x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
გოგონას 135 მეტრიდან IPHONE 7 PLUS-ი გადაუვარდა,ტელეფონი არც გატყდა და გადაღებაც განაგრძო(ვიდეო)
image

აშშ-ში გოგონას Apple iPhone 7 Plus-ი 135 მეტრის სიმაღლიდან ხელიდან გაუვარდა, როდესაც StarFlyer-ის ატრაქციონზე ერთობოდა.


შემთხვევის დროს გოგონა ვიდეოს იღებდა, ასე რომ, ახლა შესაძლებელია მთლიანი ვიდეოს ნახვა, როგორ იფრინა აიფონმა 135 მეტრი, არ გატყდა და მეტიც, გადაღება განაგრძო.

გოგონამ ატრაქციონიდან ჩამოსვლის შემდეგ დაიწყო აიფონის ძებნა, ჯერ პროგრამით "იპოვე აიფონი", შემდეგ კი ზარი გაუშვა საკუთარ ტელეფონზე, მისდა გასაკვირად, გაჯეტი ბალახზე აღმოაჩინა მუშა მდგომარეობაში, ერთადერთი რაც იყო, აიფონს კორპუსზე ნაჩხაპნი აღენიშნებოდა.


image

"გადავწყვიტე, ორლანდოში StarFlyer-ის ატრაქციონი მომენახულებინა, რომელიც ყველაზე მაღალია მსოფლიოში ამ კატეგორიის ატრაქციონებს შორის, ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა, მაგრამ რაღაც მომენტში ჩემი აიფონი ხელიდან გამივარდა, რითაც იმ მომენტში ვიდეოს ვიწერდი. ჩემდა გასაკვირად, ყველაფერი კარგად დასრულდა, აიფონი ბალახზე დაეცა და კვლავ მუშაობს"-აღნიშნა გოგონამ.

იხილე ვიდეო

0
201
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
201
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0