სხვა "არტერია თითებით ეჭირა, რომ სისხლისგან არ დავცლილიყავი..." - ირაკლი ნოზაძის ემოციური სამადლობელი პოსტი უმძიმესი წუთების გადატანის შემდეგ 2018, 20 ივლისი, 12:23 "ქუჩის ბიჭების" წევრი, ირაკლი ნოზაძე გადატანილი მძიმე დღეების შემდეგ "ფეისბუქის" პირად გვერდზე ემოციურ სამადლობელ პოსტს აქვეყნებს. მომღერალი მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც ცხოვრების ამ მძიმე წუთების გადატანაში დაეხმარა: "გამარჯობა! დიდად არ გამოვირჩევი სტატუსებისა და პოსტების წერით და გამოქვეყნებით, მაგრამ ეს აუცილელად უნდა გაგიზიაროთ, ჩემო კარგებო! როდესაც ადამიანი ისეთ განსაცდელს გადაიტანს, როგორის გადატანაც მე მომიწია, მერე ყველაფერს სხვაგვარად უყურებ და აფასებ. რადგან ჩემი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი, უფლის წყალობით სიცოცხლის გაგრძელებით დასრულდა, არ ვაპირებ დროის დაკარგვას ცუდ ფიქრებზე და მხოლოდ სიკეთეზე და პოზიტიური საქმის კეთებას ვუძღვნი ჩემს მეორე სიცოცხლეს!უამრავი მადლობა მაქვს სათქმელი თქვენთვის! ძალიან თბილები ხართ და ეს მაბედნიერებს. მადლობა იმ ზღვა ხალხს, რომლებიც საავადმყოფოს ეზოში საათობით იყავით ჩემი ამბის გასაგებად! მადლობა იმ მედ-პერსონალს, რომლებმაც თავი არ დაზოგეს და სიცოცხლისკენ მომაბრუნეს! მადლობა ჩემ ბიჭებს (ქუჩის ბიჭებს), რომლებიც 1 წამით მარტო არ მტოვებდნენ და ერთმანეთს მორიგეობით ცვლიდნენ, რომ მე მარტო არ დავრჩენილიყავი! ასეთი მეგობრობა შეკვეთით არ მოდის. ეს ღვთისაგან ბოძებული საჩუქარია!გაგრძელება 93 შეფასება არ არის
|