x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
შვედმა ჩოგბურთელმა უიმბლდონზე ნეიმარის მიერ მსოფლიო ჩემპიონატზე ჩადენილი სიმულაციის პაროდია გააკეთა

image უიმბლდონის საჩოგბურთო ტურნირზე შველმა ჩოგბურთელმა იონას ბიორკმანმა ტურნირის მაყურებლები გაამხიარულა, როცა დაიწყო ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელის სიმულაციის პაროდირება. მას მხარი აუბა მოწინააღმდეგე ჩოგბურთელმა მანსურ ბახრამიმ, რომელიც მიიჭრა იონასთან და "მომაკვდავი" ჩოგბურთელის პულსის სინჯვა და გულის მასაჟი დაიწყო.
უიმბლდონში მიმდინარე ვეტერან ჩოგბურთელთა შეხვედრისას წყვილთა შორის, ჩოგბურთელმა ტოდ ვუბრიდჯმა ბურთი მოახვედრა თავის პარტნიორს–იონას ბიორკმანს. იონასი არ დაიბნა, დაეცა გაზონზე და დაიწყო ბალახზე კოტრიალი თეატრალიზებულად–ისევე როგორც ეს ცნობილმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ნეიმარმა გააკეთა რუსეთში ახლახან ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფეხბურთში. ნეიმარზე იმდენი "მემი" იქნა გაკეთებული უკვე თვლა არა აქვს. იონასის მოწინააღმდეგემ სწრაფად აუღო ალღო ვითარებას, მიირბინა მოკოტრიალე იონასთან და რეანიმაციულ მოქმედებებს მიჰყო ხელი.
ნეიმარმა კარგი ფეხბურთელის სახელი გაითქვა, თუმცა ასევე გაითქვა სახელი მსახიობური ნიჭით, და საფეხბურთო მოედნებზე სიმულაციის სიხშირით.
ნეიმარის სამსახიობო ნიჭმა ტრავმის სიმულაციის წარმოდგენაში აპოგეას მიაღწია, ახლახან რუსეთში ჩატარებულ მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატში.
"ისიმულიანტე როგორც ნეიმარმა, ისიმულიანტე ნეიმარზე უკეთ"–ასე გადაწყვიტა სოციალური ქსელის მომხმარებლების ნაწილმა და დაიწყეს კოტრიალი #NeymarChallenge.

0
238
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
238
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0