x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
Mediator image
პუტინი ტრამპთან შესახვედრად 40 წუთის დაგვიანებით მივიდა

ხოლო ტრამპი კიდევ უფრო გვიან, 20 წუთის შემდგომ გამოჩნდა

image

ჰელსინკში დაგეგმილ შეხვედრაზე, სადაც ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს, რუსეთის პრეზიდენტმა 40 წუთით დააგვიანა, მაგრამ მას კოლეგა ტრამპიც არ ჩამორჩა და იგი 20 წუთის შემდეგ გამოჩნდა.


პუტინს კარგი მიზეზი ჰქონდა: მისმა თვითმფრინავმა ადგილზე ჩასვლა დააგვიანა.


მაგრამ ტრამპს მიზეზი არ ჰქონია. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ფინეთში წინადღეს ჩაფრინდა და უკვე იქ იმყოფებოდა. იგი შეხვედრებს მართავდა ფინეთის პრეზიდენტთან. მისი დაგვიანების მიზეზები არ გამჟღავნდა.image


მათი საუბარი დაახლოებით 3 საათი გაგრძელდა.


პუტინის დაგვიანებები გასაოცარი და მოულოდნელი არავისთვისაა, რადგან ეს უკვე მისი დიდი ხნის ჩვევაა. ყველაზე ხანგრძლივი ლოდინი მასთან შესახვედრად, ვიქტორ იანუკოვიჩსა და ანგელა მერკელს ერგოთ, თითოეულმა დაახლოებით 4 საათი და 15 წუთი უქმად დაჰყო იმისთვის, რომ რუსეთის პრეზიდენტს შეხვედროდნენ.


პუტინი მხოლოდ ერთადერთ ადამიანს, რომის პაპ იოანე პავლე მეორეს შეხვდა დათქმულ დროს.



როგორ ფიქრობთ: რასთან არის დაკავშირებული ამ ორი პრეზიდენტის მსგავსი ქმედება?

2
73
6-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
Mediator image
73
  
2018, 17 ივლისი, 14:24
სტალინს ბაძავს მისი ჭკუით :)
0 1 2