x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რატომ დაიბანა ხელები პილატემ?

image


უ. შექსპირის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პიესა – «მაკბეტში» მოთხრობილია გენერლის შესახებ, რომელიც ხელისუფლებაში, შოტლანდიის მეფის მკვლელობის შემდეგ მოდის. ამას ის არასდროს გააკეთებდა, რომ არა მისი მეუღლე, ლედი მაკბეტი. ამ ამბის შემდეგ, მალევე, საბედისწერო ქალბატონს ნამუსის ქენჯვნა დაეწყო და მიხვდა, რომ ცივსისცლიანი მკვლელობა — ისე ადვილი არა ყოფილა, როგორც ეგონა. დანაშაულის გრძნობით გატანჯულ ლედი მაკბეტს ჰგონია, რომ ხელები სისხლით აქვს დასვრილი და ცდილობს, ის დაბანვით მოიცილოს.
ეს მოჩვენებითი სისხლის და ცოდვების ჩამორეცხვის, ჩვენთვის ცნობილი, ერთადერთი ისტორია არ არის. მაგ., ევანგელეში, პილატე პონტოელი «ხელებს იბანს», ქრისტეს განაჩენის გამოცხადების შემდეგ. მსგავსი ფაქტები ცნობილია თანამედროვე ფსიქოლოგიაშიც, როდესაც დამნაშავეები ხელების დაბანვით, საკუთარი სინდისის ხმის ჩახშობას ცდილობენ. მკვლევარებმა ადამიანების ასეთ ქმედებას «ლედი მაკბეტის ეფექტი» შეარქვეს და როგორც აღმოჩნდა, ის მეტისმეტად ძლიერი არის:

ამ საკითხთან დაკავშირებით, ტორონტოს უნივერსიტეტის (University of Toronto) მეცნიერთა ჯგუფმა, ჩენ-ბო ჩჟუნის ხელმძღვამელობით, მთელი რიგი კვლევები ჩაატარა. მათ ექსპერიმენტებში მოხალისეები ორ ჯგუფად გაყვეს და საკუთარი წარსულის გახსენება სთხოვეს. ამასთან, ერთ ჯგუფს კეთილი საქმეები უნდა გაეხსენებინა, მეორეს - მათ მიერ ჩადენილი, ნაკლებად ეთიკური საქციელი. შემდეგ, ექსპერიმენტში მონაწილე ყველა წევრს მისცეს ფურცლები და დაუსრულებელი სიტყვების — «W _ _ H» და «SH _ _ ER» შევსება სთხოვეს. როგორც გაირკვა, ადამიანებმა, რომლებიც საკუთარ ცოდვებზე ფიქრობდნენ, «WASH» (ინგ. «დაბანა») და «SHOWER» (ინგ. «შხაპი») დაწერეს, ხოლო ვინც კეთილი საქციელი გაიხსენა – «WISH» (ინგ. «სურვილი») და «SHAKER» (ინგ. «შეიკერი»).

შემდეგ ტესტზე, ისევ სთხოვეს გამოსაცდელებს, საკუთარი ეთიკური და არაეთიკური საქციელის გახსენება და მაგიდიდან ფანქრის ან სველი ხელსახოცის აღება სთხოვეს. ალბათ, არ გაგიკვირდებათ, რომ გაიგებთ, — ვინც საკუთარი ცოდვები გაიხსენა, მათგან, 3/4 -მა, სველი ხელსახოცი აირჩია.

ყოველივე ამის შემდეგ, მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ «სუფთა გარემოს ადამიანის ზნეობრივ ქმედებაზე შეუძლია გავლენის მოხდენა» და სამწუხარო ის არის, რომ ეს გავლენა, შეიძლება, ყოველთვის დადებითი არ იყოს. ჩჟუნი შიშობს, რომ ადამიანები, რომლებმაც სიმბოლურად ხელს დაიბანენ, თავს კარგად იგრძნობენ და უარს იტყვიან საკუთარ ქმედებაზე პასუხისმგებლობის აღებაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დაბანვის აქტი მათ რაღაც, შენდობის მსგავს გრძნობას უვითარებთ.

გამოდის რომ, პილატეს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ დანაშაულს სჩადიოდა ქრისტეს მიმართ და ხელები საქმის დასრულების ნიშნად კი არ დაიბანა, როგორც აქამდე ფიქრობდნენ, არამედ იმიტომ, რომ საკუთარი სინდისის ხმა ჩაეხშო და ნამუსის ქენჯვნა შეემსუბუქებინა.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageრა მოხდება ქვეყანაში, ყველა უზრუნველად რომ ცხოვრობდეს
ცხოვრების ინსტრუქცია (ორი იგავი)
ნუ უღალატებთ საკუთარ თავს, თუ გადაწყვიტეთ, აღარ დანებდეთ!


0
1163
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1163
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0