x
თეორიები ბრბოს ფსიქოლოგიაზე

image

ბრბოს ფსიქოლოგია და მისი გავლენა ადამიანზე ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და პრობლემური საკითხია. ისტორიის მანძილზე ცალკეული ადამიანები თუ გარკვეული ჯგუფები თავისი იდეოლოგიის ქვეშ აქცევდნენ და მართავდნენ საზოგადოების ფართო ფენებს. დღესდღეობით არსებობს რამდენიმე ძირითადი თეორია, რომელიც ხსნის ბრბოს არსს და მის ფსიქოლოგიას.

  • დეინივიდუალიზაცია (ლე ბონი, ფესტინგერი, ლომბარდო) - ზოგიერთი ადამიანი თავს იკავებს აგრესიის გამოვლენისგან, რადგან არ სურს, რომ თავისი ქცევების გამო, ვინმემ დაადანაშაულოს, გაკიცხოს, მაგრამ ადამიანთა დიდ ჯგუფებში (მაგ; ბრბოში), სოციალური თავშეკავება და პიროვნული პასუხისმგებლობა უფრო ნაკლებად მნიშვნელოვნად არის აღქმული, ამიტომ, ასეთ შემთხვევებში შეიძლება აგრესიამ იჩინოს თავი. არსებობს დეინდივიდუალიზაციის სამი ძირითადი ფაქტორი: ანონიმურობა, პასუხისმგებლობის დიფუზია და ჯგუფის ზომა. რაც უფრო დიდია ჯგუფი, მით უფრო დიდია ალბათობა, რომ დანარჩენი ორი ფაქტორი აღმოცენდება.
  • სოციალური იდენტობის თეორია (ჰენრი ტაჯფელი) - ამ თეორიის თანახმად, ადამიანის მიერ საკუთარი თავის განცდა დამოკიდებულია ჯგუფის წევრობაზე. ადამიანები ჯგუფთან იდენტიფიცირებას ახდენენ, რათა აიმაღლონ საკუთარი თვითშეფასება. ამ ჯგუფის წევრები უარყოფითად აფასებენ და დისკრიმინაციას უწევენ მათგან განსხვავებულ ადამიანებს, რათა საკუთარი სტატუსი აიმაღლონ ჯგუფში.
  • გუსტავ ლე ბონის თეორიის მიხედვით, ბრბო სამ სტადიასს გადის: ჩაძირვა (submergence), ინფიცირება (contagion), დარიგება (suggestion). პირველ სტადიაზე ბრბოს წევრი პიროვნება კარგავს იდენტობას და პირადი პასუხიმგებლობის განცდას. ინფიცირების სტადიაზე ადამიანი კითხვების დაუსმელად, უპირობოდ მიჰყვება ჯგუფს და იზიარებს მის დომინანტურ იდეებსა და ემოციებს. ბოლო სტადია კი მოიცავს პერიოდს, როდესაც ეს იდეები და ემოციები ძირითადად საერთო არაცნობიერშია გადასული. ლე ბონის აზრით, ქცევა განისაზღვრება ზოგადი არქაული არაცნობიერიდან, რომელიც შეზღუდულია მორალითა და კოგნიტური უნარებით.
  • კონვერგენციის თეორია (ოლპორტი) ამბობს, რომ ბრბოს ქცევა არ არის თავად ამ ბრბოს პროდუქტი, არამედ ბრბო არის პროდუქტი მსგავსი შეხედულებების მქონე ადამიანებისა. ფლოიდ ოლპორტი ფიქრობდა, რომ „ადამიანი ბრბოში ისევე იქცევა, როგორც იქცევა მარტო ყოფნისას, მხოლოდ ასე“. კონვერგენციის თეორია ამტკიცებს, რომ ბრბოს ქცევა არ არის ირაციონალური, რადგან ამ ჯგუფში შემავალი ადამიანები გამოხატავენ არსებულ რწმენებსა და ღირებულებებს, ამდენად მასის რეაქცია არის გავრცელებული პოპულარული გრძნობის რაციონალური პროდუქტი.
  • ფროიდის თეორია ამტკიცებს, რომ ბრბოს წევრად გახდომა ემსახურება არანცნობიერი სურვილების გაცხადებას. ეს ხდება იმიტომ, რომ სუპერ ეგო, ანუ ცნობიერის მორალურობის ცენტრი, არის ჩანაცვლებული ბრბოს შეხედულებებით, ქარიზმატული ლიდერის წყალობით.
2
340
შეფასება არ არის
ავტორი:ანა ჭირაქაძე
ანა ჭირაქაძე
340
  
2018, 21 ივლისი, 16:37
ამ თემას ასე პატარა სტატია არ უხდება.
2018, 21 ივლისი, 16:36
ზიგმუნდ ფროიდს აქვს სქელტანიანი,ფუნდამენტური ნაშრომი ბრბოს ფსიქოლოგიის შესახებ.დანარჩენი აქ ჩამოთვლილი ავტორების ნაშრომები მასთან შედარებით სკოლის საკონტროლოს დონეა.ანა,გირჩევ წაიკითხო...
0 1 2