x
მეტი
  • 23.04.2019
  • სტატია:89001
  • ვიდეო:339415
  • სურათი:451480
მალე გაყიდვაში გამოვა გრაფენისგან დამზადებული მუდმივი ქურთუკი

imageინოვაციურ მატერიას შეუძლია შეაჩეროს ტყვია.


ბრიტანულმა კომპანია Vollebak-მა დააანონსა ახალი ქურთუკის სავაჭრო ქსელში გაშვება, რომელიც ამ წლის შემოდგომიდან არის დაგეგმილი. ქურთუკი შეიცავს გრაფენს, რომელიც ძალიან მსუბუქი და ზეგამძლეა.

ინოვაციური ქურთუკი მთელი ცხოვრება გაგიძლებთ, წყალგაუმტარია და ძალზე მსუბუქი, სამწუხაროდ, ფასი ჯერჯერობით არ არის მითითებული.

image

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც საფეიქრო მრეწველობაში იქნა გამოყენებული. შარშან კომპანია Inov-8 გაყიდვაში გაუშვა გრაფენისგან დამზადებული ზეგამძლე ბოტასები, რომლის ფასი 200 დოლარია.

შეაგახსენებთ, ახალი ელემენტი გრაფენი აღმოაჩინა ჰოლანდიელ-ბრიტანელმა ფიზიკოსმა, ანდრია გეიმმა რუს კოლეგა კონსტანტინე ნოვოსელოვთან ერთად, რისთვისაც მათ 2010 წელს ნობელის პრემია გადაეცათ.

გრაფენი 200-ჯერ უფრო მყარია ფოლადზე, მყარია ალმასზე, მას შეუძლია ელ-დენის გატარება ათასჯერ უფრო კარგად, ვიდრე სპილენძს.

გრაფენი არის აგრეთვე ყველაზე თხელი მატერიალი, ძალიან მცირე რაოდენობას შეუძლია დიდი ფართობის დაფარვა, მაგალითად, ერთი გრამით შეიძლება საფეხბურთო მოედანის დაფარვა.

0
291
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
291
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0