x
image
გემი დალანდი
როგორ ცხოვრობენ აფრიკის მდიდარი ბავშვები მაშინ, როცა სხვები შიმშილობენ
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ზიმბაბვეში, ქვეყანაში, რომელიც კონგოს შემდეგ პლანეტის უღარიბეს ქვეყნადაა აღიარებული. თუმცა, სანამ ქვეყნის მოსახლეობა თავის გადარჩენისთვის იბრძვის, “ოქროს ახალგაზრდობად" წოდებული ახალგაზრდები ოქროში ბანაობენ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. კერძო თვითმფრინავები, იახტები, მოვერცხლილი როლს-როისი, ფულის დასტები და ოქროს პისტოლეტი... ისინი არაფერში არ იზღუდავენ თავს. უნდა ითქვას, რომ ეს ახალგაზრდები ზიმბაბვეს ყოფილი პრეზიდენტის, მუგაბეს სანათესაო წრიდან არიან, რომელიც გასული წლის ნოემბერში თანამდებობიდან გადააყენეს და დააპატიმრეს. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მათი ქონებაც ჩამორთმევას ექვემდებარება?

imageისინი არ დგანან პურის რიგში, როგორც მოსახლეობის 2/3. ისინი ძვირადღირებული ავტომობილებით დადიან და რამდენიმე ათასად ღირებულ სასმელებს მიირთმევენ. მათი საშოპინგო ადგილები პარიზი ან დუბაია, სადაც საკუთარი თვითმფრინავებით მიფრინავენ და რაც ყველაზე მთავარია - საკუთარი სიმდიდრის სოციალურ ქსელებში აფიშირებისაც არ ერიდებათ.

imageთავის დედას, რომელსაც ძვირფასი ნივთებისადმი სიყვარულის გამო გრეის გუჩი შეარქვეს, არც ყოფილი პრეზიდენტის ვაჟები ჩამორჩებიან - 24 წლის რობერტ მუგაბე და 20 წლის ჩატუნგა მუგაბე.

სექტემბერში რობერტ მუგაბემ ორი როლს-როისი შეიძინა, შემდეგ კი “ბეტმობილი", რომლითაც დუბაიში იწონებდა თავს.


imageამას გარდა, სოციალურ ქსელში რამდენჯერმე დადო საკუთარი თვითმფრინავის ფოტოები, საიდანაც ჩანს, რომ თვითმფრინავის სალონი ოქროთია მოპირკეთებული.

imageდიქტატორის ვაჟები გარეგნობასაც დიდ ყურადღებას აქცევენ. მაგალითად, ეს ფეხსცმელი, რომელიც ჯუზეპე ძანოტის კოლექციიდანაა და ნიანგის ტყავისგანაა დამზადებული, 14 ათასი დოლარი ღირს.

image

მსგავსი ფუფუნების საგნებით მხოლოდ დიქტატორის ვაჟები როდი იწონებენ თავს. მაგალითად, მაგნატის და პოლიტიკოსის, ფილიპ ჩიანგას ქალიშვილები - ვანესა და მიშელი.

ვანესას ზიმბაბველ კარდაშიანსაც უწოდებენ.

imageმისი და მიშელი, ამტკიცებს, რომ უბრალო ცხოვრებით ცხოვრობს, თუმცა მისი ინსტაგრამის ფოტოები საპირისპიროზე მეტყველებენ.

მიშელი Land Rover Victoria Beckham-ით გადაადგილდება, რომელიც 100 ათასი დოლარი ღირს, თაფლობის თვეს კი, რომელიც სეიშელის კუნძულებზე გაატარა და 65 ათასი დოლარი დაუჯდა, მიშელმა იაფფასიანი უწოდა.imageბიზნესმენის ქლიშვილები უარს არ ამბობენ ძვირფას ბეწვეულზე, ლომის ტყავისგან შეკერილ ჩანთებზე. დაბადების დღის ტორტებზე მოოქრული ნაკეთობა კი მათთვის უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა.

ამ დროს კი, სიღარიბის ზღვარს მიღმა მოსახლეობის 93% ცხოვრობს.

33 წლის გენიუს კადუნგურეც როლს როისის ფანია. ამ სკანდალურმა ბიზნესმენმა კარიერა გაზის მოპოვებით დაიწყო, რომლის ნებართვაც თავისი კავშირებით მოიპოვა.

image

თანატოლებს არც სიდნეი ჰამბირა უმცროსი ჩამორჩება, მამამისი ქვეყნის ერთ–ერთი მდიდარი ადამიანია, რადგან პრეზიდენტმა მუგაბემ მას გადასცა ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარების ყველა კონტრაქტი.

image

კარგად ცხოვრობენ მქადაგებლებიც, რომლებიც მთელ კონტინენტზე მოგზაურობენ და რელიგიურ კონცერტებს და შეხვედრებს მართავენ. ასეთი მქადაგებელია უებერტ ანგელი, რომელიც წვეულებებზე რამდენიმე ათას დოლარს ხარჯავს, საკუთარი დაბადების დღის გადახდა კი 32 ათასი დოლარი დაუჯდა.

image ცოტა ხნის წინ მან ყვითელი ლამბორჯინის ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე წარწერა იყო: ფული ინტელექტუალური მონაპოვარია, რომელსაც სულელების კომპანია არ უყვარს.

image

უებერტი თავის სიმდიდრეს თავის ჭკუას უკავშირებს და ხშირად ამბობს, რომ სიღარიბე-სულელების ხვედრია.


ვიკნელ ჩივაიო-ყველაზე მდიდარია თავის თანატოლებს შორის. მას რამდენიმე ობიექტი აქვს ჰარარეში, აქვს შეკვეთით დამზადებული რამდენიმე ავტომობილი და უმეტესად აშშ-ში ატარებს დროს, სადაც ხშირად ყიდულობს ძვირფას საიუვილერო და დიზაინერულ ნაწარმს.

imageimage

ძნელი სათქმელია, რა ელით ამ ახალგაზრდებს და მათ ქონებას, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი დააპატიმრეს, ყოველ შემთხვევაში, თანამემამულეების მსგავსად, შიმშილი არ ემუქრებათ. ამისთვის საკმარისია როლექსის ერთი საათიც რომ გაყიდონ.




1
711
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
711
  
2018, 20 ივლისი, 11:42
ფული ინტელექტუალური მონაპოვარია--მომეწონა ეს ფრაზა.
0 1 1