x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
კაცობრიობის მომავლის 6 წინასწარმეტყველება მედიცინის დარგში
image

ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი ჯორჯ ჩიორჩი გვიხატავს სურათს, თუ როგორი იქნება მომავალში კაცობრიობა იმ პერსპექტიულ სამეცნიერო გარღვევებზე დაყრდნობით, რომლის ათვისებაც უკვე დღესაა დაწყებული.


1)გენეტიკური პროფილი სოციალურ ქსელში - ყველას ექნება შესაძლებლობა, წაიკითხოს საკუთარი გენომი:გენეტიკური პროფილი სოციალურ ქსელშიც კი განთავსდება, რომ თავიდან აიცილოთ არასასურველი პარტნიორი, დღეს ხომ ბავშვების 5% იბადება სერიოზული გენეტიკური გადახრებით.



2)გენეტიკური სკანერი - მომავალში თქვენ სკანერის საშუალებით შეგეძლებათ მომენატალურად განსაზღვროთ გარემო, შეიცავს თუ არა ის თქვენთვის სახიფათო ალერგენებს ან პათოგენებს.



3)გენმოდიფიცირებული სპერმა - თანამედროვე მედიცინაში გამოიყენება სტანდარტული პრაქტიკა - აბორტი ან ექსტრაკორპორალური განაყოფიერება, გენმოდიფიცრებული სპერმა ბევრად უფრო უსაფრთხო იქნება.



4)ღორის ორგანოების გადანერგვა - სიცოცხლის გახანგრძლივების ერთ-ერთი მეთოდი იქნება ორგანოების გადანერგვა, რადგან ადამიანების ორგანოები ყველას არ ეყოფა, ამისთვის გამოიყენებენ ღორის ორგანოებს. მათი ორგანოები მდგრადი იქნება სიმსივნის მიმართ და ადაპტირებული იქნება კრიოგენურ გაყინვაზე(იმ შემთხვევაში თუ გადანერგვას მომავლისთის გადადებთ)


5)ტვინის სინთეზირებული უჯრედები - ჩვენ მომავალში ვისწავლით ღეროვანი უჯრედებიდან ტვინის ქერქის შექმნას, მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება მუტაციის და ტვინზე გარე ფაქტორების ზემოქმედების შემთხვევაში, აგრეთვე პარკინსონის და ეპილეფსიით დაავადებულთათვის, დაზიანებული უჯრედების შესავსებად.


6)დნმ-ს სერვერი - დნმ-ში შეინახება მილიონჯერ მეტი ინფორმაცია, ვიდრე ნებისმიერ თანამედროვე ინფორმატიკის მატარებელზე, მომავალში "ბიოსერვერებს"უფრო ხშირად გამოიყენებენ, ვიდრე არაორგანულ და ჰიბრიდულს სისტემებს.




image
ასევე დაგაინტერესებთ


image




0
305
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
305
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0