x
image
melody_inside
ბიბლიური ადამის პირველი თავნება  ცოლის, ლილიტის  ისტორია. შემდეგი იყო ევა…

იცით თუ არა, რომ უძველესი ებრაული თქმულების მიხედვით ძველ აღთქმაში ადამის პირველი ცოლი იყო ლილიტი და არა ევა? – გვეკითხება Thought Co.



image


მიუხედავად იმისა, რომ თორაში მისი სახელი არაა ნახსენები, მრავალი საუკუნეა ის ადამის პირველ მეუღლედ ითვლება. ამგვარად აიხსნება ურთიერთწინააღმდეგობრივი ორი ვერსია სამყაროს შექმნის თაობაზე დაბადების, გენეზისის - ბიბლიის წირველ წიგნში: „სამღვდელოების“ და „Yagistical“ .

image

შენიშვნა: თორა (მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია)


გახსნილი თორა სინაგოგაში ლიტურგიისთვის.

თორა (ძვ. ებრაულად תורה - მოძღვრება, კანონი), ბიბლიის პირველი ხუთი წიგნის სახელი. ტრადიცია მის შედგენას მოსეს მიაწერს. თორა არის თანახის (תנ"ך) ნაწილი, რომელიც ქრისტიანული ბიბლიის ძველ აღთქმას შეესაბამება.

თორა შედგება მოსეს 5 წიგნისაგან:

  • დაბადება Genesis (ბერეშით בראשית) - მოსეს I წიგნი

  • გამოსვლათა Exodus (შემოთ שמות) - მოსეს II წიგნი

  • ლევიტელთა Lexitikus (ვაიკრა ויקרא) - მოსეს III წიგნი

  • რიცხვთა Numeri (ბემიდბარ במדבר) - მოსეს IV წიგნი

  • მეორე რჯულისა Deuteronomium (დვარიმ דברים) - მოსეს V წიგნი)







აი რას წერს Thought Co:



იბლიის პირველი წიგნის პირველ ვერსიაში ნახსენები იყო ადამის პირველი მეუღლე „პირველი ევა“. მაგრამ ადამს ის არ მოეწონა, და ღმერთმა შეცვალა ის ადამის სურვილების შესატყვისი „მეორე ევა“-თი.


ბიბლიის წიგნის „სამღვდელოების“ ვერსიაში აღწერილია ჰერმაფროდიტი - ნახევრად კაცი, ნახევრად ქალი ( დაბადება 8:1, Leviticus 14:1, რაბინული ინტერპრეტაცია). „Yagistical“ -ურ ვერსიაში ეს არსება გაყოფილი იყო მამაკაცად და ქალად.


მიუხედავად იმისა, რომ ორი ცოლის - ორი ევას - არსებობის იდეა საკმაოდ ადრე დაიბადა, ლილიტის პიროვნებასთან სამყაროს დაბადების ასეთი ქრონოლოგიით დაკავშირება მოხდა მხოლოდ შუასაუკუნეებში.






ამბობენ, რომ მეცნიერებმა არ იციან, საიდან გაჩნდა ლილიტის პერსონაჟი. ზოგი მიიჩნევს, რომ ეს ვამპირებზე (ლილლუ) შუმერული მითების გამოხმაურებაა ან მესოპოტამიური მითები Succubus-ზე (ღამის ქალ დემონებზე), რომლებსაც უწოდებდნენ „ლილინ“.



ბაბილონის თალმუდში ლილიტი მოხსენიებულია ოთხჯერ, მაგრამ დაბადების, გენეზისის წიგნზე ლილიტის პირველი მიბმა მოხდა მხოლოდ „ბენ-სირის ანბანი“ ( IX–X საუკუნეებში).

image

"ლილიტი" ჯონ კოლიერის სურათი




Thought Co აგრძელებს:



ბენ -სირის ანბანის მიხედვით, ლილიტი ადამის პირველი ცოლი იყო, მაგრამ ისინი გამუდმებით ჩხუბობდნენ. ვერ თანხმდებოდნენ სექსზე, რადგან ადამს ყოველთვის ზემოდან სურდა ყოფნა, ლილიტსაც სურდა დროდადრო დომინანტი ყოფილიყო . ამ და სხვა უთანხმოების გამო ლილიტმა გადაწყვიტა ადამისგან წასულიყო.

image

მან წარმოთქვა ღმერთის სახელი (რაც აკრძალული იყო), ცად ამაღლდა და ადამი დატოვა მარტო ედემის ბაღში. ღმერთმა მასთან სამი ანგელოზი გააგზავნა და უბრძანა ძალით დაებრუნებიათ ქმრისთვის, თუ ნებით არ წამოყვებოდა.

