x
image
beko777
Mediator image
ქართველ სტუდენტებს საბერძნეთის პარლამენტში უმასპინძლეს

imageსაბერძნეთის პარლამენტში უცხოელ სტუდენტებთან შეხვედრაზე ორი ქართველი სტუდენტი, სტუდენტების და ახალგაზრდობის ბერძნულ-ქართული ასოციაციის პრეზიდენტი ლიკა ჯანელიძე და ამავე ასოციაციის კონკურსის „წლის სტუდენტი 2017“-ის ჯილდოს მფლობელი და ათენის სახელმწიფო უნვერსიტეტის დოქტორანტი თეონა ბერიძე იქნენ მიწვეულები.

სტუდენტების წინაშე სიტყვით წარსდგნენ უცხოელი სტუდენტების საგანმანათლებლო პროგრამის დამფუძნებელი, პროფესორი, ცნობილი ენათმეცნიერი პანაიოტის კონდოსი, საბერძნეთის პარლამენტის სახელისუფლებო პარტიის წევრი დიმიტრის ემანუილიდისი და სხვა საჯარო პირები.

უცხოელი სტუდენტების სახელით პარლამენტის ტრიბუნიდან შეკრებლ საზოგადოებას მიმართეს უკრაინის წარმომადგენელმა მარინა დმიტრუსენკომ და ესპანეთის წარმომადგენელმა ივან ალბამ. სტუდენტებმა საბერძნეთის პარლამენტის წევრებთან და მეცნიერებთან ერთად პარლამენტის შენებაში არსებული მდიდარი არქივიც მოინახულეს და სამახსოვროდ წიგნებით დაჯილდოვდნენ.

image

0
16
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0