x
image
alex999
Mediator image
Mediator image
"მიწაა ,ბატონო,ქართული მიწა!...." - რა მოხდა თურქეთის საბაჟოზე

თურქეთის საბაჟოზე, როცა ჩანთებმა კონტროლი გაიარეს, პოლიციელმა გამაჩერა და მეუბნება ერთ-ერთ ჩანთაზე, --გახსენიო...გავხსენი ჩანთა უსიტყვოდ.... დაიხარა და... ამომხედა ისე, რომ წელში არც გამართულა...
---ეს რა არის?...
---მიწაა, ბატონო, ქართული მიწა!....
---და რად გინდა?
---ჩემი წილი საქართველო თან დამაქვს მე!.....ეს კი ჩემი საქართველოა..... სული და გული....ჰაერი და სუნთქვა....ცა და მიწა.... სულ ჩემი მინდა და მაქვს ყველაფერი...აი, ეს მიწაც ჩემია!...ეს კი ქართული ყვავილების ნერგებია.... უცხო მიწაზე ქართული სუნი რომ ვიგრძნო, --მიტომ...

წელში გაიმართა...თვალებში ჩამხედა და...
----დიდი უცნაური ხალხი კი ხართ ეგ ქართველები!....მიდი, გაიარე.... მშვიდობიანი მგზავრობა....
----ჩვენ ყველგან ჩვენ საქართველოს ვეძებთ.... თან დაგვაქვს და....თან ვეძებთ...........

გავუღიმე....აი, სევდას რომ ვურევ ხოლმე ღიმილში, --ისე...გადავკეტე ჩანთა და....


image


წლები გავიდა ამ ამბიდან.... გაიხარეს ჩემმა ქართულმა ყვავილებმა უცხოეთში წაღებულ გამორწყულ, მაგრამ მაინც ქართულ მიწაზე.... აბიბინდნენ.... გაიშალნენ..... ყოველი დილით ვესალმები მათ ქართულად და ყოველ საღამოს ძილინებისას ვუსურვებ....როცა ნოლსტაგია გაუსაძლისად მომეძალება, მივდივარ, ჩამოვჯდები მათთან და ვესაუბრები...... არ ვასწავლე მათ უცხო ენა.....მხოლოდ ქართული იციან.......... მათაც უჭირთ, --ასე მგონია....უხო ცა უჭირთ....უცხო ჰაერი...ხშირად ვგრძნობ, როცა მე მძინავს, ისინი ტირიან თითქოს...... დილით სველი მხვდება მიწა....... არ ძინავთ ჩემ ყვავილებს....ზოგჯერ წათვლემენ და....ოხრავენ....... და მტკივა ....და მეწვის სული.............და ხშირად იმას ვფიქრობ --მე კი დავბრუნდები საქართველოში და ჩემი ყვავილები?მიწა?..სამუდამო ტყვეობა მივუსაჯე მეთქი.... თავს დამნაშავედ ვგრძნობ... რამოდენიმე ცრემლს ვაპკურებ ამ ფიქრების დროს მათ ფოთლებზე...... მლაშეა ჩემი ცრემლები......... ვერიდები მერე.... სიმლაშემ არ დამიჭკნოს...არ მომიკლას მეთქი...........ხშირად ვფიქრობ, რომ საშინელი ადამიანი ვარ, ---ჩემი პირადი სიხარულისთვის თუ ბედნიერებისთვის რა იოლად ვწირავ სხვას, ---მიწა და ყვავილები................... და თუ ოდესმე სამუდამოდ დაბრუნება გადავწყვიტე საქართველოში..... აუცილებლად დავაბრუნებ მათ სამშობლოში.......... არა, აღარ მინდა ტყვეობაში მყავდეს აქ ქართული სული..... უსათუოდ წავიყვან მათ სახლში.....


image


---ეს ჩანთა გახსენი, ---ისევ მეტყვის პოლიციელი საბაჟოზე, ოღონდ ამჟამად ქართველი.... და მეც გავხსნი ჩანთას ღიმილით......
----ქართულ მიწას და ქართულ ყვავილებს ვუბრუნებ, ბატონო, საქართველოს!....

