x
მეტი
  • 12.12.2019
  • სტატია:97302
  • ვიდეო:344149
  • სურათი:459276
ჟან შარდენი საქართველოს და ქართველების შესახებ
ჟან შარდენი საქართველოს და ქართველების შესახებ


"მეგრელები ძალიან კარგი ჯიშია ხალხია. კაცები კარგი აღნაგობისანი არიან, ქალები კი მეტისმეტად ლამაზები. მაღალი წრის ქალებს რაღაც თავისებური ნაკვთები და სინაზე აქვთ, რაც გხიბლავს. მე შემხვედრია მათ შორის მშვენიერი აღნაგობის ქალები, დიდებული იერით, საუცხოო სახითა და ტანით. გარდა ამისა, მათ აქვთ ისეთი მიმზიდველი და ალექრსიანი გამოხედვა, რომ მაყურებლისგან თითქოს ტრფიალს ითხოვენ. შედარებით ნაკლებად ლამაზები და ხანდაზმულები გადაჭარბებით ხმარობენ ფერუმარულს, იღებავენ მთელ სახეს, წარბებს, ლოყებს, შუბლს, ცხვირს და ნიკაპს. ზოგიერთი მარტო წარბების შეღებვით კმაყოფილდება. ირთვებიან, რამდენადაც კი შეუძლიათ. მათი ტანსაცმელი სპარსელი ქალების ტანსაცმელს ჩამოჰგავს, თმის დავარცხნა და დახვევა კი ევროპელი ქალების მსგავსად იციან. ატარებენ ხილაბანს, რომელიც მხოლოდ თავის ზევითა და უკანა ნაწილს ფარავს. არიან ჭეშმარიტად გამჭრიახნი და გულთბილნი. მაგრამ ამავე დროს არიან ამაყნი, ქედმაღალნი, ბოროტნი, დაუნდობელნი, ულმობელნი და უტიფარნი. სიმართლე რომ ითქვას, მეშინია, ვაი თუ არ დაიჯეროს მკითხველმა და ჩემ მიერ ნაამბობი გადაჭარბებულად ჩათვალონ. ვაცხადებ, რომ ეს სრული სიმართლეა."


მეგრელი ქალი


"მეგრელების იარაღია: შუბი, მშვილდ-ისარი, მოუხრელი სწორი ხმალი, კომბალი, ფარი, ცეცხლსასროლ იარაღს ცოტანი თუ ხმარობენ. ისინი შესანიშნავი მებრძოლები და მხედრები არიან. ძალიან დახელოვნებული არიან შუბის ხმარებაში. მშვილდ-ისრის სროლას 4 წლიდან ასწავლიან ბავშვებს, რომლებიც ისე კარგად ეუფლებიან მას, რომ გაფრენილ პატარა ჩიტსაც კი ახვედრებენ ისარს."



მეგრელები


"მეგრელები და მათი მეზობლები ღვინოს ბევრს სვამენ. ისინი ღვინის სმაში აჭარბებენ გერმანელებს და ყველა ჩრდილოელს. ღვინოში წყალს არასდროს ურევენ. კაცი და ქალი სუფთა ღვინოს სვამენ. შეზარხოშებულებს ნახევარლიტრიანი თასებიც კი ეპატარავებათ და პირდაპირ ლანგრიდან და დოქებიდან სვამენ.


ქართველი ქალი


"ქართველების მოდგმა უმშვენიერესია მთელს აღმოსავლეთში და შემიძლია ვთქვა მთელს მსოფლიოშიც. აქ არ მინახავს არცერთი მახინჯი სახის ქალი ან კაცი. ქართველთა უდიდესი უმრავლესობა იმდენად მშვენიერია, რომ მსოფლიოსი სადმე ძალიან იშვიათად თუ იპოვი. ქალების უმეტესი ნაწილი ბუნებას იმდენად სიკეკლუცით დაუჯილდოებია, რომ სხვა ასეთს ვერსად შეხვდებით. შეუძლებელია თვალი მოჰკრათ აქაურ ქალს და არ შეგიყვარდეთ. არ შეიძლება დახატოთ ქართველი ქალების სახესა და ტანზე უფრო მშვენიერი სახე და ტანი. მშვენიერნი, თვალტანადნი, წერწეტნი და კეკლუცნი. იშვიათად ნახავტ, რომ ქალი უშნოდ იყოს ჩასუქებული. მხოლოდ ის აუშნოებს ქართველ ქალებს, რომ ფერ-უმარულს იცხებენ. უმშვენიერესნი სხვებზე უფრო მეტადაც კი იცხებენ ფერ-უმარულს.


1671 წ.





ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
225
4-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
225
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0