდან შევიდა."

ნ.კ. შპრინგელი. მედიცინის ისტორია.


" ფაზისში (ფოთში) რომ შედიხარ მარხნივ აღმართულია ქანდაკება ღმერთქალი ფასიანესი. გარეგნობით ის ჰგავს რეას, რადგან ხელში წინწილა უპყრია. აგრეთვე მისი სავარძლის წინ ლომები წვანან და თვით კი ზის როგორც ფიდიასის ქანდაკება მეტროონში".


რეას,  იგივე ფასისის (ვისი სახელობისაც არის ფოთი) ქანდაკება მადრიდში,  ასეთივე ქანდაკება იდგა ფაზისშიც


თავად ქალაქ ფაზისის სახლეს რაც შეეხება აღსანიშნავია, რომ ფასიდი იყო ჰელიოსის (მზის ღმერთის) და ოკეანიდ ოკიროეს შვილი, კოლხთა წინაპარ კოლხოსის მამა. ის ასევე იყო მდინარე ფაზისის ღვთაება, ეს იყო ძველი კოლხეთის სანაოსნო მდინარე რომლითაც არგო შემოვიდა, ამ მდინარეს დღეს რიონი ეწოდება. თავიდან ფაზისი ამ მდინარის ახლოს დაარსებული იქნა კოლონისტ მილეტელ ბერძენთა მიერ, შემდგომ ისინი გაკოლხდნენ და დღეს ამ ქალაქს ფოთი ეწოდება.


ფაზისის პორტი



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


7
1121
4-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
1121
  
2021, 17 იანვარი, 5:24
"The Greeks knew Colchis very well. They suggest, that in Colchis was a strong cult of Hecate, Heracles, Rhea-Cybele, Asia, even the Indian Shiva. That Rhea was the same Phasis. That the Olympic Games entered the Peloponnese from Colchis."
Kurt Polycarp Joachim Sprengel (1766–1833) - was a German botanist and physician who published an influential multivolume history of medicine, Versuch einer pragmatischen Geschichte der Arzneikunde (1792–99 in four volumes with later editions running to five) and several other medical reference works.
2021, 17 იანვარი, 4:46
Phasis Academy - Temple of Science and Art
Higher Rhetorical School Colchis - Colchian Academy. Phasis, near present-day Poti, a high school in the 6th-3rd centuries BC. The only direct reference to it has survived to this day by the Greek philosopher Themistocles (lived and worked around 317-388). One of his letters mentions that Themistocles' father, Eugene, and Themistocles himself received a rhetorical education at this school. Themistocles emphasizes that Colchis is a highly cultural country and it is a temple of muses of science and art. There is no information about what programs and in what language are taught there or who taught them. Themistocles in this letter does not name the founder of the Higher Rhetorical School of Colchis, though he calls him wise and virtuous. Colchis is compared by Themistocles to the most culturally advanced Greece in the world at that time. At that time education was also possible in Athens, but a specialized rhetorical school existed only in Colchis. Philosophy and theology were inseparable in this school.
2021, 17 იანვარი, 4:46
Themistocles also says that according to the rules of the neighboring barbarians, archery was not taught in the high rhetorical school of Colchis, and archery and jirit were not taught, but the pupils of this school excelled in rhetorical art and shone in the days of the Greeks. This reference is essential insofar as it points to the upbringing of the children of Colchis High Rhetorical School in the Greek language and to a thorough education in classical Greek literature. Greek-speaking young people were admitted to the rhetorical school. It even makes us think about the existence of a preparatory school. From the knowledge of Themistocles it is also seen that the highest rhetorical school of Colchis with its content and purpose in BC. It should not differ much from the Greek and Roman rhetorical schools and required mastery of that minimum of knowledge; Which was intended for the orator in the view of Cicero and Quintilian. As in the Roman rhetorical school, literature, astronomy, music, mathematics, and basically the basics of philosophy and law were taught here. Rhetorical art also had a practical use in present-day Colchis. The historical writings of Agatha Scholasticus (536-582) contain information about the brilliant oratorical speeches of Colchis political figures (Aeti, Partadze, etc.). Clearly, this knowledge they acquired through consistent and thorough study. The historical writings of Agatha Scholasticus (536-582) contain information about the brilliant oratorical speeches of Colchian political figures (Aeetes, Partadze, etc.). Clearly, this knowledge they acquired through consistent and thorough study. The historical writings of Agatha Scholasticus (536-582) contain information about the brilliant oratorical speeches of Colchis political figures (Aeetes, Partadze, etc.). Clearly, this knowledge they acquired through consistent and thorough study.
2019, 20 აპრილი, 19:30
ზურაბ ლუხავა.მაშინდელი გურულები მეგრულ ენოვანები იყვნენ,ეხლანდელი გურულები ნამეგრელარები არიან
2019, 20 აპრილი, 19:29
ფაზისის აკადემიაასი ასწავლიდნენ კოლხურ მარგალურ ენაზე,რას მალავთ,?მაინც ვერ დამალავთ,უფალი აღადგენს ლაზარეს მანამ სანამ მეორედ მოგვევლინება და ჯობია მანამ დაეუფკოთ მას ვიდრე აკნინოთ ის
2018, 23 ივლისი, 20:28
როგორც აიეტი ამბობდა,ფაზისის აკადემიაში სწავლა მეგრულ ენაზე იყო,რადგან პალიასტომზე ბორანი არ მუშაობდა და გურულები ვერ ახერხებდნენ ჩამოსვლას...
2018, 23 ივლისი, 20:28
„ფასისში (ფოთი) რომ შედიხარ, მარცხნივ აღმართულია ქანდაკება ღმერთქალ ფასიანესი. გარეგნობით ის ჰგავს რეას, რადგან ხელში წინწილა უჭირავს, აგრეთვე მის სავარძლის წინ წვანან ლომები და თვით კი ზის როგორც ფიდიასის ქანდაკება მეტროონში".

(ფლავიუს არიანე II ს.)
0 1 7