x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134383
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
მოგესალმებით სოციალური ქსელების საუკუნიდან !

imageმე რომ ამ ეპოქაში მეცხოვრა ...მე ხომ სხვანაირი ვიქნებოდი, მე ხომ უფრო ბევრ მეგობარს გავიჩენდი სოციალური ქსელის საშუალებით.მე უფრო განვითარებული, უფრო ინტელექტუალი და გონებაგახსნილი ვიქნებოდი, ბევრი ახალი ინფორმაციის გაგება შემეძლებოდა.ბევრი მიიჩნევს რომ, სოციალურმა ქსელებმა ურთიერთობები გააფერმკრთალა, მაგრამ აბა დავუკვირდეთ, ჩვენ შეგვიძლია ამერიკიდან ან თუნდაც გვინეიდან ვესაუბროთ და დავინახოთ ერთმანეთი იმ ოთხკუთხედი ყუთით, რომელსაც კომპიუტერი ჰქვია ან პლანშეტით ან აიფონით, ეს ხომ პროგრესია !ჩემი 80 წლის ბებოც კი უკვე სარგებლობს სოციალური ქსელით.მთელი დღის განმავლობაში ნახულობს 10 და 15 წლის უნახავ ნათესავებს ამერიკიდან და საბერძნეთიდან, მთელი დღე შეუძლია გაერთოს სოციალური ქსელიდან მიღებული ახალი ინფორმაციებით და შემდეგ სახლში მოსულ სტუმარს ესაუბროს თუ რა მოხდა ამერიკაში, თურქეთში, იაპონიასა და საფრანგეთში ან თუნდაც ჩვენს უსაყვარლეს დედაქალაქ თბილისში .ასე რომ გილოცავთ !თქვენ სოციალური ქსელის საუკუნეში მოხვდით და იმოგზაურეთ !

0
19
1-ს მოსწონს
ავტორი:თამთა ლიპარტელიანი 555
თამთა ლიპარტელიანი 555
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0