x
image
alex999
Mediator image
ვინ არის ეკაპოლ ჩანანტაპოგი?

ეკოპალა ჩანანტაპოგი – ეს იმ პიროვნების სახელია, რომელმაც ტაილანდელი ბავშვების მოკლე გზით გაყვანა სცადა. მისი გამო მოზარდებს რამოდენიმე დღის გატარებამ მოუწიათ გამოქვაბულში, სადაც მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. იგი ახალგაზრდული საფეხბურთო კლუბის მწვრთნელი იყო. ტაილანდური წყაროების თანახმად, ეკოპალა ჩანანტაპოგი მწვრთნელობამდე მოძღვარი იყო.


image



სამწვრთნელო კარიერამდე, 5 წლის განმავლობაში Wat Phra That Doi Wao ის ტაძარში მოძღვარი იყო. მონასტერის მთავარი მოძღვარი, პრახრუპრაიუტჩეანუკანი ასე ახასიათებს ყოფილ მოძღვარს: "მონასტერში ის ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო. ნაკლებად პრეტენზიული, ძალიან კეთილი და უერთგულესი. არასოდეს არ სვამდა, არ ეწეოდა თამბაქოს."


image



ეკაპოლს Wild Boars -ის მთავარი დირექტორიც დადებითად ახასიათებს:


"როდესაც ჩემთან მოვიდა, ის ვერ ვიცანი. სანამ მოძღვარი გახდებოდა, ურთიერთობაც გვქონდა, მან მთხოვა, რომ გუნდის მწვრთნელად ემუშავა. მას ბავშვები ძალიან უყვარდა და ცდილობდა სპორტით დაკავებულიყვნენ, რათა მომავალში ნარკოტიკებისგან თავი აერიდებინათ. ეკაპოლი ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანია, ვინც კი დღემდე გამიცვნია."


image


23 ივნისს, ეკაპოლი და Wild Boars -ის 12 ახალგაზრდა ფეხბურთელი თამ ლუანგის გამოქვაბულში გაიხიზნნენ. ისინი ცდილობდნენ მოკლე გზით გასვლას, რამაც მათ სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა. საზოგადოებამ გუნდის მწვრთნელი ძალიან გააკრიტიკა, თუმცა ის ერთ-ერთი მთავარი პიროვნება იყო, რომელსაც ბავშვების გამოყვანაში დიდი წვილილი აქვს შეტანილი.



image


მთავარი მოძღვრის თქმით, 9 დღის განმავლობაში ბავშვების ცოცხლად შენახვა ზუსტადაც ეკაპოლის დამსახურებაა. ის იყო მორწმუნე და მან ამ მცირე პერიოდში ბავშვებს რწმენა ასწავლა.


"მონასტერში ეკაპოლმა ბევრი რამ ისწავლა. რაც პირადულ ცხოვრებაში გამოადგა, ჩვენ მონასტერში ვასწავლიდით, თუ როგორ უნდა გავუძლოთ გაჭირვებას, რატომ არ უნდა ვიტიროთ გამოუვალ მდგომარეობაში და რისი უნდა გვჯეროდეს ყველაზე მეტად... და აი ეს ყველაფერი ეკაპოლს კარგად ჰქონდა შესწავლილი და მან 9 დღეში ბავშვებს შეასწავლა, ზუსტად მისი დამსახურებაა, რომ 12-ვე ბავშვი დღეს ცოცხალია."


image



ტაილანდის ზღვის კომანდოს სერჟანტის აზრით, შესაძლოა ეკაპოლას მედიტაციით გადარჩენილიყვნენ ბავშვები.


თქვენი აზრით, ეკაპოლ ჩანანტაპოგი გმირია თუ უყურადღებო მწვრთნელი?



image









სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


1. მიმდინარე წელს დასრულებული, ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერების სია

2. როგორ ცხოვრობს ჩრდილოეთ კორეის საიდუმლოებით მოცული პირველი ლედი?

3. მიზეზი გაგაოცებთ - რატომ არ შეხვდა ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, აშშ-ს საგარეო საქმეთა მინისტრს?

4. თავდაპირველად ხე ეგონათ, მაგრამ ამოღების შემდეგ გაოცებულნი დარჩნენ!

5. მის საოცარ თვისებებზე მთელი მსოფლიო ლაპარაკობს - სპირულინა

6. სვანიძის ქუჩაზე ნაპოვნი ცხედარი, შესაძლოა 13 ივნისის სტიქიისას გარდაცვლილს ეკუთვნოდეს

7. საკვები პროდუქტები, რომელიც ივლისში უნდა მივირთვათ!

0
266
7-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
266
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0