x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
არამიწიერი არსებები ხალხს უცხო პლანეტაზე გადაასახლებენ, ხოლო დედამიწას სამოთხედ აქცევენ-სერბი მეცნიერი
image
სერბი ინჟინერის განცხადებით, მალე უცხოელები შეეცდებიან ხალხი სხვა პლანეტაზე გადაიყვანონ. ხოლო, ჰუმანოიდები თავად დედამიწას სამოთხედ აქცევენ.

მეცნიერის ვოინაჩი ჯოკოვიჩის განცხადებით, მას ქონდა შესაძლებლობა 4000 წელს სწვეოდა. იქ ის გაეცნო მეგობრულ არამიწიერ არსებებს", რომლებიც მომავალზე ესაუბრნენ.

1980-იან წლებში ინჟინერი მუშაობდა საბჭოთა კავშირის სასარგებლოდ. მას დაეძინა საჭესთან და როდესაც გაიღვიძა, მას ეგონა, რომ იგი ჩაფლული იყო ცივ და ამავე დროს დიდ აუზში, ქონდა განცდა, რომ გაყინული იყო.

შემდეგ, მან დაინახა თეთრი ფერის არსებები, რომელთაც ქონდათ დიდი თავი, დიდი თვალები და პატარა პირი. როგორც ინჟინერმა განაცხადა, არამიწიერი არსებები დაახლოებით ექვსი ფუტის სიმაღლის იყვნენ, მათ ჰქონდათ გრძელი თითები ფრჩხილების გარეშე.


არსებები თავად იყვნენ საკმაოდ მეგობრული. მათ შესთავაზეს მიწიერ არსებას, რომ დაეტოვებინა აუზი, რის შემდეგაც მათ დაიწყეს ტვინის სკანირება უცნობი მოწყობილობით. ამ პროცესის მსვლელობისას უცხოელებმა ინჟინერს აჩვენეს, როგორ განვითარდა დედამიწის ისტორია

არამიწიერ არსებებმა თქვეს, რომ ისინი გაოცებულები იყვნენ ხალხის რეაქციით, ისინი აპირებდნენ მსოფლიოს უკეთესობისკენ შეცვლას . თუმცა, კაცობრიობას არ მოეწონა ეს, რის შედეგადაც ომი დაიწყო. ეს 50 წელი გაგრძელდა.

საბოლოოდ, დედამიწელები დამარცხდნენ, მაგრამ არამიწიერი არსებები აღმოჩნდნენ კეთილები. მტრის განადგურების ნაცვლად, მათ კაცობრიობა სხვა პლანეტაზე გადაიყვანეს, დედამიწა კი სამოთხედ აქციეს, სადაც არ იყო შენობები.

1
761
2-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
761
  
2018, 22 ივლისი, 4:37
და ამ დროს გამოეღვიძა :)
0 1 1