x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ლეონარდო დიკაპრიო ცოლს ირთავს? ნახეთ, ვინ გახდა მისი რჩეული
ლეონარდო ვილჰელმ დიკაპრიო, ყველასთვის კარგად ნაცნობი ამერიკელი მსახიობი და კინოპროდიუსერია. დაიბადა და გაიზარდა კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჯელესში. სამსახიობო კარიერა დაიწყო 1990-იან წლებში გადაღებულ საპნის ოპერებსა და სიტკომებში. (სიტუაციური კომედია, შემოკლებით სიტკომი — თეატრალური და კინოხელოვნების ჟანრი, კომედიის კლასიკური სახეობა, რომელშიც გმირები მათთვის ნაცნობ, საერთო გარემოში (ოფისი, ბინა) კურიოზულ, სასაცილო ვითარებაში ხვდებიან). ოცდაათზე მეტი კინო როლი აქვს და ბრიტანული კინოაკადემიის დაჯილდოებაზე (BAFTA) ორჯერ იყო ნომინირებული, სამჯერ SAGs-ზე და შვიდჯერ ოქროს გლობუსზე, არის ასევე ვერცხლის დათვის მფლობელი.


მან სახელი გაითქვა ჯეკ დოუსონის როლის შესრულებისთვის ფილმში "ტიტანიკი", რომელსაც მოყვა სხვა კიდევ ბევრი საინტერესო როლები და მაყურებელმა ძალიან მალე შეიყვარა უნიჭიერესი მსახიობი. თუმცა, თითქმის ოცდარვაწლიანი მუშაობისა და შეუდარებელი შესრულების მიუხედავად, ოსკარი მხოლოდ ახლახანს, ოსკარის დაჯილდოების 88-ე ცერემონიალზე მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში The Revenant მიიღო.

დიკაპრიო ჯილდოზე 6-ჯერ იყო ნომინირებული და ეს მისი პირველი ოსკარია.


მხოლოდ კინოს სამყაროში კი არა, ცხოვრებაშიც წარმატებებით სარგებლობს ლეო, რასაც მისი რჩეულების სია მოწმობს, რომელიც 20-25-ზე მეტი, ერთმანეთზე უკეთესი ქალებისგან შედგება.





image



მსახიობს ნოემბერში 44 წელი უსრულდება და ქალების გულთა მპყრობელი ამ დრომდე უცოლო მამაკაცების სიას ეკუთვნოდა, თუმცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ცოლს ირთავს, რამაც მისი თაყვანისმცემელი მანდილოსნების შოკი გამოიწვია.


სანდო წყაროები იტყობინება, რომ მსახიობს ურთიერთობა აქვს 21 წლის მოდელთან Camille Morrone. წყაროები იმასაც იტყობინება, რომ ლეო იმდენად დიდ სიყვარულს განიცდის მის მიმართ, რომ მზადაა დაქორწინდეს.




image




ივნისში, პაპარაცების მიერ კიდევ ერთი უტყუარი ინფორმაცია გავრცელდა. წყვილი, კამილას დედასთან და მამინაცვალთან ალ პაჩინოსთან ერთად, ბევერლი ჰილზის ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში დააფიქსირეს და ისიც დაუმატეს, რომ ვახშამი მათი ნიშნობის მოტივით იყო გამართული. ყველა სტუმარი სრული აღლუმით იყო მისული და ლეო თავის რჩეულს მშობლების წინაშე უპრობლემოდ კოცნიდა.




imageimageimage




იმასაც ამბობენ, რომ ლეოს წინა ურთიერთობები ქორწინებით მხოლოდ იმიტომ არ სრულდებოდა, რომ დედა იყო წინააღმდეგი.


ლეოს ნათქვამიც გაიხსენეს, რომ მისი ცოლი აუცილებლად უნდა ყოფილიყო დედის მსგავსი, რაც, მისი ასაკის მამაკაცისგან ცოტა უცნაურად ჟღერს.


ისღა დაგვრჩენია, რომ თუ მართლა გადაწყვიტა დაქორწინება, ბედნიერება ვუსურვოთ ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ მსახიობს.



image




იხილეთ აგრეთვე:


Leonardo DiCaprio-ს საყვარლების სრული სიაimage





ლეონარდო დიკაპრიოს ახალი, შოკისმომგვრელი რჩეულიimage



1
610
15-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
610
  
2018, 19 ივლისი, 11:17
ეშველა თუ გვეშველა, როგორც იქნა ეს მექალთანე უღელს დაიდგამს. :)))
0 1 1