x
მეტი
  • 28.10.2020
  • სტატია:104438
  • ვიდეო:348185
  • სურათი:469091
როგორ ყავას ანიჭებთ უპირატესობას? იცოდით, რომ ეს თქვენს ხასიათზე მეტყველებს? - აი, რას ამბობენ მეცნიერ-ფსიქოლოგები
image

იცოდით, რომ იმის მიხედვით, თუ რანაირი ყავა გიყვართ, შეიძლება თქვენს ხასიათზე ვისაუბროთ? მეცნიერ-ფსიქოლოგებმა შეადგინეს ადამიანების საერთო მახასიათებლები იმის მიხედვით, თუ რომელ ყავას ანიჭებენ ისინი უპირატესობას.


მაშ ასე, ნახეთ და თავად დარწმუნდით:

1. ფილტრის ყავა შაქრის გარეშე - თქვენ ხართ ძლიერი პიროვნება. არ გაურბიხართ პასუხისმგებლობებს და არ გრცხვენიათ, საკუთარი შეცდომები რომ აღიაროთ.


2. ფილტრის ყავა შაქრით - როგორც ჩანს, ხშირად გიჭირთ გადაწყვეტილების მიღება, შეგიძლიათ საკუთარი ინტერესები დაივიწყოთ სხვისი გულისთვის და მერე ინანოთ.

3. ნალექიანი ყავა - თქვენთან ყოველთვის გრძნობა უფრო წინ დგას, ვიდრე გონება. ხართ ძალიან კეთილი და სხვა ადამიანებშიც იმავეს აფასებთ.

4. ხსნადი ყავა – საკუთარი თავი წარმატებულად და მიზანდასახულად მიგაჩნიათ. ყოველთვის მოკლე გზას ირჩევთ პრობლემის გადასაჭრელად.

5. ყავა რძით და შაქრით – როგორც ჩანს, რთული ხასიათი გაქვთ. ხშირად ადვილად ღიზიანდებით და მალე გეცვლებათ ხასიათი.

6. ყავა კოფეინის გარეშე – თქვენ გაწონასწორებული ხასითი გაქვთ. ბევრი რამით ხართ დაინტერესებული, მაგრამ ეს ინტერესები მაინც ზედაპირულია.

3
432
6-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
432
  
2018, 13 აგვისტო, 11:58
,,მესამე და სამართალი,,)))))))
2018, 25 ივლისი, 8:20
მეც მიყვარს ხსნადი ყავა,ერთი კოვზი ყავა+ერთი კოვზი შაქარი და ვურევ პატარა კოვზით ერთმანეთს ცოტა წყლით,იღებს ქაფს და შემდეგ ვასხამ ადუღებულ წყალს,ეს გამასინჯეს პირველად ბათუმში 61-ში დეიდაშვილმა,იმის შემდეგ სულ ასე ვსმან,არის უგემრიელესი.
2018, 18 ივლისი, 9:34
ხსნადი მიყვარს
0 1 3