x
image
alex999
Mediator image
სადღეგრძელოებით აღწერილი მწარე რეალობა....
სოციალურ ქსელში დაიდო იუმორისტული ხასიათის სადღეგრძელოები, რომელიც მწარე რეალობასთან არის დაკავშირებული. წარმოგიდგენთ, ამ facebook პოსტს მცირედი ცვლილებებით (ცენზურის დაცვით)...


გემი იძირებოდა, ეკიპაჟი წყალში ჩაცვივდა და იხვეწებიან: ღმერთო ჩვენ ცოლებს რამდენჯერაც სხვისთვის მიუცია იმდენი ნაფოტი გადმოგვიგდეო. ზოგს არაფერი არ ერგო, ზოგს ერთი ორი ნაფოტი - ბოცმანს კი ლამის მთელი ტყე დაეყარა თავზე, დააჯდა ზედ და მშვიდობიანად გამოცურა ნაპირზე...


image


"მოდი იმ ქალს გაუმარჯოს ქმარს რომ გასაჭირში არ მიატოვებს!"



"ეს იმ კაცს გაუმარჯოს თავიდან რა მასალითაც გაკეთდა, ბოლომდე იმ მასალად რომ დარჩაო."


"ისეთ კაცს გაუმარჯოს, ცოლი რომ გაუბ.....ა და მის ჯინაზე პიდარასტობას რომ დაიწყებს."


"კახელს გაუმარჯოს, შვილის ნიშნობაზე სტუმრებს ფრანგული ღვინით რომ დაათრობს."


"იმ კაცს გაუმარჯოს დასასვენებლად რომ წავა და ქალაქს დაასვენებს."


"ქათმის გრიპით დაღუპულ არწივებს გაუმარჯოს."


"იმ კაცს გაუმარჯოს შარშან რო უნდა მომკვდარიყო მარა დღესაც რო ცოცხალია..."


"იმ კაცს გაუმარჯოს ერთიც რო კიდია და მეორეც, მარა რო კითხო წაუკითხავს და უნახია კიდეც."


"იმ კაცს გაუმარჯოს გვერდით ანგელოზი რომ უზის და სხვის ეშმაკს ეჩალიჩება."


"იმ კაცს გაუმარჯოს ფული რომ შემოაკლდება და ცოლს ბო..ბას დააწყებინებს."


" იმ კაცს გაუმარჯოს, ბენზინ გასამართი სადგური რომ აქვს და მანქანას გაზზე გადააკეთებს..."


"იმ კაცს გაუმარჯოს დედის საფლავს რომ გადააბიჯებს და სიდედრის საფლავზე გული წაუვა...''


"იმ კაცს გაუმარჯოს, გოჭს რომ დრუჟბა ხერხით დაკლავს, მეზობელმა ჭყივილი არ გაიგოს და არ გადმოვიდესო."


"იმ ალპინისტებს გაუმარჯოთ, 10 მწვერვალი რომ აქვთ დაპყრობილი და მეცხრეზე ბინა არ უნდათ, იქ რა ივლისო."


"ეს იმ პაატას გაუმარჯოს, სააკაძის მოედანზე რომ ცხოვრობს და ქურთების მდგმურია."


"ეს იმ ახალ ქართველს გაუმარჯოს ახალ მერსედერსში სიმღერას რო უსმენს "რა ვქნა რო ბედი არ მწყალობს”."


"იმ კაცს გაუმარჯოს, 41-დან 45-მდე რომ ტყეში იმალებოდა და გამარჯვების 26 მაისს მგელმა შეჭამა."


"იმ კაცს გაუმარჯოს, წვერულვაშს რომ მოუშვებს და ფეხებს გაიპარსავს."


"იმ კაცს გაუმარჯოს, მაცივარი სავსე რომ აქვს და დედიმისისას მიირთმევს."


"იმ კაცს გაუმარჯოს, გაფუჭებულ ტანკს, რომ გმირულად შეუვარდება ბორბლებში."


"იმ კაცს გაუმარჯოს, ორივე ბაბუა რო ფაშისტებმა ფრონტზე მოუკლეს და ჩემპიონატზე გერმანის ბალეშიკია."


"იმ კაცს გაუმარჯოს, მამის კისერზე რომ ზის და დედიმისისას მიირთმევსო."


"იმ კაცს გაუმარჯოს, სტუმარს მარანში ყავას რომ მიართმევს."


"იმ კაცს გაუმარჯოს, დედამისის პენსიით, სიდედრს რომ აგარაკზე დასასვენებლად გაუშვებს."


"იმ კაცს გაუმარჯოს, მიცვალებულზე შარვალ-კოსტუ
მი რო შეშურდება."


"იმ კაცს გაუმარჯოს, დედას ნერვებს რომ უწამლავს და სიდედრს კიდევ ვენახსაო."


"იმ კაცს გაუმარჯოს, შამფურს ჯართში რომ ჩააბარებს, რა ჩემფეხებად მინდაო."


"იმ კაცს გაუმარჯოს, ნინოობას გოგო რომ ეყოლება და სახელად გრეტას დაარქმევს."


"იმ კაცს გაუმარჯოს, სიმამრს რომ მერსედესს აჩუქებს და მამას რომ მეტროს ტალონს უყიდის."


"იმ კაცს გაუმარჯოს ოთარაანთ ქვრივი რომ არ წაუკითხავს და “ბლანკოს ქვრივის” არცერთი სერია არ გამოუტოვებია."


"იმ კაცს გაუმარჯოს, გულზე რომ არწივი ახატია და სახლში ცოლი ჩაგრავს."


"იმ კაცს გაუმარჯოს, საახალწლო ინდაურს, მოტეხილ ფეხს თაბაშირში ჩაუსვამს."


"იმ კაცს გაუმარჯოს, ცოლის საყვარელს რომ ჭიქას მიუჭახუნებს, ძალა ერთობაშიაო."


"იმ კაცს გაუმარჯოს, შუა ზამთარში კაზინოში რომ პალტოს ფულს წააგებს."


"იმ კაცს გაუმარჯოს, ცელქ შვილიშვილს რომ დედას შეუგინებს."


"იმ კაცს გაუმარჯოს, მერსედესით რომ ტაქსაობს და კლიენტის გამოჩენამდე ავზში საწვავს არ ასხამს, დაძველდებაო."


"იმ კაცს გაუმარჯოს, ზამთარში რომ თოვლს შეინახავს, ზაფხულში გავყიდიო."


"იმ კაცს გაუმარჯოს, თოხს რომ ვაჟკაცურად მოიქნევს და პენსიონერ მამას მიაჩეჩებს ტემპი არ დააგდოო."


"იმ კაცს გაუმარჯოს, კურდღელს თოფს რომ დაუმიზნებს და გასროლისას ორივე თვალს დახუჭავ"




და რამდენია ასეთი???










სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


1. მიმდინარე წელს დასრულებული, ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერების სია

2. როგორ ცხოვრობს ჩრდილოეთ კორეის საიდუმლოებით მოცული პირველი ლედი?

3. “მინდა ყოფილ შეყვარებულს ცოლად გავყვე, მაგრამ მეუღლესთან განშორებაც არ მსურს”

4. 10 სახეობის გველი, რომელთა მოშინაურება სავსებით შესაძლებელია

5. 7 ფაქტი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ, რომელიც შესაძლოა არ იცოდეთ!

6. ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომელსაც ადამიანის გამოცნობა ყველაზე კარგად შეუძლია

7. თავდაპირველად ხე ეგონათ, მაგრამ ამოღების შემდეგ გაოცებულნი დარჩნენ!


0
405
9-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
405
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0