x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
19 წლის მამამ ჩვილი გაგუდა, რადგან ის ძილის საშუალებას არ აძლევდა
ასეთი ხალხი ცხოვრობს ჩვენ გარშემო ...

image

ახალგაზრდა მამა შეერთებული შტატებიდანაა, იგი არკანზასის შტატში ცხოვრობს. ამ ქმედების შემდეგ, მან ბავშვის მიმართ ელექტროშოკი გამოიყენა.


19 წლის ტეილორს ბრალი წაუყენეს მისი ქალიშვილის განზრახ მკვლელობის გამო. მამამ პატარა გოგონა იმის გამო გაგუდა, რომ მას ძილის საშუალებას არ აძლევდა და ხშირად ტიროდა.



თავდაპირველად ტეილორმა პოლიციას განუცხადა, რომ ბავშვმა დილით 5:30 საათზე გაიღვიძა და იგი ბოთლით გამოკვება, შემდეგ კი კვლავ გააგრძელა ძილი.


მამამ ასევე განაცხადა, რომ როდესაც მან გაიღვიძა, ბავშვი უკვე გაგუდული დახვდა, ამის შემდეგ მან დამაგრძელებელი გადაჭრა, დენში შეაერთა და ამ ხერხით სცადა პატარა გოგონას გადარჩენა.


მოგვიანებით ტეილორმა აღიარა, რომ გოგონას სახეზე ხელი დააფარა და ამ მეთოდით გაგუდა, მიზეზი კი ის იყო, რომ მან ძილის საშუალება არ მისცა.


19 წლის მამამ აღიარა საკუთარი დანაშაული და აღიარებითი ჩვენება წარადგინა.image


ბიჭი გამოტყდა იმაში, რომ მან ბავშვი დაახლოებით ღამის 2 საათზე გაგუდა და ამის შესახებ არავის არაფერი უთხრა. გოგონას დედამ პოლიცია დილით 9 საათზე გამოიძახა, ეს მაშინ მოხდა, როდესაც გაიღვიძა და ნახა, რომ ბავშვი აღარ სუნთქავდა.image


ტეილორის მეზობლებმა განაცხადეს, რომ ასეთ რამეს ვერ წარმოიდგენდნენ, რადგან ბიჭს პატარა გოგონა ძალიან უყვარდა და მას ყოველთვის საჩუქრებით ანებივრებდა.


ახალგაზრდა ბიჭს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

5
387
4-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
387
  
2018, 18 ივლისი, 21:54
ეს არ უნდა არჩინო, ელექტროსკამი ან ინექცია შტატის კანონმდებლობა თუ ითვალისწინებს ამას.
2018, 18 ივლისი, 21:20
სიკვდილით დასჯაზეც ეწერა მაგრამ აღარ გადმოვთარგმნე. ან სამუდამო ელოდება ან სიკვდილით დასჯა, პრინციპში ორივე ერთი და იგივეა.
2018, 18 ივლისი, 19:29
ტიპი ფსიქოპატია, მე ვერ წამომიდგენია ასეთი ასაკის ბავშვი გამგუდველი მამა, რომ ნორმალური იყოს...
2018, 18 ივლისი, 18:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 18 ივლისი, 15:26
ელექტროსკამი არ მოქმედებს მის შტატში? ეს ცოცხალი როგორ უნდა დატოვო კაცმა?
0 1 5