x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ვინ იყვნენ მაიაკოვსკის შვილები - ისტორია, რომელიც დიდხანს უცნობი რჩებოდა
image

მაიაკოვსკის სახელი ბევრისთვის წინააღმდეგობებით სავსე ემოციებს იწვევს: ახალი სამყაროსკენ სწრაფვა, უმრავლესობისთვის გაურკვეველი, "უცნაური" და გამომწვევი ლექსები, შთამბეჭდავი პლაკატები, რევოლუცია...

მისი ლექსებიდან ბავშვები იგებდნენ რა არის კარგი და რა არის ცუდი... თუმცა თავად პოეტისთვის ეს შეკითხვა თავისი ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე საბოლოოდ მაინც პასუხგაუცემელი დარჩა.

ჰქონდა უამრავი რომანი, ჰყავდა უკანონო შვილები... სიკვდილის წინ დატოვებულ წერილში კი მხოლოდ იმას ითხოვდა, არავინ დაედანაშაულებინათ მის სიკვდილში და არ ეჭორავათ, რადგან "მიცვალებულს ეს საშინლად სძულდა".


ფართო საზოგადოებისთვის დიდხანს უცნობი რჩებოდა მაიაკოვსკის შვილების შესახებ ინფორმაცია. ამ სტატიში სწორედ მათზე ვისაუბრებთ.


1920 წელს ვლადიმირმა გაიცნო მხატვარი ელიზავეტა ლავინსკაია, რომელიც მოქანდაკის, ანტონ ლავინსკის მეუღლე იყო. პოეტის გარდაცვალებიდან ათი წლის შემდეგ სწორედ ანტონ ლავინსკიმ შექმნა მაიაკოვსკის საფლავისთვის ფუტურისტული რკინის კუბო.


imageფოტოზე: ელიზავეტა ლავინსკაია


მოქანდაკემ, როგორც ჩანს, იცოდა თავისი ცოლისა და ვლადიმირის ახლო ურთიერთობის შესახებ. მიუხედავად ამისა, ელიზავეტასა და ვლადიმირის ვაჟი, რომელიც 1921 წელს დაიბადა, მაინც თავისი შვილად ჩაწერა. აღნიშნული ისტორია საზოგადოების დიდი ნაწილისთვის უცნობი იყო, თუმცა ვლადიმირ მაიაკოვსკთან გლებ-ნიკიტა ლავინსკის მსგავსებას ბევრი აღნიშნავდა. ფაქტი გასაჯაროვდა მას შემდეგ, რაც სატელევიზიო ეკრანებზე გამოვიდა მაიაკოვსკის 120 წლისთავისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმი "მესამე ზედმეტია".

Елизавета Лавинская,  московский скульптор,  внучка поэта Владимира Маяковского на фоне портрета ее деда. 1996 г.
ფოტოზე: ელიზავეტა ლავინსკაია, ვლადიმირ მაიაკოვსკის შვილიშვილი, 1996 წ.


პოეტის მეორე შვილსაც იგივე ბედი ერგო: ელიზავეტა ზიბერტი მაიაკოვსკიმ 1925 წელს გაიცნო, აშშ-ში მოგზაურობისას. იგი ამერიკაში ელი ჯონსის სახელით ცხოვრობდა და პოეტის თარჯიმანი და, როგორც ჩანს, საყვარელი იყო.



Посмотреть изображение в Твиттере
ელი ჯონსთან პოეტს ქალიშვილი შეეძინა, თუმცა გოგონა ელის ყოფილმა ქმარმა ოფიციალურად თავის შვილად აღიარა. მაიაკოვსკი არ უარყოფდა ამ კავშირს და ორი წლის ქალიშვილის სანახავად საფრანგეთშიც კი ჩავიდა. თუმცა სულ ეს იყო, სხვა არაფრის შეთავაზება არ შეეძლო, ან... არ სურდა. ჰელენ პატრიცია ტომპსონის შესახებ სიმართლე მხოლოდ დედამისის, ელი ჯონსისა და ოფიციალური მამის გადაცვალების შემდეგ გაირკვა. თავად ჰელენი ოთხმოცდაათი წლის ასაკში, 2016 წელს გარდაიცვალა.
Дочь Владимира Маяковского,  профессор Нью-Йоркского университета Патриция Томпсон на выставке,  посвященной 110-й годовщине со дня рождения ее отца. 2003 г.
ვლადიმირ მაიაკოვსკის ქალიშვილი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი, ჰელენ პატრიცია ტომპსონი, მამის 110 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენაზე, 2003 წ.



ბევრი თვლის, რომ შვილებზე უარის თქმა მაიაკოვსკის ლილია ბრიკმა გადააწყვეტინა, ქალმა, რომელიც პოეტის გრძნობებით მისი სიცოცხლის ბოლომდე მანიპულირებდა. მათ სკანდალურ ისტორიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ. image
გაცილებით უფრო ლამაზ ისტორიას წარმოადგენს ვლადიმირ მაიაკოვსკისა და პარიზში მცხოვრებ ტატიანა იაკოვლევას ურთიერთობა. სრულიად უჩვეულო ამბავი, რომელზეც საფრანგეთში ლეგენდები დადის... იხილეთ ვრცლად.
image
ასევე დაგაინტერესებთ:
0
1322
9-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1322
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0