x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ამერიკაში დურგალმა 9 ლატარიის ბილეთი იყიდა და ცხრავემ მოიგო
imageდურგალი რობერტ ლანდსტეტი ამერიკის შტატ მასაჩუსეტსიდან საკუთარ ინტუიციას ენდრო, იყიდა 9 ლატარიის ბილეთი Mass Cash drawing -ი და ცხრავემ მოიგო.


მამაკაცმა ბილეთები სხვადასხვა ადგილზე იყიდა, თავიდან ოთხი ბილეთი სუპერმარკეტში შეიძინა, ორი - მინიმარკეტში, ორიც - სახლთან ახლოს კუთხის პატარა მაღაზიაში, უკანასკნელი კი - ბენზინგასამართ სადგურზე.


მამაკაცმა ყველა ბილეთში ერთი და იგივე ციფრები ჩაწერა:1-7-11-26-30; ორი ბილეთი ლენდსტატმა საკუთარ შვილებს აჩუქა - ქალ-ვაჟს.


დურგალმა მოგების შესახებ დილის გაზეთებიდან შეიტყო, საერთო მოგებამ 900 000 დოლარი შეადგინა, მამაკაცი მოგებული თანხით ბანკის იპოთეკის დაფარვას გეგმავს, დანარჩენით ბავშვების სწავლის ფულს გადაიხდის.



" ეს მოგება დიდად არ შეცვლის ჩვენს ცხოვრებას, ჩვენ უბრალო ხალხი ვართ, ერთი ეგაა, ამის შემდეგ დანაზოგი გაგვიჩნდება"-განაცხადა რობერტის ვაჟმა.

image

გასულ თვეში კიდევ ერთმა ამერიკელმა შტატი აიდაჰოდან მოიგო 2 მილიონი დოლარი ლატარეა Powerball-ში 18 წლიანი წვალების შემდეგ. საქმე იმაშია, რომ ამ 18 წლის განმავლობაში მაიკლ ტრენი ანალოგიურად, სულ ერთსა და იმავე ციფრებს წერდა:6-10-15-25-36;

0
471
10-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
471
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0