x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
შერიფის ექსპერიმენტი ჯგუფურ კონფლიქტზე
image

მუზაფერ შერიფი ცნობილი ფსიქოლოგია, რომელსაც მრავალი ნაშრომი ეკუთვნის. სხვა თეორიებთან ერთად მან განავითარა რეალისტური ჯგუფური კონფლიქტის თეორია.


ის ამტკიცებდა რომ ინტერჯგუფური ანუ ჯგუფებს შორის კონფლიქტი ჩნდება, მაშინ როდესაც ორი ჯგუფი ერთმანეთს დაუპირისპირდება შეზღუდული რესურსების გამო. მან ეს მოსაზრება დაამტკიცა თავისი ექსპერიმენტით.


საველე ექსპერიმენტი ჩატარდა საზაფხულო ბანაკში, სადაც იყვნენ 11-12 წლის ბიჭები, მათ არ იცოდნენ, რომ ექსპერიმენტში იღებდნენ მონაწილეობას. ისინი გახლდათ თეთრკანიანი, პროტესტანტი, საშუალო ფენის ოჯახებიდან. ბიჭები დაყვეს 2 ჯგუფად, თითოეულ ჯგუფში გადანაწილდა 11-11 ბიჭი, არცერთი მათგანი არ იცნობდა ერთმანეთს და არცერთმა ჯგუფმა არ იცოდა მეორე ჯგუფის არსებობის შესახებ.



ექსპერიმენტი მიმდინარეობდა 3 ეტაპად. პირველ ეტაპზე ჯგუფებს ახორციელებინებდნენ ისეთ მოქმედებებს, რომლებიც გაზრდიდა ჯგუფურ შეკრულობას. (მაგ. თოკის ხიდის აგება, კერძების მომზადება). ამან მართლაც გაზარდა ჯგუფური მიკუთვნებულობისა და შეკრულობის განცდა, ერთი კვირის განმავლობაში ჯგუფებმა განავითარეს საკუთარი კულტურა, ქცევის წესები, აირჩიეს სახელები თავიანთი ჯგუფისთვის „არწივები“ და „ჩხრიალა გველები“, ეს სახელები დაიტანეს მაისურებსა და დროშებზე.

image


მეორე- საკონკურსო ეტაპზე ჯგუფები გაეცნენ ერთმანეთს, ამ ფაზის მიზანი გახდლათ ჯგუფებს შორის კონფლიქტის გაღვივება.ამისთვის ჩაატრეს კონკურსი, სადაც ბიჭები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ბეისბოლში, ფეხბურთში, თოკის გადაწევაში და სხვა აქტიობებში. საერთო დაჯამებული ქულის მიხედვით მოგებული ჯგუფი ჯილდოვდებოდა თასით. ისინი იღებდნენ ინდივიდუალურ პრიზებსაც, ჯგუფის თითოეულ წევრს დაურიგდა მედალი, მრავალპირიანი დანები. წაგებული ჯგუფი კი არაფერს იღებდა. კონკურსი მოიგო „ჩხრიალა გველების“ გუნდმა, მათ საკუთარი დროშა მოედანზე დაამაგრეს და კონკურენტ ჯგუფს დაემუქრნენ რას გააკეთებდნენ თუ მათ დროშას ვინმე შეეხებოდა.


მდგომარეობა გაამწვავა შემდეგმა სიტუაციამ: დანიშნულ პიკნიკზე ერთ-ერთი ჯგუფი სპეციალურად შეაფერხა ექსპერიმენტატორებმა, რათა დაგვიანებით მისულიყვნენ. მისულზე კი მათ აღმოაჩინეს, რომ მეორე ჯგუფს მათი საკვებიც შეეჭამა.


კონფლიქტი მართლაც გაღვივდა, ჯგუფებმა ერთმანეთს დაუწყეს დაცინვა, „არწივების“ ჯგუფმა დაწვა მოწინააღმდეგის დროშა. სანაცვლოდ „ჩხრიალა გველების“ ჯგუფი თავს დაესხა არწივების ბანაკს, ბიჭებმა გადმოატრიალეს საწოლები და პირადი ნივთები მოიპარეს. ისინი იმდენად აგრესიულები გახდნენ ერთმანეთის მიმართ, რომ ექსპერიმენტატორი იძულებული გახდა ფიზიკურად დაეცილებინა ჯგუფები.

image


მესამე -თანამშრომლობის ეტაპი მიზნად ისახავდა ჯგუფებს შორის კონფლიქტის შემცირებას. შერიფი ფიქრობდა რომ უბრალოდ ერთმანეთთან კონტაქტით უთანხმოება არ მოგვარდებოდა, საჭირო იყო ჯგუფების ჩართვა საერთო საქმიანობაში, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა საერთო მიზნის მიღწევა. ბიჭებს აყენებდნენ ისეთ სიტუაციაში სადაც თანამშრომლობის გარდა სხვა გზა არ რჩებოდათ. მაგალითად, მათ უნდა შეეკეთებინათ დაზიანებული წყლის ავზი, უნდა გამოეყვანათ გაჭედილი სატვრირთო მანქანა. ამ ფაზამ გვიჩვენა რომ საერთო მიზნები უფრო ეფექტურად ამცირებს კონფლიქტს, ვიდრე კომუნიკაცია და კონტაქტი. მიზნის მისაღწევად თანამშრომლურმა ქცევებმა შეამცირა ორ ჯგუფს შორის წარმოქმნილი მტრობა და მეტიც, დაამეგობრა ისინი.

image


ეს ექსპერიმენტი სოციალურ ფსიქოლოგიაში კლასიკურ ნაშრომადაა მიჩნეული, ვინაიდან აჩვენებს, რომ ჯგუფთაშორისი მტრობა ერთსა და იმავე რესურსებზე შეჯიბრის დროს იკრებს ძალას და რომ ჯგუფებს შორის კონფლიქტი შეიძლება გახდეს ტრიგერი(აღმძვრელი) სტერეოტიპული დამოკიდებულებისა და დისრკიმინაციის.

0
359
შეფასება არ არის
ავტორი:ანანო თენიეშვილი
ანანო თენიეშვილი
359
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0