x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134039
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ფოტოგრაფმა ქორწილში ნეფე სცემა და მის საქციელს დადებითად აფასებენ, რადგან...
თურქი ფოტოგრაფი ონურ ალბაირაქი საქორწინო ფოტოსესიისთვის დაიქირავეს, რომელიც ამ წლის 5 ივლისს უნდა გამართულიყო, თუმცა ზეიმი გეგმის მიხედვით არ წარიმართა. მიზეზი კი ის გახლდათ, რომ ფოტოგრაფმა სასიძო გალახა და სცადა ქორწილი ჩაეშალა, რადგან პატარძალი არასრულწლოვანი იყო.

imageინციდენტი პარკში მოხდა, სადაც ქორწილი უნდა გამართულიყო. ონურმა შენიშნა, რომ პატარძალი მეტად ბავშვურად გამოიყურებოდა და როცა მისი ასაკით დაინტერესდა, უპასუხეს, რომ გოგონა მხოლოდ 15 წლის იყო.

“რამდენიმე კვირის წინ ჩემთან ფოტოსტუდიაში საქმრო მოვიდა, ის მარტო იყო. პატარძალი პირველად მხოლოდ ქორწილში ვნახე. ის ბავშვია, შევნიშნე, რომ ეშინოდა, კანკალებდა."-ამბობდა მოგვიანებით ონური.

ფოტოგრაფმა უარი თქვა ფოტოების გადაღებაზე და შეეცადა ცერემონია შეეჩერებინა.


“მე ვერ გადავიღებ ბავშვ-პატარძალს"-ასე უთხრა მან შეცბუნებულ საქმროს, რომელიც უმტკიცებდა, რომ ასეთი საქციელით ონური მოლაპარაკებას არღვევდა. როცა არგუმენტები ამოიწურა, საუბარი მუშტებით გაგრძელდა. ონური ქორწილის დატოვებას აპირებდა, მას სასიძო თავს დაესხა და ონური იძულებული გახდა მისთვის ცხვირში მოედო.

ალბაირაქმა ეს ისტორია ფეისბუქზე გააზიარა და მისმა საქციელმა მოწონების კომენტარები დაიმსახურა სოციალური ქსელის მომხმარებლებისგან.

“არ ვისურვებდი, რომ ეს ოდესმე მომხდარიყო, მაგრამ მოხდა. ჩემთვის რომ ეკითხათ, ისევ იგივეს ვიზამდი თუ არა, ვუპასუხებდი-დიახ"! არასრულწლოვანი პატარძლები-ბავშვებისადმი სასტიკად მოპყრობის მსხვერპლნი არიან, და ვერავითარი ძალა დედამიწაზე ვერ მაიძულებს გადავუღო სურათი ბავშვს საქორწილო კაბაში."

თურქეთში ქორწილისთვის დასაშვები მინიმალური ასაკი 18 წელია ორივე სქესის წარმომადგენლებისთვის. არასრულწლოვანთან ქორწინება პატიმრობით ისჯება, მიუხედავად ამისა, ქვეყანაში ჯერ კიდევ ხშირია ასეთი უკანონო ქორწილები.


0
801
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
801
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0