x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
იცოდით, ძველ ფოტოებში, ხალხს რატომ აქვთ ხელი სხვის მხარზე?
სიტყვა ფოტოგრაფია ბერძნულიდან მომდინარეობს, რაც პირდაპირი თარგმანით სინათლის ხაზვას ნიშნავს. კარგად მოგეხსენებათ, რომ ძველად, ფოტოს გადაღება საკმაო ფუფუნებას წარმოადგენდა, ვინაიდან უდიდეს ხარჯებთან და ამავდროულად, ცოდნასთან იყო დაკავშირებული, რისთვისაც არსებობდნენ სპეციალური ფოტოგრაფები "ფოტოს გადასაღებ დაწესებულებებში", ან ხდებოდა მათი დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება მსურველთა მიერ.

ხშირად, მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია უდიდესი აზრი გადმოსცეს და იმეტყველოს უამრავი წლის წინ მომხდარ მოვლენაზე, რაც გაიძულებს მოექცე იმ ჩარჩოებში და გახდე ამბის მაზიარებელი. ფოტო, ეს ხომ ერთადერთი უნიკალური საშუალებაა დაამყარო კავშირი უამრავ ტკბილ მოგონებასთან, სადაც მთელი წარსული ცხოვრება, ბედი თუ უნიკალური ამბავია კომბინაციაში. თუმცა, მარტო ფოტოს ხილვა არას იმეტყველებს, თუ მასზე აღბეჭდილი მთავარი "ფიგურა" არ იმუშავებს ერზე განსაზღვრულ როლს. მაგრამ, ფოტოგრაფიის ტექნიკის განვითარებისა და ფოტოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად, გაიზარდა ფოტოგრაფიული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი, რაც გულისხმობს დღევანდელ თაობას, რომელთაც ყველანაირი პირობა გააჩნიათ ფოტოს გადაღებისთვის, რათა აღბეჭდონ საჭირო კადრი საჭირო დროსა და მომენტში, ფანტაზიასაც არანაირად არ უჩივიან და თუ გაუმართლათ, მალევე ჯდებიან პოპულარობის ჩარჩოებში.



image


ჯერ კიდევ 100 წლის წინ, ფოტოგრაფია იყო იშვიათი და არა ისეთი ჩვეულებრივი, როგორიც ახლაა. წარსულში გადაღებული, ახლობლებისა და შორეული ნათესავების ერთობლივი ფოტოები უდიდეს ცნობისმოყვარეობას იწვევს, რადგან ვხედავთ, როგორ უდევს ერთ ადამიანს თავისი ხელი მეგობრის მხარზე. ბევრი თქვენგანი იფიქრებდა, რომ ფაქტი მის "ხარისხზე" ან "თანამდებობაზე" მიუთითებს, თუმცა ეს ასე არაა.


image



ფოტოგრაფიის დაბადების ეპოქაში, სურათის გადაღება რამდენიმე წუთს გრძელდებოდა. ბუნებრივია, რომ ფოტოს გადაღებას, კარგი ბუნებრივი მომზადება სჭირდებოდა, რადგან კამერის წინ პოზირება, ადვილი ნამდვილად არ იყო.


image


თუ პირი, რომელიც ფოტოს გადაღების მომენტში იყო საწყის პოზიციაში და გადაღების დასრულებამდე შეცვლიდა მას, ფოტო გამოვიდოდა ბუნდოვანი და უხარისხო. ამიტომ, ხალხს რომ გაადვილებოდა კამერის წინ დგომა, ჯდომა და ა.შ, ფოტოს გადასაღებ დაწესებულებებში ნახავდით წიგნებს, სკულპტურებს, სკამებს და სხვა ისეთ ნივთებს თუ ავეჯს, რომელიც გაუადვილებდა ადამიანს ერთ პოზიციაში ყოფნას.



imageimage

1
4948
14-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
4948
  
2018, 16 ივლისი, 18:26
ძველი ფოტოები.. წარსულის სევდიანი ექო!
0 1 1