x
image
Lerato
რა ახდენს ვარიკოზის განვითარების პროვოცირებას? რჩევები დაავადების თავიდან ასაცილებლად

რა ახდენს გავლენას ვენებზე და როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან ის შეცდომები, რომელიც ვარიკოზის განვითარების პროვოცირებას უწყობს ხელს?


image


არასაკმარისი სითხე


ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ეფექტური საშუალება ვარიკოზის წინააღმდეგ – დღეში 2 ლიტრამდე წყლის მიღებაა. თუ ორგანიზმი არ იღებს საკმარისი რაოდენობის წყალს, მას გაუწყლოება ემართება – სისხლი უფრო ბლანტი ხდება და შესაბამისად, დატვირთვა ვენებსა და სისხლძარღვებზე იზრდება. ეს განსაკუთრებით გაითვალისწინეთ ზაფხულის ცხელ ამინდში.


ვიწრო ტანსაცმელი და ფეხსაცმელი


შეარჩიეთ კომფორტული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომელიც ხელს არ უშლის სისხლის მიმოქცევას. არასოდეს ატაროთ ისეთი ფეხსაცმელი, რომელიც გიჭერთ ან მეტისმეტად ვიწროა. ქალებს რაც შეეხბათ, ურჩევნიათ დახვეწილი ე.წ. "შპილკა, " უფრო მოსახერხებელი ფეხსაცმლით ჩაანაცვლონ, რომლის ქუსლი დაახლოებით 4-5 სმ. უნდა იყოს.


არასწორი კვება


სტატისტიკის თანახმად დაახლოებით 15% აქვს ინფორმაცია, რომ ვარიკოზის განვითარება უკავშირდება კვებას და საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას. რაციონი უნდა შეიცავდეს მაკრო და მიკროელემენტებს ორგანიზმისთვის იდეალური პროპორციით, მის საფუძველს წარმოადგენს ხილი და ბოსტნეული -მდიდარი ვიტამინებით და სასარგებლო ნივთიერებებით.



ჭარბი წონა


ზედმეტი კილოგრამები დამტებითი დატვირთვაა ვენებისთვის. ამასთან, ჭარბი წონა ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლი პროცესს და ჰორმონალურ ფონს ცვლის, შედეგად ვენებს ელასტიურობა ეკარგება.


არ ხართ დაკავებული სპორტით


ვარჯიშის ოპტიმალური სახეობა ვარიკოზის განვითარების რისკის შესამცირებლად – აუზი და ზომიერი აერობიკაა. თუ იოგით ხართ დაკავებული ან სტატიკური ვარჯიშების შესრულება გიტაცებთ, მხედველობაში მიიღეთ, რომ ერთ პოზაში გაჩერება 2 წუთზე მეტხანს არ შეიძლება.


image


სასარგებლო რჩევები:

– მიიღეთ 2 ლიტრი წყალი


– იარეთ ფეხშიშველა და მიიღეთ კონტრასტული შხაპი


– ხანგრძლივი მგზავრობისას ეცადეთ საათნახევარში ერთხელ წამოდგეთ და ფეხები გაშალოთ. მიიღეთ საკმარისი ოდენობის სითხე და უარი თქვით ალკოჰოლურ სასმელზე.


- ცვლილებები შეიტანეთ კვების რაციონში: ამოიღეთ ისეთი პროდუქტები, რომელიც ვარიკოზის განვითარების პროვოცირებას ახდენს – დიდი რაოდენობით ყავა, ალკოჰოლი, ცხარე საკვები.


– არ ატაროთ მოუხერხებელი ფეხსაცმელი. ოპტიმალურია – ნატურალური მასალით დამზადებული ფეხსაცმელი საშუალო ზომის ქუსლით (4 –5 სმ.).


