x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ცილოვანი დიეტა სიმსივნის რისკს 4-ჯერ ზრდის!

ცილოვანი დიეტა სიმსივნის რისკს ზრდის
ცილოვანი დიეტები, ისეთი როგორიცაა დუკანის დიეტა, ატკინსის დიეტა და პალეო დიეტა, ყველაზე პოპულარულ დიეტებად ითვლება. თუმცა, დადასტურებული ფაქტია ისიც, რომ ცილოვანი დიეტები საშიშია ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით თირკმელების და ღვიძლისთვის. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის - საფრთხე თქვენი ჯანმრთელობისათვის გაცილებით დიდია. თუ თქვენ ცილოვან დიეტას იცავთ, მაშინ უმჯობესია გადახედოთ თქვენს მენიუს და დაფიქრდეთ, გიღირთ თუ არა ასეთ ფასად წონის დაკლება, მას შემდეგ რაც გაეცნობით, რა დასკვნამდე მივიდა ექიმთა საზოგადოება.

მეცნიერთა კვლევებით, აღმოჩნდა რომ ცილოვანი დიეტები სიმსივნის განვითარების რისკს 4-ჯერ მეტად ზრდიან და რისკ-ფაქტორებით მოწევას არ ჩამოუვარდება.

მეცნიერების მიერ გამოკვლეული იქნა 6.000-ზე მეტი 50 წლის ასაკის და უფრო უფროსი ადამიანები და აკვირდებოდნენ მათ 18 წლის განმავლობაში. მათ აღმოაჩინეს, რომ 50-65 წლის ასაკის ის ადამიანები, რომელთა კვებაში ცხოველური ცილების რაოდენობა დიდი იყო, 4-ჯერ მეტად ავადდებოდნენ და იღუპებოდნენ ამ კვლევების მიმდინარეობის პერიოდში. ამ კვლევების შედეგები დეტალურად გამოქვეყნდა ჟურნალ “Cell Metabolism”.

“პოპულარული დიეტები უმეტეს შემთხვევებში დიდი რაოდენობის ცილებს შეიცავს. დიახ, მათ შეუძლიათ წონა კარგად დაგაკლებინოთ, თუმცა ის ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას“ - აღნიშნავენ სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერები, რომელთა მიერ იყო ჩატარებული ეს კვლევები.

ცილები ისევე საშიშია, როგორც მოწევა?

მეცნიერების თვალსაზრისით, მაღალი ცილოვანი დიეტის და კვების რისკი უტოლდება სიგარეტის მოწევის რისკს. მწეველ ადამიანებში, ასევე 4-ჯერ მეტი შანსია სიმსივნური დაავადებების განვითარების, ვიდრე არამწეველებში.

მკვლევარებმა ასე მოახდინეს ცილების შემცველობის კლასიფიკაცია - „მაღალ-ცილოვანი დიეტა“, ეს არის კვება სადაც ცილების რაოდენობა 20%-დან ზევითაა. „საშუალო ცილოვანი დიეტა“ – 10-დან 19%-მდე ცილების შემცველობა და „დაბალ-ცილოვანი დიეტა“ – 10%-ზე ნაკლები შემცველობის შემთხვევაში.

თუმცა, ის რაც ერთ ასაკში მავნებელია, სხვა ასაკში პირიქით სასარგებლოც კი შეიძლება აღმოჩნდეს. კვლევებმა აჩვენა, უფროსი ასაკის ადამიანები, 65 წელს ზევით თუ ზრდიან ცილების რაოდენობას, უფრო ნაკლებად ავადდებიან სიმსივნით და უკეთ ინარჩუნებენ ჯანმრთელობას.


რამდენად საშიშია მცენარეული ცილები?

რაც შეეხება მცენარეული წარმოშობის ცილებს - ამ შემთხვევაში სიმსივნის განვითარების რისკი ფაქტიურად გაქრა იმ ადამიანებში, ვინც ცილების ძირითად რაოდენობას მცენარეებიდან იღებდა, განსაკუთრებით კი პარკოსნებიდან.

ამის მიზეზად მეცნიერები მცენარეული ცილების განსხვავებულ შემადგენლობას ასახელებენ. მცენარეული წარმოშობის ცილები არ ასტიმულირებენ ზრდის ჰორმონის გამოყოფას, ისე როგორც ცხოველური ცილები.

ამის გამო, მეცნიერთა თვალსაზრისით ხმელთაშუაზღვის დიეტა, რომელიც შეიცავს დაბალი რაოდენობის ცილებს და მეტი რაოდენობის ნახშირწყლებს (ნელ ნახშირწყლებს), ყველაზე კარგი ვარიანტია წონის დასაკლებად, ისე რომ ჯანმრთელობა შენარჩუნებული იყოს და სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზრდოს. ჯანმრთელობისათვის რეკომენდირებულია 0, 8 გრამი ცილა სხეულის მასის 1 კილოგრამზე. მაგალითისთვის, 60 კილოგრამი წონის ადამიანისათვის რეკომენდირებულია დღეში 45-50 გრამი ცილა, თან ისე, რომ უპირატესობა მიენიჭოს მცენარეულ ცილებს.

ცდები თაგვებზე

იმის გასარკვევად, თუ რა კავშირია ცილების დიდი რაოდენობის მიღებას და სიმსივნის განვითარებას შორის, მეცნიერებმა ცდა თაგვებზე ჩაატარეს, რომლებსაც კანის სიმსივნის უჯრედების ინექციას უკეთებდნენ. აღმოჩნდა რომ, ცილოვანი დიეტა მაღლა სწევდა ზრდის ჰორმონის დონეს, რომელიც ხელს უწყობდა სიმსივნის უჯრედების გადარჩენას და გამრავლებას.

„ჩვენმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ცილოვანი დიეტის დროს რისკ-ფაქტორები იზრდება, რადგან ის ხელს უწყობს ნორმალური უჯრედების სიმსივნურ უჯრედებად გარდაქმნას და შემდეგ მათ გამრავლებას“ - ასეთია მეცნიერთა თვალსაზრისი, რომელიც 18 წლიანი დაკვირვების შედეგად მიიღეს.

0
250
შეფასება არ არის
ავტორი:ნინა ილურიძე
ნინა ილურიძე
250
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0