x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
გაიგეთ, რას ნიშნავს თქვენი ტელეფონის ნომერი

იმისთვის, რომ საკუთარი ტელეფონის ნუმეროლოგიური ნომერი განსაზღვროთ, უნდა შეკრიბოთ მისი ყველა ციფრი და მიღებული შედეგის ციბრები დააჯამოთ. მაგ., 557 24 40 11 35 ნომრის (ნომერი მოგონილია) ნუმეროლოგიური ნომერი იქნება: 5+5+7+2+4+4+0+1+1+3+5=37; 3+7=10; 1+0=1
ამ მარტივ ციფრს, გარკვეული აზრი და დატვირტვა გააჩნია და ის, ნუმეროლოგიის მიხედვით, ჩვენს ბედ-იღბალზე მოქმედებს.


image


აეცანით თითოეული ნომრის მნიშვნელობას:


1 - საუკეთესო ნომერია ბიზნესმენების და კარიერისტებისთვის. თუმცა, არც ისე იღბლიანია მათთვის, ვინც თავის მეორე ნახევრის ძიებაშია.


2 - ეს ნომერი რომანტიზმის მატარებელია და იდეალურად ერგება ადამიანებს, ვინც სიყვარულზე ოცნებობს და ასევე, კარგია ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისთვის.


3 - მწერლებისთვის და იმ ადამიანებისთვის არის, ვისი სამუშაოც ამბების შეთხზვას უკავშირდება. მაგრამ, თუ პიროვნება ამბიციურია და გარკვეული მიზანი აქვს, უმჯობესია, სხვა ნომერი აირჩიოს.


4 - სტაბილურობის და საიმედოობის ნომერია და ამიტომ, რეკომენდებულია იმ ადამიანებისთვის, ვინც საბანკო სექტორთან ან ისეთ ორგანიზაციებთან არის დაკავშირებული, რომლის საფუძველი ნდობაზე და რეპუტაციაზე არის აგებული. ამ ნომრის არჩევა დიდი ოჯახის მქონე ადამიანებსაც შეუძლიათ.


5 - ამ ნომრის მფლობელები ნებისმიერ რამეს უნდა ელოდონ ცხოვრებისგან. შეიძლება ითქვას, რომ ის მარტოხელა, თავისუფლების და მოგზაურობის მოყვარული ადამიანებისთვის არის რეკომენდებული.


6 - საუკეთესო ნომერია დაოჯახებული ადამიანებისთვის. კარგია ის ბიზნესით დაკავებულებისთვისაც. ხოლო, მათ, ვინც მეორე ნახევარს ეძებს, უკეთესია, თუ სხვა ნომერს აირჩევენ.


7 - ძალიან ძლიერი და გარკვეულწილად, მაგიური ნომერია, რომელიც მოსწავლეებისთვის და მოაზროვნეებისთვის არის რეკომენდებული.


8 - ძალიან იღბლიანი ნომერია ბიზნესმენებისთვის, – ის ფულს მაგნიტივით იზიდავს. ასევე კარგია 8-იანი ამბიციური ადამიანებისთვის, რადგან დადებითად მოქმედებს კარიერაზე და ფინანსურ მდგომარეობაზე.

9 - ეს ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი ნომერია! მისი მფლობელები ხშირად ხდებიან ფორტუნის რჩეულები. მაგრამ, ის ამავდროულად, არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც პრობლემები აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

imageimageმკითხაობა რიცხვებით: ჩაიფიქრეთ, ამოირჩიეთ და გაიგეთ
გაიგეთ ვის რა ნიჭი გვერგო... ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

მნიშვნელოვანი პერიოდები ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის


6
1300
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1300
  
2018, 24 ივლისი, 23:40
0? :დდდდ
2018, 24 ივლისი, 23:38
51 მივიგე და ბოლოს 5 პლიაუს ერტი
2018, 24 ივლისი, 22:42
რანაირად შეკრიბე? :დდდ
2018, 24 ივლისი, 19:22
6 :D:D:D:D ვაიმეეეე
2018, 24 ივლისი, 18:59
ჯამი ნული ვერ იქნება, თუ ტელეფონის ნომერი 000 00 00 00 არ არის :)
2018, 24 ივლისი, 18:30
0?
0 1 6