x
არის თუ არა ქალი საცურაო კოსტიუმით ხორვატიის პრეზიდენტი - კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა

image

ფეხ­ბურ­თის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ხორ­ვა­ტი­ის ნაკ­რე­ბის მიერ მიღ­წე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად სულ უფრო გა­ი­ზარ­და ინ­ტე­რე­სი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტის მი­მართ. კო­ლინ­და გრა­ბარ-კი­ტა­რო­ვი­ჩი ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ძა­ლი­ან დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რია, არა­ერთ მატჩს ის პი­რა­დად და­ეს­წრო და ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი გა­ამ­ხნე­ვა. გრა­ბარ-კი­ტა­რო­ვი­ჩი 1968 წლის 29 აპ­რილს და­ი­ბა­და. ის, უმე­ტე­სად, მშობ­ლე­ბის სო­ფელ­ში იზ­რდე­ბო­და, ოჯახს ხორ­ცის მა­ღა­ზია და ფერ­მა ჰქონ­და. სტუ­დენ­ტო­ბის დროს გაც­ვლით პროგ­რა­მა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და ნიუ-მექ­სი­კო­ში გა­ემ­გზავ­რა.

იუ­გოს­ლა­ვი­ა­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ სწავ­ლა ზაგ­რე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ნაგ­რძო, ის ინ­გლი­სუ­რი და ეს­პა­ნუ­რი ენე­ბი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის სპე­ცი­ა­ლის­ტია. 1995-1996 წლებ­ში ვე­ნის დიპ­ლო­მა­ტი­ურ აკა­დე­მი­ა­ში ის­წავ­ლა, 2000 წელს კი სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე მა­გის­ტრის ხა­რის­ხი და­იც­ვა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სწავ­ლა გა­ნაგ­რძო აშშ-ში.

კო­ლინ­და, ხორ­ვა­ტი­ულ­თან ერ­თად, თა­ვი­სუფ­ლად სა­უბ­რობს ინ­გლი­სურ, ეს­პა­ნურ და პორ­ტუ­გა­ლი­ურ ენებ­ზე, ასე­ვე - აქვს გერ­მა­ნუ­ლის, ფრან­გუ­ლი­სა და იტა­ლი­უ­რის სა­ბა­ზი­სო ცოდ­ნა. ხორ­ვა­ტი­ის ნაკ­რე­ბის ფი­ნალ­ში გას­ვლის შემ­დეგ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გრა­ბარ-კი­ტა­რო­ვი­ჩი ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და. „ტვი­ტერ­ზე“, „ინ­სტაგ­რამ­სა“ და „ფე­ის­ბუქ­ზე“ აზი­ა­რე­ბენ ქერა ქა­ლე­ბის ფო­ტო­ებს სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მებ­ში და ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ ეს ხორ­ვა­ტი­ის პრე­ზი­დენ­ტია.გაგრძელება

1
613
შეფასება არ არის
ავტორი:მაცნეე
მაცნეე
613
  
2018, 18 ივლისი, 22:59
საცურაო კოსტუმიში პრეზიდენტი არ არ არის
0 1 1