x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134368
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508442
სტატია ეძღვნება მეუღლეების სარჩენ "მუქთახორა" ქმრებს, რომლებსაც მუშაობა ეზარებათ, მეუღლის ნაოფლარს კი გემრიელად მიირთმევენ უსირცხვილოდ

image სტატიის დაწერა მეგობრის სტატუსმა გადამაწყვეტინა, ის "უბედური" ენის პატრონია, მაგრამ რასაც წერს და ამბობს, როგორც იტყვიან "წყალი არ გაუვა".
ვხედავ უამრავ მამაკაცს, რომელიც მთელი დღე ნარდის ან ბანქოს თამაშით იქცევს თავს, მათი შვილები, დები და მეუღლეები კი ხან სად მუშაობენ და ხან სად, ოღონდ კი საქართველოში დარჩენილი ოჯახი არჩინონ.
ქართველი ემიგრანტებითაა სავსე საბერძნეთი, იტალია, ესპანეთი, გერმანია და აქვე, მეზობელ თურქეთში ხომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე გაიგებ ემიგრანტი ქართველი ქალბატონების ქართულ საუბარს.
შეიძლება ჩემი ასაკიდან გამომდინარე ბევრმა იფიქროს, ვინაა ეს ლაწირაკი, ჭკუა, რომ გვარიგებსო, მაგრამ მე ვამბობ იმას, რასაც ვხედავ და ვთვლი: მამაკაცი, რომელიც ჯანმრთელია და მაინც სამუშაოდ უცხოეთში აგზავნის ოჯახის წევრ ქალბატონებს, მათ შორის მეუღლეს, არ იმსახურებს პატივისცემას.
კაცი ხარ და გევალება ოჯახის რჩენა, სამუშაო არააო, თავს იმართლებს ბევრი.
მუშაობა თუ არ გეზარება, ოჯახის შესანახ თანხას ყოველთვის იშოვის კაცი, ქალაქელს შეიძლება ცოტა გაუჭირდეს, მაგრამ სოფელში მცხოვრებ კაცს როგორ უნდა გაგიჭირდეს სამუშაოს პოვნა.
სათიბია, თხილის შეჭრაა, თხილის დარგვაა, ციტრუსის მოვლაა, თხილის შეგროვებაა–ყველაფერში მუშხელი ჭირდება ფერმერს და თუ მუქთახორა არა ხარ, წადი და იმუშავე, მუშაობა სამარცხვინო სულაც არაა, სამარცხვინოა ცოლის წვალებით ნაშოვნ–გამოგზავნილ ფულს მუცლის "ამოსაყორად", რომ გამოიყენებ ჯანმრთელი კაცი ან ცოლის გამოგზავნილი მანქანით იწყებ "კაცობას".
სხვა თუ არაფერი, სოფლად ყანა მოთოხნე, ლობიო, სოიო და გოგრა მოიყვანე, ყურძენს მოუარე, გინდა მტევნად გაყიდე, გინდა ღვინო დადგი და ისე გაყიდე, ოჯახში საკვებიც გექნება და გასაყიდიც.
საქონელი გაზარდე და მარტო ნამატით გაიტანს ოჯახი თავს. მაგრამ როცა მუშაობა გეზარება და სხვის ხარჯზე გინდა ცხოვრება, არა ხარ შარვლის ტარების ღირსი.
სოციალური დახმარება რად უნდა 1 ჰექტარი მიწის მფლობელ საშუალო ასაკის კაცს, რომელსაც ჯანმრთელობის მხრივ არანაირი პრობლემა არა აქვს?
image ესეც ჩემი უფროსი მეგობრის სტატუსი. ამ ადამიანმა ცალი ფეხი აფხაზეთის ომში დაკარგა, მიუხედავად ამისა ეზო და გარემო ბაღნარად აქვს ქცეული მეუღლესთან და შვილებთან ერთად.

3
152
9-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
152
  
2018, 18 ივლისი, 22:41
მე კი სოფელი მინდა :(
2018, 18 ივლისი, 21:55
იშვიათი გამონაკლისი ხარ, ყველა ქალაქში გარბის სამწუხაროდ...
2018, 18 ივლისი, 21:34
დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი სოფელში, საქონელსაც მოვუვლიდი და ეზოსაც მივხედავდი. მაგრამ არ მაქვს სოფელი სამწუხაროდ.
0 1 3