x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ცოტნე გამსახურდია ხადას ხეობაში მომხდარ საზარელ მკვლელობას ეხმაურება
imageცოტნე გამსახურდია ხადას ხეობაში მომხდარ საზარელ მკვლელობას ეხმაურება, რა დროსაც 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაური დააკავეს(როგორც უკვე ირკვევა, მკვლელობა სექსუალურ ნიადაგზე განხორციელდა) და სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:



"საოცარია, საზოგადოება, რომელიც ყველანაირად ხელს უწყობს და მიესალმება სექსუალურ აღვირახსნილობას, მაგრამ არ ზრუნავს მისი გამოვლენის კულტურული მექანიზმების შექმნაზე, განსაკუთრებით ღარიბ, გაუნათლებელ ფენებში, აღშფოთებულია სექსუალურ ნიადაგზე მომხდარი საშინელ დანაშაულით.


მე არ გახლავართ ბიოლოგი და ვერ ვისაუბრებ დეტალურად მექანიზმებზე, მაგრამ, როგორც მახსოვს, ტესტოსტერონის მყისიერი მოჭარბება ბლოკავს აზროვნებას და ლაპარაკის უნარს. ეს ყველა ბიჭს ერთნაირად გამოგვიცდია გარდატეხის პერიოდიდან მოყოლებული. შემდგომ ცხოვრებისეულ პერიოდებში ამის დამორჩილება, სოციალიზაცია და კულტურულ - ასო-ნიშანთა - ჩარჩოში უნდა მოხდეს არსებული ნორმების გათვალისწინებით.

მაგრამ რა რეალობასთან გვაქვს საქმე ფაქტობრივად? ტელევიზორიდან, პრესიდან, საზოგადოების სხვა წევრების რიტორიკიდან მოდის აღვირახსნილი, უკონტროლო სექსუალობის მანიფესტაცია, სადაც ყველა ყველა ხვრელში ყველაფერს შვრება და ამით ყველა ბედნიერია. ერთადერთი შემაკავებელი ფაქტორიც - კანონის შიში - ამ დროს უკანა პლანზე გადადის: ფიზიოლოგია უბრალოდ არ უტოვებს სუსტ აზროვნებას დასკვნის გაკეთების შანსს. ამავე დროს, არსებული უკანონო და უსამართლო რეალობა, დაუსჯელობის სინდრომი, სასჯელის გარდუვალობის განცდის სისუსტე, ქალთა მიმართ დამოკიდებულება, ქსენოფობიური გარემო, ძალიან დიდ ალბათობას ქმნის საიმისოდ, რომ ჩვენი საზოგადოების მრავალი წევრი პოტენციური ხადასხეობელი მწყემსი გახდეს.



რას აკეთებს საზოგადოება ამის წინააღმდეგ? სახელმწიფოს აღარ ვკითხულობ, მანდ ყველაფერი გასაგებია. უბრალოდ მაინტერესებს, როგორ მივიდა ყველაფერი აქამდე და რა არის გამოსავალი. ვისაც გჯერათ, რომ გამოსავალი ერთი ნაბიჭვრის უვადო პატიმრობა იქნება, გაიარეთ."

image


2
2260
12-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
2260
  
2019, 16 ნოემბერი, 21:01
ტესტესტერონის ჭარბად მომატება იწვევს ცხოველებში მათ უკონტროლობას,კარგავენ ყველანაერ სახეს როდესაც მამრს უდგება ეს პერიოდი,უბრალოდ ადამიანი იმიტომ არის ადამიანი,რომ წესით მას ააქვს გონი და უნდა გააკეთოს დასკვნა,რა მოყვება მის საქციელს,ამ შემთხვევაში არც კობაური და არც ნამგალაური
( რომელმაც ანალოგიური სექსუალური ძალადობა და მკვლელობა ჩაიდინა პატარა გოგონაზე)ცხოველიდან არაფრით არ განსხვავდებიან,ეს მართალია მალევე გასდის და წინ იწევს ისევ ადამიანური ფაქტორები რაც გამოიხატება მათ შიშში და მიმართავენ გადარჩენის ყველა გზას
2018, 23 ივლისი, 13:11
აუუ, გამოაცხო მანიფესტი ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებზე..... მე, პირადად, არ მინდა დავიჯერო, რომ ეს ,,ცინგლიანი,, დაუნდობელი მკვლელია, მიუხედავად იმისა, რომ ეს სახე არანაირ სიმპატიას და თანაგრძნობას არ იწვევს... მაგრამ ვისაც არ უნდა ჩაედინა, რა გამართლება უნდა ჰქონდეს, ცოტნე ბატონო?
0 1 2