ვეტყვი ამაყი, წელში გამართული და თავაწეული გავივლი ჩემ ჩანთებიანად.... ქართულ საბაჟოს.............


image










სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


1. ასაკი მხოლოდ ციფრებია - გაიცანით მსოფლიოს ყველაზე მიმზიდველი ბებია

2. რას ნიშნავს იყო ორი შვილის დედა - სახალისო ილუსტრაციები

3. დაეცემა თუ არა, ასტეროიდი აპოფისი 2029 წელს დედამიწაზე? - ნასას ოფიციალური განცხადება

4. საქართველოს პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის განცხადებას ეხმაურება

5. ჰგავს თუ არა სანდრას მისი რძალი? - ვინ არის მადინა მელა?

6. მალული სამოთხე ბოსნიაში

7. “მინდა ყოფილ შეყვარებულს ცოლად გავყვე, მაგრამ მეუღლესთან განშორებაც არ მსურს”

5
980
9-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
Mediator image
980
  
2018, 22 ივლისი, 6:33
ვიცი,მეტყვით,რომ თურმე მათი გამოგზავნილი ფულით ცხოვრობს საქართველო და მე კი გიპასუხებთ,რომ ჯერ ერთი ამას ცხოვრება არ ქვია და მეორე,მე ჩემი გამომუშავებული ფულით ვცხოვრობ.
2018, 22 ივლისი, 6:29
საერთოდ კი,არ მჯერა ეგეთი პატრიოტიზმის და მეტიჩრობის. თუ გტკივა, სად მიდიხარ და თუ მიდიდიხარ,მაშინ რაღას წვალობ. იმის მაგივრად,რომ თავისი ენერგია,ცოდნა და გამოცდილება საკუთარ ქვეყანას მოახმარონ,მიდიან უცხო ქვეყნის ბებიების მოსავლელად და მშენებობებზე სამუშაოდ. მერე მე მეუბნებიან,რომ უნდა გავიზიარო მათი მონატრების ტკივილი და რატომ? პრინციპულად არ ვეთანხმები ასეთ ქმედებას და საქართველოს დატოვება. თუ ქვეყანა გიყვარს,მაშინ ყველანაირ პირობებს გაუძლებ და თუ "ჟიგული" გყავს და მერსედესის ყიდვა გინდა,ეს არ არის ქვეყნის სიყვარული და პატრიოტობა. იმასაც ამბობდნენ,რომ კვირიკაშვილს ქვეყანა უყვარდა და მერე გაირკვა,რომ ეს სიყვარული 700 მილიონი დაჯდა. თუ ჩემი არ გჯერათ,მაშინ გაიხსენეთ ეს ლექსი: მე პატარა ქართველი ვარ,კავკასიის მთების შვილი,და განცხრომით სხვაგან ყოფნას,მირჩევნია აქ სიკვდილი. ისე კი იცოდეთ,რომ სიტყვა სიტყვაა და საქმე კი სულ სხვა. სიტყვა საქმის გარეშე იგივეა,რაც ნახო ფეხბურთელი ბურთის გარეშე ან გენერალი ჯარის გარეშე.
2018, 22 ივლისი, 6:18
იუმოთხი ჩემო კარგო!
2018, 21 ივლისი, 22:13
კი მარა აქ, ქართულ მიწაზეა საუბარი? თუ ადამინის ტკივილზე, მონატრებაზე და კიდევ ჩვენ რომ არ ვიცით იმ დარდზე?
2018, 21 ივლისი, 8:50
იმიტომ არის საქართველო ასე პატარა?! იმდენი ადამიანი მიდის საზღვარგარეთ,რომ მიწა აღარ დარჩება და რუსეთსაც კოვზი ნაცარში ჩაუვარდება. ისე,მიწა ფეხსაცმელში რო ჩაიყარონ არა?! ვეღარ დადეპორტებენ ქართველებს
0 1 5