x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
“მინდა ყოფილ შეყვარებულს ცოლად გავყვე, მაგრამ მეუღლესთან განშორებაც არ მსურს”
ხშირად, ოჯახის დანგრევის მიზეზად მამაკაცისგან ღალატს ასახელებენ. როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ქალებს უფრო კარგად შეუძლიათ დაფარონ ფარული სასიყვარულო ამბები. ზოგადად, თურმე, კაცის მოტყუება უფრო იოლია, ვიდრე ქალის. თანაც, მანდილოსნები ღიად ყვებიან მოღალატე ქმრებზე, ქმრები კი ხშირ შემთხვევაში, ამის აღიარებას დუმილს ამჯობინებენ. მოღალატე ქალბატონების უმეტესობა საკუთარ საქციელს ასე “ამართლებს”: შემიყვარდა და რა ჩემი ბრალია?.. როგორც ამბობენ, ღალატი მაშინ ხდება, როცა წყვილებს შორის ურთიერთობა თავიდანვე არაჯანსაღ საფუძველზე ეწყობა. ბევრი ანგარებით თხოვდება და დაოჯახების შემდეგ აღმოაჩენს, რომ შეცდომა დაუშვა, მეუღლის შეყვარება ვერ შეძლო, ოჯახს კი იმიტომ არ ანგრევს, რომ შეიძლება, ერთ დღეს მშიერი დარჩეს


წარმოგდგენთ სოციალურ ქსელ- facebook.com ზე ატვირთულ პოსტს, რომელსაც საკმაოდ ბევრი გამოხმაურება მოყვა, ოღიონდ არასასიამოვნო...


image


მაკო, 25 წლის:



– "ყოველთვის ბევრ მამაკაცს მოვწონდი; ბევრი “ჩალიჩობდა”, რომ მისი ცოლი გავმხდარიყავი, მაგრამ მე მხოლოდ ერთი მიყვარდა და მის გარდა, ვერავის ვამჩნევდი. ერთ დღეს შეყვარებული ღალატზე წავიჭირე: ჩემს ახლობელ გოგოს ეალერსებოდა. გაბრაზებულმა, მის ჯიბრზე გათხოვება გადავწყვიტე და ისეთ კაცს გავყევი ცოლად, რომელიც ჩემ გამო “ვენებს იჭრიდა”. სიყვარულზე ლაპარაკი ზედმეტია, მომავალი მეუღლე არც მომწონდა. სამაგიეროდ, მდიდარი ოჯახის შვილი იყო და ვიფიქრე, – მაინც უსიყვარულოდ ვთხოვდები და ცოლად ფულიანს მაინც გავყვები, იქნებ ფუფუნებამ გამაბედნიეროს-მეთქი. სულ რაღაც 2 წელიწადში მივხვდი, რომ დიდი შეცდომა დავუშვი. თავიდან მეგონა, მეუღლის შეყვარებას როგორმე შევძლებდი. ვცდილობდი, გამებედნიერებინა ადამიანი, რომელიც დიდ პატივს მცემდა, მაგრამ ერთხელაც, ყოფილ შეყვარებულს შემთხვევით, ქუჩაში გადავეყარე და ჩემს გულსა და გონებაში ყველაფერი უკუღმა დატრიალდა. გიგას დანახვამ ძველი, მაგრამ ძალიან ძლიერი სიყვარული შემახსენა. მითხრა: შენი გათხოვება ძალიან განვიცადე და იცოდე, ცოლს არასდროს მოვიყვანო. ბოდიში მომიხადა იმ ღალატის გამო, რომელიც მისთვის წამიერი სიამოვნება იყო. მითხრა, რომ ისევ ვუყვარდი და ძლიერად ჩამიხუტა. მისი ჩახუტებისას ვიგრძენი, რომ თურმე, ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ. მერე ჩემი ტელეფონის ნომერი ჩაიწერა და ხშირად მეკონტაქტებოდა."



ერთხელაც, ჩემს მეუღლეს საზღვარგარეთ მოუხდა გამგზავრება. ჰოდა, სწორედ ამ პერიოდში დავუახლოვდი ისევ გიგას, მას ყოველდღე ვხვდებოდი და მოღალატედ ვიქეცი კიდეც. მიყვარს და სწორედ ამ სიყვარულმა დამაკარგვინა თავმოყვარეობა. შემიძლია, ყოფილ შეყვარებულს ცოლადაც გავყვე, მაგრამ მეუღლესთან განშორებაც არ მსურს. ვაღიარებ, მას რომ დავშორდე, ბევრი რამ მომაკლდება. გიგა ხომ ერთი გაჭირვებული ოჯახის შვილია, რომელიც ვერაფრით გამანებივრებს, გარდა სიყვარულისა.








იხილეთ ასევე:


1. მიზეზი გაგაოცებთ - რატომ არ შეხვდა ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, აშშ-ს საგარეო საქმეთა მინისტრს?

2. თავდაპირველად ხე ეგონათ, მაგრამ ამოღების შემდეგ გაოცებულნი დარჩნენ!

3. "ისინი მე არ დამიხოცავს, ორი უცხოელი მამაკაცი იყო და მათ დახოცეს, დამემუქრნენ..." მალხაზ კობაური

4. ერთი უბრალო ტაქსის მძღოლის ისტორია - გულგრილს არ დაგტოვებთ!

5. 10 სახეობის გველი, რომელთა მოშინაურება სავსებით შესაძლებელია

6. სვანიძის ქუჩაზე ნაპოვნი ცხედარი, შესაძლოა 13 ივნისის სტიქიისას გარდაცვლილს ეკუთვნოდეს

7. ჰგავს თუ არა სანდრას მისი რძალი? - ვინ არის მადინა მელა?

8. ემიგრანტო "დედებო", გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას!


5
1123
9-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
1123
  
2018, 17 ივლისი, 0:50
ქართულად მაგას რაც შენ გინდა ბოზობა ქვია, ევროპულად თანამედროვე ცხოვრება
2018, 16 ივლისი, 15:51
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 15 ივლისი, 22:51
ორი ქმარი.. D კიდე კარგად ნაქვამია
2018, 15 ივლისი, 22:34
ვაიმე დედა, მგონ ორი ქმარი უნდა
0 1 5