x
მეტი
  • 23.10.2018
  • სტატია:81931
  • ვიდეო:333912
  • სურათი:439209
ცნობილი უცხოელები ქართველების და საქართველოს შესახებ (ნაწილი I)

ცნობილი ადამიანები ქართველების და საქართველოს შესახებ


1) "სპარსელების აღწერისას, ძველი მოგზაური შარდენი ამბობს, რომ მათი სისხლი უაღრესად გაკეთილშობილებულია ქართველებთან გახშირებული ქორწინებების გამო. სპარსეთში არ მოიძებნება გამოჩენილი სპარსი, რომელსაც ქართველი დედა არ ჰყავდეს."


ჩარლზ დარვინი


ჩარლზ დარვინი


2) "ყველა ევროპელი, რომელიც საქართველოში მოხვედრილა, ერთხმად ლაპარაკობს ქართველი ქალიშვილების სრულიად გამორჩეულ მშვენიერებაზე. საქართველო მზეთუნახავთა ორანჟერეა გახლავთ."


იმანუელ კანტი


იმანუელ კანტი


3) "არსებობს ქვეყნები სადაც სილამაზე უპირატესობად არ ითვლება, რადგან უმრავლესობა ლამაზია - მოგზაურები ამას ერთხმად ამბობენ საქართველოზე."


სტრაბონი


სტრაბონი


4) "ეს ერი - ქართველები, ცოდოა რომ გადაშენდეს და საშიშია, რომ გამრავლდეს..."


გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი


ჰეგელი


5) "ნეოლითური ხანის (ძვ.წ. 10, 200 - 2000 წწ.) არა მარტო ესპანეთის, არამედ საფრანგეთის, ინგლისისა და გერმანიის მთელი ტერიტორიისა, ყოველ შემთხვავაში რაინამდე ეკუთვნოდა როგორც ჩანს იბერიულ რასას."


ფრიდრიხ ენგელსი


ფრიდრიხ ენგელსი


6) "არ შემიძლია არ გამოვხატო ჩემი აღტაცება ქართველი ერისადმი. თაყვანს ვცემ საქართველოს და მწამს, რომ ესაა დიადი ქვეყანა, სადაც დიდი ერი ცხოვრობს."


სიუზან ეიზენჰაუერი (პრეზიდენტ დ. ეიზენჰაუერის შვილიშვილი)


სიუზან ეიზენჰაუერი


7) "ქართველები ლამაზი, მამაცი, ბრწყინვალე მოისრეები და ბრძოლებში ქებული მეომრები არიან. მათი სარწმუნოება ბერძნულ-ქრისტიანულია. თმას მოკლედ იკრეჭენ. ეს ის ქვეყანაა, რომლის გავლითაც ალექსანდრე მაკედონელი უნდა გაბრუნებულიყო დასავლეთში, მაგრამ მისი აღება ვერ შეძლო (ეს არაა დამტკიცებული ისტორიულად). ამისი მიზეზია არა მარტო გზათა სივიწროვე, არამედ მთასა და ზღვას შორის გაწოლილი ქვეყნის მცხოვრებთა სიმამაცე. ამიტომაც ალექსანდრემ ვერ შეძლო მისი გავლა და ააგო სიმაგრე, რომელსაც რკინის კარები ეწოდება (დარუბანდი). საქართველოში ბევრია აბრეშუმი, ოქროქსოვილი, რომლის სადარსაც ვერსად ნახავ. დედამიწაზე არსადაა ასეთი სონღული. ტბაში თევზია და ტყეში ნადირი. ხალხი ეწევა ვაჭრობასაც და ხელოსნობასაც. აქ ბევრია მთა, ხევი და თათრებმაც კი ვერ შეძლეს ამ ქვეყნის მთლიანად დაპყრობა."


მარკო პოლო (1254-1324 წწ.)


მარკო პოლო


8) "ასეთი ბუნება, ასეთი ცა ქმნის ადამიანებს შორის უმშვენიერეს, უნატიფეს ქმნილებებს, ამასთან სრულ თანხმობას ამ ქმნილებათა შორის. მშვენიერ ადამიანთა - ქართველთა ქვეყანა გვიმტკიცებს ამას."


იოჰან იოაკიმ ვინკელმანი (1717-1768 წწ.) - გერმანელი ისტორიკოსი და არქეოლოგი.


იოჰან ვინკელმანი


9) "ქართული კინო უჩვეულო ფენომენია. სპეციალური, ფილოსოფიური ნათება, რთული და ამავე დროს ბავშვურად წმინდა და უმანკო. მასში ყველაფერია, რაც მე მატირებს და მინდა გითხრათ რომ ჩემი ატირება არც ისე ადვილია"


ფედერიკო ფელინი


ფედერიკო ფელინი


10) "მეხილა საქართველო - კაცობრიობის კულტურის აკვანი, ეს ყოველთვის იყო ჩემი სანუკვარი ოცნება".


ვერნერ სიმენსი


ვერნერ სიმენსი




ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
248
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
248
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0