x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მსოფლიო ჩემპიონატი 2018-საინტერესო ფაქტები

imageაი დასრულდა უდიდესი საფეხბურთო ზეიმი, მსოფლიოს 21-ე ჩემპიონატი ფეხბურთში, რომელმაც ბევრი სიურპრიზი, სიახლე და ახალი რეკორდები მოგვიტანა.

თქვენთვის შევაგროვე საინტერესო ფაქტები ჩავლილი ასპარეზობიდან და მოდით ერთად გავეცნოთ მას.



***ეს იყო პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც გაიმართა აღმოსავლეთ ევროპაში.




***ხორვატია მესამე გუნდია აღმოსავლეთ ევროპიდან, რომელმაც ფინალში იასპარეზა უნგრეთის და ჩეხოსლოვაკიის შემდეგ.



***მრავალმა გუნდმა თავის მოთამაშეებს აუკრძალა სექსი ასპარეზობის დროს, გამონაკლისი იყო მხოლოდ ბრაზილია, მათ სრულად არ აუკრძალეს სექსი, აუკრძალეს მხოლოდ "აკრობატული პოზები".



***ბრაზილიელი ნეიმარი თამაშების დროს მთლიანად 14 წუთი იწვა მოედანზე.

image



***რუსმა რომან ზობნინმა 62 კილომეტრი ირბინა მოედანზე, ეს საუკეთესო მაჩვენებელია, რაც შეეხება ზუსტ დარტყმებს კარში, ამ მხრივ ნეიმარი გამოდგა საუკეთესო-27 დარტყმა.

image




*** ბრაზილიელებისთვის ფეხბურთი რელიგიის დონემდეა ასული, ამიტომ ჩემპიონატის მსვლელობისას დროის სარტყელის სხვაობის გამო სახელმწიფო სამსახურის მოხელეებს მთავრობამ ახალი სამუშაო გრაფიკი დაუწესა, იმისთვის, რომ ფეხბურთისთვის ეცქირათ, ან დილიდან 13 საათამდე უნდა ემუშავათ ან 14 საათის შემდეგ საღამომდე, თუმცა გაცდენილი დრო შემდგომ უნდა აანაზღაურონ.



*** FIFA-მ სექსიზმში დაადანაშაულა რუსი რეჟისორები, მატჩის მსვლელობის დროს კადრში გამუდმებით ლამაზი გოგონების ჩვენების გამო.



***სანამ FIFA სექსიზმის დასკვნით იყო დაკავებული, ამასობაში გამოცემა The SUN-მა გაანალიზა ასპარეზობაზე დამსწრე ლამაზი გოგონები და დაასახელა მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე სექსუალური გულშემატკივარი, იგი აღმოჩნდა რუსი მოდელი როსტოვიდან მარია ლიმანი.

image


*** ჩემპიონატზე მოწვეულ დიეგო მარადონას FIFA-მ არა მარტო უფასო vip-ლოჟა გამოუყო, არამედ ყოველდღიურად 11 ათას დოლარს უხდიდა, თუმცა უხამსი და არაეთიკური საქციელის გამო მარადონას ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ჰონორარი შეუწყვიტა.


***რონალდუმ დაამყარა სიჩქარის ისტორიული რეკორდი, ესპანეთი-პორტუგალიის მატჩზე მან 38, 6 კმ/სთ-ში განავითარა, რაც საუკეთესოა მსოფლიოში.

image


***დაცვაში საუკეთესო გამოდგა რუსეთის ნაკრები(229 მოგერიება, მიღება, სეივი), რაც შეეხება შეტევას, ამ მხრივ საუკეთესო ბრაზილია იყო.



***ხორვატიის ნაკრების თავდამსხმელმა ანტე რებიჩმა მისი მშობლიური სოფლის სპლიტას მოსახლეობას მთლიანად დაუფარა ბანკის კრედიტები(სოფელში დაახლოებით 500 მაცხოვრებელია)

image


***ფრანგი კილიან მბაპე(19 წლის) გახდა მეორე "თინეიჯერი" ლეგენდარული პელეს შემდეგ, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გოლი გაიტანა.იგი დასახელდა მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად

image


***მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა ხორვატიის ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი.

image



*** მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბამდირი გახდა ინგლისელი ჰარი კეინი.

image


imageასევე დაგაინტერესებთ

image

0
78
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0