x
image
თამილა გურაშვილი
ენ-დი-აის” კვლევით აქართველოში მცხოვრებ ადამიანებს სისხლში ზომაზე მეტი რაოდენობის ტყვია აქვს

image
რამდენიმე დღის წინ “ენ-დი-აის” საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლორა ტორნტონმა საგანგაშო განცხადება გაავრცელა, რომ საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს სისხლში ზომაზე მეტი რაოდენობის ტყვია აქვს და ყველას მოუწოდა, ანალიზები გაიკეთონ.

მანამდე ქართველმა ექიმმა მალინა ბერიკაშვილმა ისაუბრა, რომ ქართველი ერი დიდი საფრთხის წინაშე დგას, რომ მას რაღაც ანადგურებს და სიმსივნით დაავადებულთა რიცხვი კატასტროფულად იმატებს.

დღეს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით გაერო-ს ბავშვთა ფონდთან და იტალიის ჯანდაცვის ინსტიტუტთან ერთად საქართველოში სექტემბრიდან დიდი კვლევა ჩატარდება.

მისივე თქმით, ქვეყანაში ამ კუთხით საგანგაშო სიტუაცია არ არის, თუმცა გასაანალიზებელია არსებული სურათი.
-აუცილებელია, გავაანალიზოთ, რაც გვაქვს, დავგეგმოთ, რას ვაკეთებთ და შემდეგ შესაბამისი გადაწყვეტილებები მივიღოთ. დღევანდელი შეხვედრა ეძღვნება ამ საკითხს, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, ცალკეულ ჯგუფებში ჩატარებული მცირე კვლევები გვიჩვენებს, რომ ზომიერი მატებაა 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, დაახლოებით 15%-დან 20%- ის ფარგლებში.

ტორნტონის თქმით, საწვავი, რომელიც ქვეყანაში შემოდის, აუცულებლად უნდა კონტროლდებოდეს. საქართველოში კი ისეთი საწვავი შემოდის, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა მოიხმარს, ძირათადად აფრიკის ქვეყნები.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ ჩვენს ქვეყანაში ჰაერში ტყვიის შემცველობა ევროპულ დონეს ხუთჯერ ჩამოუვარდება და ამ მხრივ პრობლემა პრაქტიკულად არ არის. ასევე გამორიცხავენ საწვავში ტყვიის არსებობასაც. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელმა ნოე მეგრელიშვილმა განაცხადა, პრობლემის მიზეზი სხვაგან უნდა მოიძებნოს:

-ტყვიის წყაროებს სწორად უნდა მივაგნოთ და პრობლემა ვეძებოთ იქ, სადაც ამის ყველაზე მაღალი ალბათობაა – სათამაშოებში, საღებავებში. იყო შემთხვევა, როდესაც ადამიანი დააპატიმრეს იმის გამო, რომ სუნელების რაოდენობას საღებავებით ზრდიდა. – განაცხადა ნოე მეგრელიშვილმა.

0
29
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0