x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
დრო მოვიდა

image

დრო 00:00
ტემპერატურა 40°
ვწევარ, ჩემი სხეული იწვის.
ძლიერ ტკივილს ვგრძნობ, რომელიც ჩემს ქვეცნობიერში იმდენადაა გამჯდარი რომ ფიზიკურ ტკივილს უტოლდება.
საკუთარ თავს აღარ ვეკუთვნი, ოთახის კუთხიდან ვაკვირდები ჩემ სნეულ სხეულს. ჯოჯოხეთზე ფიქრის დროს, დანტეს ჯოჯოხეთს წარმოვიდგენ. ნეტავ ჩემი სულისთვის თუ არი ადგილი გამოყოფილი.
მინდა ყველა იმ ადამიანის სისხლი და ტკივილი შევიგრძნო ვინც ამ მდგომარეობაში ჩამაგდო.
დრო მოვიდა...
ვდგები და ლოგინის ქვეშ გადამალულ დანას ვიღებ.
დედაჩემის ოთახში შევდივარ.
მას და მის ქმარს მშვიდად ძინავთ.
ვუახლოვდები მათ ლოგინს, ქმარს ყელში ვურტყავ დანას, სისხლი ასხავს. დედაჩემი იღვიძებს და მოცემული სურათის გამო კივილის იწყებს. ოხ როგორ მძულს ეს ხმა.
დაუყოვნებლივ მასაც დანას ვურტყავ, 9 ჯერ დავარტყი.
სისხლში ვარ ამოსვრილი.
ოთახის კუთხეში, მთვარის შუქზე ჩემ პატარა ძმას ძინავს. ვუახლოვდები ვკოცნი შუბლზე და ოთახიდან გავდივარ.
ვიღებ დანებს, მარილს და სახლიდან გავდივარ. ცოდვილი სულები მელიან...

დრო 01:00
სისხლში ამოსვრილი მივდივარ ცარიელ ქუჩაში. თან დანები და მარილი მაქვს. კადრებად მახსენდება როგორ მოვკალი დედა და მისი ქმარი.
ისევ დანტეს ჯოჯოხეთზე ვფიქრობ და ვგრძნობ რომ ვუახლოვდები.
ახლა იმ ადამიანის სახლისკენ მივიწევ რომელმაც 1 კვირის წინ გამაუპატიურა.
კარზე ვაკაკუნებ.
კარი იღება და მის ამაზრზენ სახეს ვხედავ, გულს მირევს.
შეშინებული მიყურებს, დანას ვიღებ და მუცელში ვურტყავ.
ძირს ვაგდებ და ტანსაცმელს ვხდი. ნელა ვიწყებ მის დასერვას.
საოცარ სიამოვნებას ვიღებ ამით.
მინდა ისე დაიტანჯოს როგორც მე მტანჯავდა...
მთლიანი სხეული დავუსერე და მარილს ვაყრი. არა ადამიანურ ხმაზე ღრიალებს და ამ ყველაფერს საოცარი სიმშვიდით ვუყურებ.
ვდგები და დანას შუბლში ვარტყავ.
ჩემს კაბას მისი სისხლიც ემატება.
ვიღებ დანებს და გავდივარ.
კიდევ არის ადგილი სადაც მელიან...


დრო 03:00
უკვე 3 ადამიანი მოვკალი, ადამიანები რომლებმაც ცხოვრება გამინადგურეს...
კიდევ ორი დარჩა.
ახლა მათი სახლისკენ მივიწევ.
მათ მეგობრებად ვთვლიდი, მაგრამ მიღალატეს, ცხოვრება დამიმახინჯეს.
მათ კარზე ვაკაკუნებ. დიმიტრი მიღებს კარს და პირდაპირ ვურტყავ დანას შუბლში. ელენა კივილს იწყებს და ცდილობს შემაჩეროს. ბარძაყში ვარტყავ დანას. მმმ მის თვალებში საშინელ ტკივილს ვხედავ. ვაგდებ ძირს, 20 ჭრილობას ვაყენებ მუცლის არეში.
მისაღებ ოთახში შევდივარ როიალთან ვჯდები და დაკვრას ვიწყებ.
თეთრი როიალის, თეთრი კლავიშები გაწითლდა.
ვტოვებ მათ სახლს და მდებარე ტყისკენ მივდივარ. ჩემ საყვარელ ადგილას.

დრო 04:30
მივაღწიე ტყის ყველაზე მაღალ ადგილს. აქედან მთელი ქალაქი ჩანს.
ნაცრისფერი, ზიზღით სავსე ქალაქი.
ცრემლები მომდის.
განვლილ ცხოვრებაზე ვფიქრობ.
მატკინეს, მიღალატეს, ჩემი შვილი ჩემშივე მოკლეს, გამაუპატიურეს.
მკვლელად მაქციეს.
ამის მერე ვიცოცხლო?
არა!! ვერა!!
დანას ვიღებ და ყელს ვიჭრი...
ახლა ვხედავ დანტეს ჯოჯოხეთს, შევდივარ და იმედებს გარეთ ვტოვებ.

2
38
შეფასება არ არის
ავტორი:ონისე კაჩალინი
ონისე კაჩალინი
38
  
2018, 23 ივლისი, 9:57
ვურტყავ,ვარტყავ--შვილო სანამ ამ შედევრს სწერამ,ქართული გრამატიკოსობა ისწავლეი...
2018, 23 ივლისი, 9:37
საშინელება, რომელიც ალბათ ბევრს სტანჯავს!
0 1 2