x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
მოამზადეთ უგემრიელესი ყველიანი მაფინები სახლის პირობებში (2 რეცეპტი)
image


image

ინგრედიენტები:


ყველი (მაგარი) – 150 გრ.


კვერცხი – 1 ცალი

კეფირი – 200 მლ.

გამაფხვიერებელი – 0, 5 ჩ. კ.

ფქვილი – 100 გრ.


მომზადება:


I. გახეხეთ ყველი სახეხზე.

II. ათქვიფეთ კვერცხი > შეურიეთ ყველი > დაამატეთ კეფირი და კარგად შეურიეთ ერთმანეთს თასში მოთავსებული ინგრედიენტები.

III. შეურიეთ ერთმანეთს ფქვილი და გამაფხვიერებელი > დაამატეთ დანარჩენ მასას და კარგად შეურიეთ ერთნაბეთს.

IV. მაფინების ფორმაში ჩააწყეთ მაფინების პერგამენტი ან მოუსვით ნებისმიერი სახის ცხიმი და ყველიანი მასა გაანაწილეთ ფორმებში.

V. გამოაცხვეთ 200 °С -ზე 20 – 30 წთ-ის მანძილზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში.


image

ინგრედიენტები:


ფქვილი – 1, 5 ჭიქა

შაქარი – 1, 5 ს. კ.

გამაფხვიერებელი – 1 ს. კ.

მარილი – 1/2 ჩ. კ.

გახეხილი ყველი (სხვადასხვა სახეობის) – 3 ჭიქა

რძე – 1 ჭიქა

კვერცხი –1 ცალი

გამდნარი კარაქი – 100 გრ.


მომზადება:


I. დიდ თასში შეურიეთ ყველა მშრალი ინგრედიენტი: ფქვილი, მარილი, შაქარი და გამაფხვიერებელი.

II. დაუმატეთ მსხვილ სახეხზე გახეხილი ყველი > მსუბუქად გადაურიეთ, რომ ყველი და ფქვილი შეერიოს ერთმანეთს.

III. სხვა თასში ათქვიფეთ: კვერცხი, რძე და კარაქი.

IV. ფქვილისა და ყველის ნარევს დაამატეთ მეორე თასში მოთავსებული თხევადი ინგრედიენტების ნაზავუ და კარგად აურიეთ.

უნდა მიიღოთ ძალიან სქელი და წებოვანი მასა (თუ ასეთი არ იქნება, ცოტა ფქვილი დაამატეთ).

V. მაფინების ფორმაში ჩააწყეთ მაფინების პერგამენტი ან მოუსვით ნებისმიერი სახის ცხიმი და ყველიანი მასა გაანაწილეთ ფორმებში.

VI. გამოაცხვეთ 200 °С -ზე 20 – 30 წთ-ის მანძილზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageყველის ღვეზელი (4 რეცეპტი)

უგემრიელესი ყველიანი კვერები, რომლებიც პირში დნება


0
212
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
212
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0