x
მეტი
  • 22.08.2018
  • სტატია:79651
  • ვიდეო:332381
  • სურათი:436944
ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ მალხაზ კობაურის ადვოკატმა მის დაცვაზე უარი განაცხადა

image

როგორც ცნობილია ქართულ საინფორმაციო საშუალებებში გავრცელდა სამხარულის ექსპერტიზის დასკვნა, რის მიხედვითაც ლორა სმიტი გაუპატიურებულია მალხაზ კობოურის მიერ, ხოლო 4 წლის სმიტების შვილი თოფის მიბჯენით არის მოკლული.



ამონაწერი ექსპერტიზის დასკვნიდან:"კონტეინერი ლორა ჯოი სმიტის ნაცხი უკანა ტანიდან, გენეტიკური პროფილი შერეულია, სადაც ერთი ეკუთვნის მალხაზ კობაურს, მეორე ნაწილი ეკუთვნის ლორა ჯოი სმიტს"

imageimage

შეგახსენებთ, ადვოკატის აყვანის შემდეგ მალხაზ კობაურმა თავდაპირველი აღიარებითი ჩვენება შეცვალა და ამბობდა, რომ სმიტები ორმა უცხოელმა დახოცა, მას კი დაემუქრნენ, რომ თუ ამბავს გათქვამდა დედმამიშვილებს დაუხოცავდნენ.


ექსპერტიზის დასკვნის გაცნობის შემდეგ კობაურის ადვოკატმა დავით გირგვლიანმა მის დაცვაზე უარი განაცხადა:

საზოგადოების წინაშე თავს ვალდებულად ვთვლი გავაკეთო შემდეგი განცხადება!
ხადას ხეობაში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე მე ვიცავდი ბრალდებულ მალხაზი კობაურის ინტერესებს.


ამ საქმეში ჩავერთე იმიტომ, რომ დამედგინა ჭეშმარიტება, ვინაიდან არასოდეს მოვრიდებივარ სისტემის წინააღმდეგ ბრძოლას, მუდამ ვიბრძოდი და კვლავაც გავაგრძელებ ბრძოლას სამართლიანობისათვის, თუმცა რაც შეეხება ხადას ხეობაში მომხდარი ტრაგედიის საქმეს მე, როგორც თავისუფალი პროფესიის წარმომადგენელი ადვოკატი მივიჩნევ, რომ აღნიშნული საქმე უნდა გაგრძელზეს ჩემი მონაწილეობის გარეშე.


წარმატებას ვუსურვებ ჩემს კოლეგას ან/და კოლეგებს ვინც გააგრძელებს მის დაცვას, ვინაიდან ყველა ადამიანს აქვს დაცვის უფლება მიუხედავად ბრალად წარდგენილი დანაშაულის სიმძიმისა, თუმცა მე მივიჩნევ, რომ აღნიშნული პროცესი უნდა გაგრძელდეს ჩემს გარეშე!


ყველას მინდა დიდი მადლობა გადავუხადო როგორც თბილი სიტყვებისათვის, ასევე კრიტიკული ოპონირებისათვის.
მე აღარ ვაგრძელებ აღნიშნული საქმის წარმოებას, თუმცა ვრჩები ჩემი ჩემი პროფესიის და სიმართლის ერთგული!
სხვა რაიმე კომენტარს აღნიშნულ საქმეზე აღარ გავაკეთებ!"-წერს სოციალურ ქსელში გირგვლიანი.

image

ხევში ადგილობრივი მაცხოვრებლები და მწყემსები ჯერ კიდევ მანამდე ვარაუდობდნენ, რომ კობაური სმიტების ოჯახის დახოცვამდე ქალს უთვალთვალებდა და ფოტოებს უღებდა და არ გამორიცხავდნენ, რომ მას ლორა სმიტის გაუპატიურება სურდა. ადგილობრივი ახალგაზრდები შეიკრიბნენ და მწყემსის ჩაქოლვას აპირებდნენ, რის გამოც პოლიციამ თავიდან მისი დაკავების ამბავი დამალა. მოგვიანებით კი ის ხეობიდან სამართალდამცველებმა ჩუმად გააპარეს.

imageimage

ხადის ხეობაში მოკლული რაიან სმიტის, ლორა სმიტისა და მათი 4 წლის ვაჟიშვილის ცხედრები ამერიკის შეერთებულ შტატებში კიევბის გავლით გადაასვენეს. გადასვენების ხარჯები აშშ-ს საელჩომ დაფარა. გარდაცვლილების ოჯახის წევრების თხოვნით, საელჩო მათი დაკრძალვის ადგილის შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს.

5
230
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
230
  
შემზარა!!! ეს ურჩხული რომ ბავშვობაში, თუნდაც 4 წლის ასაკში ვინმეს ასევე საზარლად მოეკლა,ხომ მადლი იქნებოდა?! თურმე, ყველა არაა გასაზრდელი და არც დასაბადებელი! ღირსია ,ნელი ტანჯვით ამოხადონ სული და იმედი მაქვს,ასეც მოექცევიან! პ.ს. ისიც მაინტერესებს, ამის გამზრდელი გასიებული დედა როგორღა აპირებს
ცხოვრების გაგრძელებას... წყეულები!!!
22 ივლისი, 21:13
და მაინც, ჩემი აზრით, ამ ადვოკატის საქციელი არაა გამართლებული. ადვოკატი იმისაა, რომ დაიცვას ბოლომდე ბრალდებული, იბრძოლოს სასამართლოს ბოლო წუთებამდე. მიუხედავად იმისა, რომ ეს მანიაკი უმაღლესი სასჯელის ღირსია, ადვოკატს არ ჰქონდა უფლება ასე მოქცეულიყო :(
22 ივლისი, 19:21
ზუსტად , ადამიანი უფრო საზარელი მხეცია ვიდრე ნებისმიერი ცხოველი
22 ივლისი, 18:58
ვიტყოდი, ცხოველია მეთქი, მაგრამ არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო ცხოველებს
22 ივლისი, 15:47
ღირსეული საქციელია, ამ არადამიანზე არვიცი რა ვთქვა.
0 1 5