x
image
გემი დალანდი
გაუხმაურებელი ტრაგედია სსრკ-ში, რომელიც საღეჭი რეზინის წარმოების დაწყების მიზეზი გახდა
70-იანი წლების დასაწყისიდან სსრკ-ში საღეჭი რეზინი ძალიან პოპულარული იყო, რა თქმა უნდა იმპორტული, რადგან საღეჭი რეზინის ადგილობრივი წარმოება მაშინ არ არსებობდა. ახალგაზრდები გიჟდებოდნენ ამ დეფიციტურ საქონელზე და ზოგჯერ ისეც ხდებოდა, რომ ერთ საღეჭ რეზინს მორიგეობით ღეჭავდნენ.

უცხოური ნაწარმით გატაცებას შეძლებისდაგვარად ებრძოდნენ. მოსწავლეები, რომლებიც საღეჭ რეზინს ღეჭავდნენ, დირექტორებთან ხვდებოდნენ, პიონერულ შეკრებებზე არცხვენდნენ, ავრცელებდნენ ხმებს, რომ საღეჭი რეზინი კუჭს ხვრეტდა და.ა.შ. ამის მიუხედავად, საბჭოთა კავშირში მაინც დადგნენ საღეჭი რეზინის წარმოების აუცილებლობის წინაშე. ამის მიზეზი კი ტრაგიკული მოვლენა გახდა.

image

1975 წლის მარტში საბჭოთა კავშირში, მოსკოვში, კანადის ჰოკეისტთა ახალგაზრდული გუნდი ჩამოვიდა და თანატოლებთან მატჩი გაიმართა. კანადელი ჰოკეისტების სპონსორი საღეჭი რეზინის საყოველთაოდ ცნობილი მწარმოებელი კომპანია Wrigley გახლდათ. კონტრაქტის თანახმად, კანადელი მოთამაშეები კომპანიისგან საღეჭი რეზინის 15 კგ-იან შეკვრას იღებდნენ, რომელიც გულშემატკივრებში უნდა დაერიგებინათ.


image

მატჩი სპორტის სასახლე “სოკოლნიკებში" ჩატარდა და მას 4000-მდე ადამიანი ესწრებოდა, რომელთაგან უმრავლესობა სკოლის მოსწავლეები იყვნენ და მოუთმენლად ელოდნენ მატჩის დასრულებას, რომ სანატრელი საღეჭი რეზინები მიეღოთ კანადელი ჰოკეისტებისგან.

თამაშის დასრულების შემდეგ კანადელები თავის ავტობუსში ავიდნენ და იქიდან დაიწყეს საღეჭი რეზინების გადმოყრა.

image

გულშემატკივრებამდე ბევრი ნასროლი ვერ აღწევდა, ამიტომ მათ გადაწყვიტეს, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთის კიბით ჩასულიყვნენ ქვემოთ და ავტობუსს მიახლოებულიყვენ. მათ არ იცოდნენ, რომ კარი დაკეტილი იყო. მათ, ვინც ქვემოთ მოხვდა, ზემოდან ხალხის ტალღა აწვებოდა, მაგრამ წასასვლელი არსად ჰქონდათ და საშინელი ჭყლეტა დაიწყო. საბოლოოდ 21 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 13 ბავშვი იყო.

image

სასახლის დირექტორი და შინაგან საქმეთა რაიონული სამმართველოს წევრები დააპატიმრეს, სამსახურებრივი გულგრილობის გამო. ეს ტრაგედია მაშინდელ მასობრივ საინფორმაციო საშუალებებს არ გაუხმაურებიათ.

იმისთვის, რომ უცხოური საღეჭი რეზინით გამოწვეული ბუმი ჩაეცხროთ, გადაწყდა, მისი ადგილობრივი წარმოება დაწყებულიყო.

image

პირველი პარტია ერევანში გამოუშვეს 1976 წელს. მალე შესაბამისი დანადგარები როსტოვის მაკარონის ფაბრიკაშიც დამონტაჟდა. თავიდან, მხოლოდ ორის სახის საღეჭი რეზინი იწარმოებოდა: “საღეჭი რეზინი"-ხილის არომატით და “აბა, დამაცადე"-პიტნის არომატით. 80-იან წლებში ნაწარმი უფრო მრავალფეროვანი გახდა.

image 2013 წელს, იმ ტრაგედიის ადგილას, რომელიც საბჭოთა საღეჭი რეზინის წარმოების დაწყების მიზეზად იქცა, მემორიალური დაფა დაიდგა.

image

2
969
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
969
  
2018, 16 ივლისი, 19:56
ძალიან საინტერესო იყო.მეც არასოდეს მსმენია ამ ფაქტის შესახებ
2018, 16 ივლისი, 12:42
ნამდვილად არ ვიცოდი ამ ამბის შესახებ. ძალიან საინტერესო სტატია იყო.
0 1 2