x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ცნობილმა მომღერალმა ბიონსემ სპორტული ტანსაცმლის საკუთარი "ხაზი" შექმნა "Topshop"–ან თანამშრომლობით

image ინტერნეტ ქსელში გამოჩნდა ბიონსეს მონაწილეობით სარეკლამო ვიდეორგოლი, სადაც მომღერალი პრეზენტაციას უკეთებს სპორტული ტანსაცმლის საკუთარ, საავტორო ხაზს, რომელიც მან შექმნა "Topshop"–თან თანამშრომლობით.
სპორტული ტანსაცმლის და აქსესუარების მოდურმა, ახალმა ხაზმა მიიღო სახელი, რომელიც ბიონსემ საკუთარი გოგონას სახელიდან აიღო "Ivy Park" (სარეკლამო რგოლში ჩანს ეს გოგონა).
საავტორო ხაზის რეკლამირებისას ბიონსე თაყვანისმცემლებს ურჩევს და უჩვენებს, რომ თავი არ აარიდონ ფიზიკურ აქტიურობას – თავად მომღერალი მირბის "სარბენ ბილიკზე", დაცურავს, დარბის ტყეში, ცეკვავს, იძლევა იოგას გაკვეთილს და ეს ყველაფერი არ არის.
ძნელად მოიძებნება აქტიური ადამიანი, რომელიც ბიონსეს სარეკლამო ვიდეორგოლის ნახვის მერე არ ჩაიცვამს სპორტულ ფეხსაცმელს და შესაძლებლობის ფარგლებში არ გაიქცევა სავარჯიშოდ სპორტულ დარბაზში.
ცნობილმა მომღერალმა და სიმღერების ავტორმა აღნიშნულ სარეკლამო, საავტორო რგოლში გამოიყენა საკუთარი კოლექციის რამდენიმე ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები "Ivy Park"–ს "ხაზიდან. ბიონსეს ახალი ხაზის ტანსაცმელმა, ფეხსაცმელმა და აქსესუარებმა უკვე 200 ერთეულს გადააჭარბა, რაც ახლად გახსნილი სამოდელო ხაზისათვის ცოტა არაა.
ბიონსეს სამოდელო ხაზის ნაწარმი უკვე იყიდება აშშ–ს და ევროპულ მაღაზიებში.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimage











0
69
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
69
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0