x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
მარგველაშვილი "ოცნებას" გაურიგდა და დაგვტოვა"გაღიმებული"- უფლებადამცველი,მერაბ ბლადაძე

image
"ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა ასეთი უპასუხისმგებლობა გამოიჩინა....ჩვენს საინიციატივო ჯგუფთან შეთანხმების თანახმად, პრეზიდენტს, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის წარდგენის თაობაზე განცხადება 18 ივლისს უნდა გაეკეთებინა. მანამდე კი 17 ივლისს, 19:00 საათზე ბათუმში ერას მოედანზე “გოჩა გუგუნავას მხარდამჭერი აქცია“ უნდა ჩაგვეტარებინა....თუ დაინახავდა, რომ მხარს ათასობით ადამიანი დაგვიჭერდა, მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთებდა შესაბამის დასკვნას.
მართლაც, მოსახლეობის უპრეცედენტო მობილიზება შევძელით, მაგრამ “სუსი, რისი სუსია“ და მოხდა ის, რაც მოხდა: პრეზიდენტი არა 18 ივლისს, როგორც შევთანხმდით, არამედ 17 ივლისს, აქციის დაწყებამდე ერთი საათით ადრე აკეთებს განცხადებას და წარადგენს “ოცნების“ კანდიდატს, რითაც მიახვედრა მოსახლეობა, რომ “აქციაზე მისვლას აზრი აღარ ჰქონდა“...
ასე დაგვტოვა “გაღიმებული“ მისმა აღმატებულებამ - საქართველოს პრეზიდენტმა.
მე მგონია, ეს ისტორია, სახელმძღვანელოში უნდა შევიდეს სათაურით: " როგორ არ უნდა იქცეოდეს პრეზიდენტი“ - წერს ბათუმელი უფლებადამცველი, მერაბ ბლადაძე.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც მანამდე კონსულტაციებს ატარებდა ოპოზიციურ პარტიებთან აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ გოჩა გუგუნავას და არმაზ ახვლედიანის შესაძლო წარდგენის საკითხზე, „ქართულ ოცნებას“ გაურიგდა.

სავარაუდოდ, პრეზიდენტი მთავრობის თავმჯდომარედ „ქართული ოცნების“ კანდიდატს, თორნიკე რიჟვაძეს წარადგენს.


0
189
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
189
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0