x
image
თაზუ
როგორ გავათეთროთ ტანსაცმელი სახლის პირობებში

image გთავაზობთ ნივთების გათეთრების საუკეთესო საშუალებას. ჩემს ტანსაცმელზე გამოვცადე და ძალიან კმაყოფილი დავრჩი. ეს მეთოდი საკმაოდ ეკონომიურია და თავისი ეფექტურობით არ ჩამორჩება ქიმწმენდას. ინგრედიენტები: 10 ლ მდუღარე წყალი, 1ჭ. ფხვნილი, 1ს.კ. სოდა, 4ს.კ. ზეთი, 4ს.კ. მათეთრებელი

გაამზადეთ ტანსაცმელი რეცხვისთვის. ჩაყარეთ აღნიშნული ინგრედიენტები ცარიელ ემალის ქვაბში და ჩაასხით ცხელი წყალი. კარგად მოურიეთ ხის კოვზით, რათა ყველა კომპონენტი დაიშალოს. ჩადეთ ქვაბში ტანსაცმელი და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 20 წუთის განმავლობაში. დატოვეთ ქვაბში მთელი ღამით. დილით გაავლეთ სარეცხ მანქანაში და შედეგით კმაყოფილი დარჩებით.

0
76
1-ს მოსწონს
ავტორი:თაზუ
თაზუ
76
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0