სხვა არის თუ არა ქალი საცურაო კოსტიუმით ხორვატიის პრეზიდენტი - კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა 2018, 16 ივლისი, 13:41
იუგოსლავიაში დაბრუნების შემდეგ სწავლა ზაგრების უნივერსიტეტში განაგრძო, ის ინგლისური და ესპანური ენებისა და ლიტერატურის სპეციალისტია. 1995-1996 წლებში ვენის დიპლომატიურ აკადემიაში ისწავლა, 2000 წელს კი საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე მაგისტრის ხარისხი დაიცვა. მოგვიანებით, სწავლა განაგრძო აშშ-ში. კოლინდა, ხორვატიულთან ერთად, თავისუფლად საუბრობს ინგლისურ, ესპანურ და პორტუგალიურ ენებზე, ასევე - აქვს გერმანულის, ფრანგულისა და იტალიურის საბაზისო ცოდნა. ხორვატიის ნაკრების ფინალში გასვლის შემდეგ სოციალურ ქსელებში გრაბარ-კიტაროვიჩი ძალიან პოპულარული გახდა. „ტვიტერზე“, „ინსტაგრამსა“ და „ფეისბუქზე“ აზიარებენ ქერა ქალების ფოტოებს საცურაო კოსტიუმებში და ამტკიცებენ, რომ ეს ხორვატიის პრეზიდენტია.გაგრძელება 613 შეფასება არ არის
|