ანგელოზებმა ის შავ (წითელ) ზღვაში ნახეს, მაგრამ ვერ შეძლეს მისი ვერც ნებით და ვერც ძალით დაბრუნება. საბოლოოდ მათი უჩვეულო შეთანხმება ასეთი იყო - ლილიტმა პირობა დადო რომ ახალშობილ ბავშვებს არაფერს დაუშავებდა, თუ მათ დაიცავდა ამ სამი ანგელოზის სახელებიანი ამულეტი:


„ანგელოზები წამოვიდნენ ღმერთისგან და დაედევნენ ლილიტს, და იპოვეს ის შუა ზღვაში, იქ, სადაც ეგვიპტელებს დახრჩობა ელოდათ. მათ უთხრეს ღმერთის ნება, მაგარამ მან არ ისურვა დაბრუნება. ანგელოზებმა თქვეს: „ ჩვენ ჩაგძირავთ წყალში“.




image




„დამტოვეთ, - თქვა მან, - მე შექმნილი ვარ იმისთვის, რომ ჩვილებს ავადმყოფობები მოვუტანო. თუ ბავშვი ბიჭია, ჩემი ძალაუფლება მასზე რვა დღე, ხოლო გოგონაზე, თვრამეტი დღე გაგრძელდება“.






როდესაც ანგელოზებმა მისი სიტყვები მოისმინეს, მოსთხოვეს უკან დაბრუნება. მაგრამ მან დაიფიცა ცოცხალი და მარადი ღმერთი: „როდესაც დაგინახავთ თქვენ, ან თქვენს სახელებს, ან თქვენს გამოსახულებას ამულეტზე, მე არ მექნება ძალა ჩვილზე“.




ის ასევე დასთანხმდა, რომ ყოველ დღე მისი ასი ბავშვი გარდაიცვლება. ამიტომ, ყოველ დღე ასი დემონი კვდება. ამიტომ იწერება ანგელოზების სახელები ჩვილი ბავშვების ამულეტზე. როდესაც ლილიტი ხედავს ამ სახელებს, მას ახსენდება საკუთარი ფიცი და ბავშვი გამოჯანმრთელდება“.



(ბენ-სირის ანბანი).




image


"ღამის დედოფალი"; ერთ-ერთი ვერსიით ლილიტის გამოსახულება. ჩვ.ე. მეორე ათასწლეულის დასაწყისი. ბრიტანეთის მუზეუმი.





ასეთი ვერსია არსებობს „პირველ ევაზე“, ადამის დემონ და თავნება ცოლზე, რომელიც ღვთის ნების წინააღმდეგ წავიდა და ჩვილების მკვლელად იქცა.




image



თქვენ იცოდით ლილიტის შესახებ?

ცხრიდან ერთ-ერთი უდიდესი ეშმაკი „დემონლოგიის სრულ წიგნში“ (The Complete Book of Demonolatry)[12].



ლილიტი- ებრაული მითის მიხედვით ადამის პირველი ცოლი. მოგვიანებით სატანის ცოლი. მრავალი დემონოლოგის თანახმად, ლილიტი მართავს სუკუბებს (სიძვის დემონები, რომლებიც ადამიანის სექსუალური ენერგიით იკვებებიან და ადამიანთან სექსუალურ კავშირს ამყარებენ. სუკუბებს შეუძლიათ გაანაყოფიერონ ადამიანი და მის დაბადებას შეუწყონ ხელი, ამ შემთხვევაში იბადებიან, ჯადოქრები და მაგები. მითის თანახმად სწორედ ასეთი განაყოფიერების შედეგად გაჩნდა ცნობილი ინგლისელი ჯადოქარი მერლინი.)


ლილტზე ამბობენ, რომ ის ახალშობილ ჩვილებს ანადგურებს. ამ მიზეზთა გამო ებრაელები კარებზე წერენ ფორმულას, რომელიც ლილიტს აიძულებს წავიდეს.


image


ლილიტი-ჯოჯოხეთის პრინცესა.





***



იხილეთ ასევე:


1. უწმინდურთან თანაცხოვრების შემდეგ ქალები "ეშმაკს" ბადებდნენ




2. ვატიკანი პანიკაშია! თურქეთში უძველესი ბიბლია აღმოაჩინეს.





3. რატომ შექმნა ღმერთმა ბოროტება? პასუხი შთამბეჭდავი და სულისშემძვრელია!





***

2
1475
11-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:melody_inside
melody_inside
1475
  
2018, 28 ივლისი, 22:48
მეტი ასეთი სტატია
2018, 20 ივლისი, 12:22
ბარაქალა თქვენს ნებისყოფას, საინტერესო სტატიაა, მაგრამ სამწუხაროდ ასეთი ღირებული სტატიები კარგა ხანია უკვე არ იზიდავს მკითხველს, შიშველი კარდაშიანებია "ცვეტში"...
0 1 2