– ღამით დასვენებისას თქვენი საწოლის მოდიფიცირება მოახდინეთ: ძილის დროს, ის ადგილი სადაც ფეხები გიწყვიათ, აამაღლეთ. ამ მიზნით შეგიძლიათ მატრასის ქვეშ დამატებით პლედი დადოთ.


– ვარიკოზის პროფილაქტიკის და ფეხების ხშირი შეშუპების დროს სპეციალისტები ანტილიპიდური ჩაის მიღებას გირჩევენ.


image


ვარიკოზის პროფილაქტიკის და მკურნალობის მიზნით, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ჯეიმს ბალქი და ნატუროპათოლოგი მარკ სტენგლერი გირჩევთ მიიღოთ:


მოცვი - ზრდის სისხლის მიმოქცევას და ხელს უწყობს კაპილარების კედლების გაძლიერებას.
წაბლი – ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, ხსნის შეშუპებას, აუმჯობესებს ქვედა კიდურებში სისხლის ცირკულაციას.
ეკალი (Ruscus aculeatus) თაგვისარა – ამცირებს ვენებში მიმდინარე ანთებით პროცესებს.
ყურძნის თესლის ექსტრაქტი – შეიცავს ისეთ ნაერთებს, რომელიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უწყობს ვენების კედლების მთლიანობას.
ვიტამინი E - ათხელებს და ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას. ებრძვის ანთებით პროცესებს ვენებში.
გინგკო ბილობა (Ginkgo biloba) – ძირითადად გამოიყენება სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოსაფხვრელად.
ვიტამინი C – აუმჯობესებს ვენების ჯანმრთელობის მდგომარეობას.
ბრომელაინი (ანანასიდან გამოყოფილი ფერმენტი) - ხელს უშლის სისხლძარღვებში ფოლაქების წარმოქმნას.
ბიოფლავონოიდების კომპლექსი – ზოგიერთი ფლავონოიდი, მაგალითად – ჰესპერიდინი ეხმარება ვარიკოზული ვენების განკურნების პროცესს.
ამასთან, აღნიშნული დაავადების პრევენციისთვის სასარგებლოა ისეთი ხილის მიღება, როგორიცაა: ალუბალი, მაყვალი, მოცვი, კუნელი, რამდენადაც შეიცავენ ფლავონოიდებს, რომელიც აუმჯობესებს ვენების კედლების მდგრადობასა და ელასტიურობას.

ასევე დაგაინტერესებთ:


სისხლძარღვებთან დაკავშირებული პრობლემები – სიმპტომები და მკურნალობა. 10 პროდუქტი სისხლძარღვების კედლების გასამაგრებლად


რომელ მინერალს, რა სარგებლობა მოაქვს ჯანმრთელობისთვის?


6 პროდუქტი, რომელიც ფარისებრი ჯირკვალს ანადგურებს


თრომბის 6 სიმპტომი. ნუ დატოვებთ უყურადღებოდ – ამით შეგიძლიათ სიცოცხლე გადაარჩინოთ!


სისხლში შაქრის მაღალი დონის 14 სიმპტომი. პროდუქტების გლიკემიური ინდექსი


მოცვი – კენკრა, რომელიც უამრავ დაავადებას კურნავს


ადამიანის გადარჩენის 100% მეთოდი ინსულტის დროს




2
422
8-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
422
  
2018, 17 ივლისი, 19:46
მადლობა შეფასებისთვის, გაიხარეთ . გეთანხმებით, მით უმეტეს ჩვენთან არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის და ცხოვრების დონის გათვალისწინებით, რაც უფრო მეტი გვეცოდინება, მით უფრო დაცულები ვიქნებით!
2018, 17 ივლისი, 15:03
ძალზე საინტერესო სტატიაა, ანაკლიაში ვარ სამსახურეობრივად და ხშირად ვხედავ ახალგაზრდა გოგონებსაც კი ამობურცული კაპილარებით ფეხებზე.
რაც მეტი წაიკითხავს მით უკეთესი.
0 1 2